Logo

5 მაისი - ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღე

title

5 მაისი - ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღე

 

,,ექთნებსა და ბებიაქალებს: სამედიცინო მომსახურების დროს ჰიგიენის დაცვა თქვენს ხელშია!“

 

ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 5 მაისს აღინიშნება და ყურადღებას ამახვილებს ხელების ჰიგიენის მნიშვნელობაზე სამედიცინო დაწესებულებებში, რაც ხელს უწყობს სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების დაცვას ინფექციებისაგან. 

 

2020 წლის გლობალური კამპანია „გადაარჩინეთ სიცოცხლე, დაიცავით ხელების ჰიგიენა“ ეხმიანება ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემას და მიზნად ისახავს ექთნებისა და ბებიაქალების, როგორც წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის  მნიშვნელობის ხაზგასმას ინფექციების პრევენციის მიმართულებით.

 

2020 წლის კამპანიის ფარგლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მისი პარტნიორები მიზანია:

ü  ხელების ჰიგიენის დაცვა გახდეს გლობალური პრიორიტეტი;

ü  ხელი შეუწყოს ხელების ჰიგიენის დაცვის პოპულარიზაციას და ქცევის ცვლილებას;

ü  ხელი შეუწყოს ჯანდაცვის მუშაკებს ჰიგიენის დაცვაში ინფექციების პრევენციისათვის

 

კამპანია ასევე მოუწოდებს პოლიტიკის შემქმნელებს, უზრუნველყონ ექთნებისა და ბებიქალებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და გაზარდონ საშუალო სამედიცინო პერსონალის რაოდენობა.

 

5 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ექთნებისა და ბებიაქალის პატივსაცემად გაიმართება საყოველთაო მადლიერების ტაში, რათა მსოფლიო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოხატოს მადლიერება საშუალო სამედიცინო პრესონალის მიმართ და გააცნობიეროს მათი  როლი ინფექციების პრევენციაში, მათ შორის COVID-19-თან მიმართებაში.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უერთდება მსოფლიო კამპანიას და გამოხატავს მადლიერებას და მხარდაჭერას საშუალო სამედიცინო პერსონალის მიმართ.

 

#ხელებისჰიგიენა, #მხარიდაუჭირეექთნებსადაბებიაქალებს

 

https://www.who.int/news-room/events/detail/2020/05/05/default-calendar/hand-hygiene-day


გადაარჩინეთ სიცოცხლე: დაიცავით ხელების ჰიგიენა