Logo

17 მაისი - შიდსით გარდაცვლილთა მსოფლიო დღე

title

გვახსოვს, ვმოქმედებთ, რადგან ჩვენი სიცოცხლე აივ-ზე მეტია 

ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები და ვმოქმდებეთ, რომ შევინარჩუნოთ ადამიანთა უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის აღნიშვნა ყოველწლიურად მაისის ყოველ მესამე კვირას 1983 წლიდან აღინიშნება. თავდაპირველად მისი აღნიშვნა ინიცირებული იყო აივ-ინფიცირებული ადამიანების ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ. შემდეგ ის საყოველთაო ღონისძიებად იქცა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მხარდამჭერი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც საზოგადოებაში აივ-შიდსის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, საზოგადოების მობილიზაციას, სოლიდარობის გამოხატვას და სტიგმის შემცირებას ემსახურება

მსოფლიოში დაახლოებით 38 მილიონი ადამიანია დაავადებული აივ-შიდისით. დღეს, შიდსით გარდაცვილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა გლობალური სოლიდარობის გამოსახატად იმ ადამიანთა მიმართ, ვისაც ეს დაავადება შეეხო, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებისათვის, სტიგმისა და დისკრიმინაციის  შესამცირებლად

დღეს, COVID-19 პანდემიით გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე, ფართომასშტაბიანი კამპანიები არ განხორციელდება

https://www.candlelightmemorial.org/


სიტუაცია საქართველოში 

საქართველოში 1600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა შიდსითთუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან საქართველომ, პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში, დანერგა პრინციპიუმკურნალე ყველას“, რაც გულისხმობს, რომ მკურნალობა უტარდება ყველა აივ ინფიცირებულს დიაგნოზის დასმისთანავე, იმუნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად. ამ პრინციპით დაიწყო შიდსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური სტრატეგიისმკურნალობა პრევენციისათვისპრაქტიკული განხორციელება. ასეთმა მიდგომამ უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები; კერძოდ, ბოლო წლებში აივ/შიდსის მქონე პაციენტებში 5-ჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილობა და, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა აივ ახლად ინფიცირების შემთხვევების კლება. 

საქართველომ 2004 წლიდან უზურნველყო აივ/შიდსის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსულ (არვ) მკურნალოაბზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა იყო აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ საბჭოთა ქვეყნების ფარგლებში. არვ მკურნალობა ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისათვის, ამჟამად  მკურნალობაზე იმყოფება 5200 პაციენტი. შედეგად, აივ/შიდსით პაციენტებში სიკვდილობა შემცირდა 5-ჯერ და მეტად.

საქართველოში არსებული სერვისების ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, რადგან აივ ინფიცირებული პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება დიდ წილად არის დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის დაწყებაზე დამოკიდებული.