Logo

ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტის შეხვედრის განცხადება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით

title

საგანგებო კომიტეტის შეხვედრა, რომელიც მოიწვია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურმა დირექტორმა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გაიმართა 2020 წლის 22-23 იანვარს. კომიტეტის ძირითად მიზანს წარმოადგენს რჩევის მიცემა ჯანმოს გენერალური დირექტორისთვის, რათა მან მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება საჭიროა არის თუ არა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონდე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის (PHEIC) გამოცხადება. კომიტეტი ასევე გასცემს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებს და დროებით რეკომენდაციებს.

დასკვები და რჩევები

22 იანვარს, საგანგებო სიტუაციის კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, არის თუ არა ეს მოვლენა საერთაშიროს მნიშვნელობის მქონდე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა.

ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ახალი ეპიდემიოლოგიური ინფორმაციით გამოვალინა, რომ პროვინციებში არის ზრდა შესაძლო შემთხვევების რიცხვში და შეტყობინებული შემთხვევების სიკვდილობის მაჩვენებელი არის 4 % (557 დან 17). მათ ახსნეს თუ რატომ მიიღეს მკაცრი ზომები (საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის შეჩერება როგორც ვუჰანში, ასევე ახლომდებარე ქალაქებში). ჩინელების პრეზენტაციის შემდგომ კომტეტს შეატყობინეს, რომ შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, კორეაში, ტაილანდში და ასევე შესაძლო შემთხვევა სინგაპურში.

შემდეგი საკითხები ჩაითვალა კრიტიკულად:

დადასტურდა ადამიანიდან ადამიაზე გადაცემა. შემთხვევების 25% იყო მწვავე. წყარო ჯერჯერობით უცნობია (სავარაუდოდ, რეზერვუარი ცხოველია) და ადამიანიდან ადამიანამდე გადაცემის გზა ჯერ კიდევ არ არის ნათელი.

რამდენიმე წევრმა ჩათვალა, რომ PHEIC– ს გამოცხადება ჯერ კიდევ ნაადრევია.

ამ ინფრომაციის საფუძველზე გაიცა რეკომენდაციები:

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას:

·         მეტი ინფორმაციის მიწოდება მოხდეს მთავრობის მიერ რისკების მართვის ღონისძიებებზე, მათ შორის კრიზისების მართვის სისტემებზე, როგორც  ეროვნულ ასევე პროვინციულ და ქალაქის დონეზე.

·         დაავადების გავრცელების შემცირებისა და შეკავების მიზნით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომების გაძლიერება.

·         ზედამხედველობის გაძლიერება და ასევე შემთხვევების აქტიური მოძიება ჩინეთში, განსაკუთრებით ჩინური ახალი წლის პერიოდში.

·      კოლაბორაცია ჯანმოსთან და პარტიორებთან რათა ჩატარედეს კვლევები ეპიდაფეთქების განვითარების გაგების მიზნით. კონკრეტულად კი სპეციალური კვლევა ახალი კორონავირუსის წყაროს დასადგენად, ასევე ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მექანიზმის სრულად გაგება და გადაცემის ადგილას საჭირო კლინიკური ღონისძიებების გატარება.

·         WHO–სთვის ყველა მონაცემის გაზიარება, მათ შორის გენომის თანმიმდევრობების და ჯანდაცვის მუშაკთა ინფიცირების ან კლასტერების შესახებ.

·         დაზარალებული პროვინციების საერთაშორისო აეროპორტებსა და პორტებში გასასვლელი სკრინინგის ჩატარება, ინფიცირებული მოგზაურების ადრეული გამოვლენის, შემდგომი შეფასებისა და მკურნალობის მიზნით, რათა მინიმალური ჩარევა მოხდეს საერთაშორისო ვაჭრობაში.

·         საჭიროებისამებრ სკრინინგის ჩატარება ადგილობროივ აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებსა და საქალაქთაშორისო ავტოსადგურებზე.

 

სხვა ქვეყნებისთვის

 

შემთხვევების შემდგომი გავრცელება მოსალოდნელია ნებისმიერ ქვეყანაში.

ამრიგად ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზად ახალი კორონავირუსის ინფექციის შეკავებისთვის, აქტიური ზედამხედველობის, ადრეული გამოვლენის, იზოლაციის, შემთხვევის მართვის, კონტაქტების კვლევის და პრევენციისთვის. ინფორმაციის გაზიარება უნდა მოხდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

 

ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ადამიანის ინფექციის შემცირებას, მეორადი გადაცემის პრევენციას, საერთაშორისო გავრცელებას და საერთაშორისო რეაგირებაში მონაწილეობას. 

ყურადღება უნდა მიექცეს მულტი-სექტორულ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. აქტიურად უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება ვირუსთან დაკავშირებით.

 

 

წყარო:

https://www.who.int/news-room/detail/23-01-2020-statement-on-the-meeting-of-the-international-health-regulations-(2005)-emergency-committee-regarding-the-outbreak-of-novel-coronavirus-(2019-ncov)?fbclid=IwAR1vMglUzfGBMyRMyUVV3tXRKmQjk5UnS_5O_kd-649M9eugq74F-eNxjfIhttps://www.who.int/news-room/detail/23-01-2020-statement-on-the-meeting-of-the-international-health-regulations-(2005)-emergency-committee-regarding-the-outbreak-of-novelcoronavirus(2019ncov)?fbclid=IwAR1vMglUzfGBMyRMyUVV3tXRKmQjk5UnS_5O_kd-649M9eugq74F-eNxjfI