Logo

ზოგადი მიმოხილვა

title

ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა

(პროგრამული კოდი: 27 03 03 11)

პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან  (COVID 19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით.

პროგრამის ფარგლებში ცენტრი ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

·        ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას, ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად, მათ შორის:

Ø  შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღებას (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის/ლაბორატორიის მიერ გადაცემული სახარჯი მასალის გამოყენებით), შენახვასა და ტრანსპორტირებას;

Ø   COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას პჯრ მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით);

Ø  COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას სწრაფი/მარტივი მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით);

·        ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის სპეცაღჭურვილობის, სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალის, კარტრიჯების, ტესტსისტემებისა და სამედიცინო დანიშნულების/ ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვას;

·         დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 56 ერთეული) შრომის ანაზღაურებას 3 თვის განმავლობაში.