Logo

დაძმობილების პროექტის „სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება საქართველოში“ გახსნის ცერემონია

title

დაძმობილების პროექტის „სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება საქართველოში“ 

გახსნის ცერემონია

17 სექტემბერი, 2020 წ.

მისამართი: თ. ჭოველიძის ქ. #7, სასტუმრო რუმსი



2020 წლის 17 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო რუმსში იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის, „სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება საქართველოში“ გახსნის ცერემონია.

პროექტის განხორციელება 2020 წლის იანვარში დაიწყო და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 1.3 მილიონ ევროს შეადგენს.  პროექტის ბენეფიციარ ქვეყანას წარმოადგენს საქართველო, ევროკავშირის მხრიდან პროექტის პარტნიორი წამყვანი ქვეყანაა ლიეტუვას რესპუბლიკა, უმცროს პარტნიორ ქვეყანასთან - ნიდერლანდების სამეფოსთან ერთად.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ლიეტუვის ეროვნულ სისხლის ცენტრთან, ლიეტუვის ეროვნულ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ზედამხედველობის ლაბორატორიასთან და  ნიდერლანდების სამეფოს სისხლის ბანკ Sanquin-თან ერთად.

პროექტი უზრუნველყოფს საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მხარდაჭერას, კერძოდ, გადამდები დაავადებებისა და სისხლის გადასხმის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში მოხდება სისხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადახედვა/განახლება, სისხლის ბანკების ფუნქციონირების შეფასება; ლიეტუველი და ჰოლანდიელი კოლეგები ქართულ მხარეს დაეხმარებიან ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებაში, სისხლის გადასხმის სამსახურის რეორგანიზებაში, ახალი ლაბორატორიული შესაძლებლობების შექმნასა და სისხლის ნებაყოფლობითი დონაციის მოდელზე გადასვლის პროცესში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადამიანური რესურსების გადამზადება, რომლის ფარგლებში, პროექტის პარტნიორი ქვეყნების ექსპერტები ჩაატარებენ ტრენინგებს და სემინარებს. ასევე, ქართველი სპეციალისტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ადგილზე გაეცნობიან ევროკავშირის წევრი პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ძირითადი მონაწილე ორგანიზაციების შესაძლებლობებს და მუშაობის  სპეციფიკას.

გახნის ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაავადებათა კოტნროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მაღალი თანამდებობის პირები, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ნიდერლანდების სამეფოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, ასევე უმცროსი პარტნიორი ქვეყნის ნიდერლანდების სამეფოს პროექტის ლიდერი და პროექტში მონაწილე სხვა ექსპერტები.

ღონისძიებაზე განხილული იქნება პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და მოსალოდნელი შედეგები.

 


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:



ნინო მამუკაშვილი

ტელეფონი: 595 95 61 03

ელ-ფოსტა: ninomamukashvili@gmail.com

სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი