title
ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b (ჰიb)
გამომწევი ბაქტერია |
გამომწევია ბაქტერია (Haemorphilus Iinfluenza Type b) რომელიც ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იწვევს დაავადებას. |
გადაცემის გზები |
ვრცელდება ინფიცირებულ ან მტარებელ პირთან უშუალო კონტაქტისას, ან წვეთოვანი გზით რესპირატორული წვეთების საშუალებით ხველის ან ცემინების დროს. ახალშობილები შესაძლებელია დაინფიცირდნენ ბაქტერიის შემცველი ამნიოტური სითხის მეშვეობით.შემთხვევების 3% – 6% ფატალურია, პაციენტების 20%-ს, რომლებმაც გადაიტანეს ჰიბ მენინგიტი აღენიშნებათ სმენისდაკარგვა და სხვადასხვა სახის ხანგრძლივი ნევროლოგიური დარღვევები. დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია მჭიდრო კონტაქტებში, აივ ინფიცირებულებში, ნამგლისებურუჯრედული დარღვევების, ასპლენიის, სხივური თერაპიის ქვეშ მყოფ პაციენტებში. |
სიმპტომები |
ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, შემცივნება,ოფლიანობა, თავის და კუნთების ტკივილი, დიარეა, ღებინება და სხვა |
გართულებები |
მენინგიტი, პნევმონია, ბაქტერიემია, ეპიგლოტიტი, სეპტიცემია, სეპტიური ართრიტი, ოსტეომიელიტი, ცელულიტი, პერიკარდიტი, ენდოკარდიტი. |