Logo

ახალ კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებული რეკომენდაციები საერთაშორისო მოგზაურთათვის

title

რა უნდა  გააკეთონ საერთაშორისო მოგზაურებმა ახალი კორონავირუსისგან (2019-nCov) საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად?

რეკომენდაციები ვუჰანში (ჩინეთი) წამსლველთათვის

  • მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს;

  • მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი) ცხოველთა ბაზრებს, ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი);

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;

  • ხანში შესულმა და ჯანმრთელბის პრობლემების მქონე მოგზაურებმა ვუჰანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას.

თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში (ჩინეთი) და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:

  • მაღალი ტემპერატურა, 

  • ხველა, 

  • სუნთქვის გაძნელება 

მაშინ:

  • დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს;

  • აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ;

  • მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს;

  • არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში;

  • დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით ( და არა ხელით) ცემინების და ხველის დროს;

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;


სიმპტომების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ:

15 05 (24/7 განმავლობაში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

116 001 (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  

+995 599 65 05 85 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კონსული ბ-ნი ჟენ იენკანგი.