Logo

12 მაისი - ექთანთა საერთაშორისო დღე

title

 ექთანთა   საერთაშორისო   დღე   ყოველწლიურად 12  მაისს   აღინიშნება ამ   დღის   აღნიშვნას საფუძველი   ჩაეყარა  1974  წლიდან  ექთანთა  საერთაშორისო   საბჭოს   ინიციატივით   და სიმბოლურად   ემთხვევა   ფლორენს ნაიტინგეილის თანამედროვე   ექთნის პროფესიის   ფუძემდებლის   დაბადების   დღეს ფლორენს   ნაიტინგეილმა  (1820-1910) 1860  წელს ლონდონში წმტომასის   სახელობის საავადმყოფოში   გახსნა   პირველი   სკოლა ექთნებისთვის მან   მნიშვნელოვანი   როლი შეასრულა   ყირიმის   ომის   დროს   მედდებისათვის ტრენინგების   ჩატარებით დაჭრილი სამხედროების   ორგანიზებული   მოვლის სისტემის   ჩამოყალიბებით

  ნაიტინგეილის   ღვაწლი   სათანადოდ   არის დაფასებული დამწყები   ექთნები ნაიტინგეილის   ფიცს “  დებენ ხოლო  „ ფლორენსნაიტინგეილის   მედალი “  უმაღლესი   ჯილდოა ექთნებისთვის .

 ჯანმრთელობის   მსოფლიო   ორგანიაცია  (WHO)  უერთდება   პარტნიორებს   მსოფლიოს მასშტაბით    და   ხაზს   უსვამს   ექთანთა მნიშვნელოვან   როლს   სამედიცინო   სფეროში   და მადლობას   უხდის   ექთნებს   მათი ღვაწლისათვის

ისტორიულად ისევე   როგორც   დღეს ექთნები ეპიდემიისა   და   პანდემიის   წინა   ხაზზე იმყოფებიან .   ექთნები   არიან   პირველი   და   რიგ შემთხვევებში   ერთადერთი   სპეციალისტები რომლებთანაც   პაციენტებს   აქვთ   ყველა ზეხშირი ურთიერთობა   და, შესაბამისად, ექთნების   მიერ   პაციენტის   მდგომარეობის პირველადი   შეფასების მზრუნველობის   და მკურნალობის   ხარისხი   სასიცოცხლოდ   მნიშვნელოვანია .

 მიუხედავად   იმისა რომ   ექთნები   გლობალურად  სამედიცინო   პერსონალის თითქმის   ნახევარს შეადგენენ ჯერ   კიდევ   მწვავედ   დგას   მათი დეფიციტი ვინაიდან   არსებული   შეფასებებით დამატებით  5,9  მილიონი   ექთანია   საჭირო ; განსაკუთრებით ,   დაბალ   და   საშუალო შემოსავლების   მქონე   ქვეყნებში .

 COVID-19– ის   პანდემიამ   შეგვახსენა   ექთანთა სასიცოცხლოდ   მნიშნელოვანი   როლის   შესახებ ექთნების   გარეშე   შეუძლებელია   ეპიდემიებთანდა   პანდემიებთან   ბრძოლის   მოგება ასევემიუღწეველი   დარჩება   მდგარგი   განვითარებისმიზნები    და   უნივერსალურ   ჯანმრთელობაზე ხელისაწვდომობა

 ექთანთა   საერთაშორისო   დღის   აღნიშვნითჯანმო   მოუწოდებს   ქვეყნებს

  უზრუნველყონ   ექთანთა   და   სამედიცინოპერსონალის   პროფესიული   უსაფრთხოება რაც   ასევე   გულისმხობს   პერსონალური დაცვის   საშუალებებზე უწყვეტ ხელმისაწვდომობას   სამედიცინო დაწესებულებებში   ინფექციების გავრცელების   შესამცირებლად ;

  ექთნებსა   და   სამედიცინო   პერსონალს   უნდა ჰქონდეთ   ხელმისაწვდომობა   ფსიქიკური ჯანმრთელობის   სერვისებზე უზრუნველყოფილი   უნდა   იყვნენ   შრომისდროული   ანაზღაურებით დაზღვევით საშუალება   ჰქონდეთ   ისარგებლონ ავადმყოფობის   გამო   გაცდენილი   სამუშაო დღეებით ;

  ხელმისაწვდომი   უნდა   იყოს   თანამედროვესახელმძღვანელოები   . ეპიდაფეთქებების   მართვის   შესახებ ექთნებს   უნდა   გააჩნდეთ   ფინანსური   დასხვა   რესურსები რაც   დაეხმარებ   მათ COVID-19- თან   და   სხვა   პანდემიებთან ბრძოლაში ;

  ექთანთა   და   ბებიაქალთა   წლის კონტექსტში მნიშვნელოვანია რომ მთავრობებმა   მხარი   დაუჭერონ ინვესტიციების   გაძლიერებას   ექთანთა პროფესიაში  -  ექთანთა   რაოდენობის   ზრდა სამუშაო   ადგილების   შექმნა ექთანთა განათლებისა   და   მმართველობის გაძლიერება

 

 მიმდინარე   წლის   აპრილში ჯანმრთელობის მსოფლიო   ორგანიზაციამ   და   პარტნიორებმა გამოაქვეყნეს   პირველი  „ საექთნო   საქმიანობის მსოფლიო   ანგარიში “,  რომელიც   ასახავს ექთნების   მუშაობას   გლობალურად ხაზს   უსვამს არსებულ   პრობლემებს   და   მთავრობებს სთავაზობს   ინვესტიციების   გაძლიერებას საექთნო   სფეროში

 ექთანთა   სამუშაო   ძალის   გაძლიერებით ქვეყნებს   შეუძლიათ   სამმაგი   ზემოქმედება მოახდინონ   ჯანმრთელობის   გაუმჯობესებაზე გენდერული   თანასწორობის   განვითარებასა   დაეკონომიკური   ზრდის   ხელშეწყობაზე .  


https://www.who.int/news-room/detail/11-05-2020-happy-international-nurses-day