Logo

ტყვია - მოკლე მიმოხილვა და რეკომენდაციები

title


ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებაში აქტიურად განიხილება ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებული პრობლემატიკა. ამ საკითხზე მუშაობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 2015 წლიდან დაიწყო და 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში . იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა კლინიკაში სხვადასხვა დიაგნოზით შეყვანილი 2-5 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის განსაზღვრა. სულ გამოკვლეულ იქნა 2-5 წლის 254 ბავშვი. საშუალო მაჩვენებელი იყო 3.9 მკგ/დლ; 33%-ში (აბსოლუტური რიცხვი 83) სისხლში ტყვიის შემცველობა იყო ≥5 მკგ/დლ-ზე. 2015 წლის დეკემბერში იგივე სახის კვლევა ჩატარდა ბოლნისსა და დმანისის რაიონების რიგ სოფლებში. სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულ იქნა 4-დან 6 წლამდე ასაკის 46 ბავშვი და 14- (30.5%) ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ და მეტი აღმოჩნდა.

2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-. განსაკუთრებით მაღალია მაჩვენებლები აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში

ტყვიით ინტოქსიკაციის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები

  • დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP)

  • გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულებაბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“; 

  • დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი;

  • ჩატარდა პედიატრთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტთა ტრენინგები როგორც პირისპირ, ასევე ვებინარის საშუალებით

  • ჩატარდა იმ 16 ბავშვის, რომელთა სისხლში ტყვიის შემცველობა იყო ≥30 მკგ/დლ და მათი ოჯახის წევრების გამოკვლევა (NCDC, პედიატრი, გარემოს ეროვნული სააგენტო) და მომსახურება

  • დამტკიცდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში კვლევაში მონაწილე ყველა ბავშვს, მათ 18 წლამდე ოჯახის წევრებსა და ორსულებს ჩაუტარდათ გამოკვლევები, მკურნალობა და მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის პროტოკოლის მიხედვით.

  • ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას 2019 წელს დაემატაგარემო და ჯანმრთელობისქვეკომპონენტი

  • შემუშავდა რეკომენდაციები ტყვიით ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, რომლების განთავსებულია ცენტრის ვებ-გვერდზე, ასევე დაბეჭდილი და დარიგებულია MICS კვლევის მონაწილე ბავშვებსა და სხვადასხვა პოპულაციაში, მიდის აქტივობა სოციალურ მედიაშიც.

  • შემუშავდა ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის სტრატეგია და ერთიანი მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი 2020 – 2030 სამოქმედო გეგმის პროექტი, რომლის მიზანია: ტყვიის ყველა სავარაუდო წყაროს იდენტიფიკაცია, სამომხმარებლო ნედლეულისა და პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ტყვიის ყველა სავარაუდო წყაროს კომპონენტთან დაკავშირებული ნაწარმის უსაფრთხოების განმსაზღვრელ ევროდირექტივებთან. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებად განისაზღვრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო

  • ტყვიით ექსპოზიციის ფაქტორების აღმოჩენისა და მოსახლეობაზე მათი ზემოქმედების შემცირების მიზნით მიმდინარე და სამომავლო საქმიანობების ეფექტურად კოორდინირებისათვის ჩამოყალიბებულია სამეთვალყურეო/საკოორდინაციო ჯგუფი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით

  • ტყვიის სავარაუდო წყაროების მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩასატარებლად, მიზანშეწონილად ჩაითვალა საერთაშორისო თანამშრომლობის და შესაძლებლობების გამოყენება. ორგანიზაციაცPure Earth-თან ერთად, რომელსაც აქვს ექსპერტული მრავალწლიანი გამოცდილება გარემოს და მასთან დაკავშირებული ეფექტების კვლევების მიმართულებით, განხორციელდა საველე სამუშაოები - კვლევა ჩატარდა იმ 16 ბავშვის ოჯახში, რომელთაც სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები (BLL > 30 µg/dL) დაუფიქსირდათ და საკონტროლო ოჯახებში იმავე გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, სადაც მაჩვენებლები დაბალი (BLL < 5 µg/dL) იყო. სულ გამოკვლეულ იქნა 25 ოჯახი საქართველოს 4 რეგიონში: აჭარა (n=9); გურია (n=5); იმერეთი (n=7); და შიდა ქართლი (n=4). კვლევის შედეგების მიხედვით ტყვიის შემცვლელი საღებავი არ არის გავრცელებული ქვეყანაში; ნიადაგის დაბინძურება დაბალია; წყალი არ არის ექსპოზიციის წყარო; ტყვიით ექსპოზიციის ძირითად წყაროდ უნდა განვიხილოთ სუნელები.

  • მიმდინარეობს ტყვიის წყაროების დადგენის მცირე ერთობლივი კვლევა ინგლისის საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან (Public Health England); საველე სამუშაოები დასრულებულია, აღებულია სინჯები (სისხლი, სუნელები, წყალი, რძე, ჩაი, ფქვილი, მტვერი) და გაგზავნილია ინგლისის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. კვლევა საშუალებას მოგვცემს დადგინდეს ტყვიით ინტოქსიკაციის წყარო იზოტოპური მეთოდის საშუალებით.

  • 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის კომპონენტს, რომლის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია. კომპონენტი მოიცავს სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმისა და/ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე, 7 წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე. აღნიშნული კვლევის შედეგად ბავშვის სისხლში ტყვიის 5 მკგ/დლ-ის ან მეტი შემცველობის შემთხვევაში მათ უზრუნველყოფას შესაბამისი სამედიცინო სერვისებითა და მედიკამენტებით, ასევე მათი ოჯახის წევრების (18 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები) გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო სერვისებით მოცვას. კერძოდ: სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრას გრაფიტული აბსორბციის ატომური სპექტრომეტრული ან/და პლაზმური მასპექტრომეტრული მეთოდით,  დამატებით დიაგნოსტიკას (ექიმი პედიატრის კონსულტაციას - ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფასებას, წინასწარ შედგენილი, სპეციალური კითხვარის მეშვეობით; ბავშვის კვებითი სტატუსის განსაზღვრასკვების რაციონში ვიტამინების, კალციუმისა და რკინის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მიღება; ბავშვის მშობლებისათვის (კანონიერი წარმომადგენლებისათვის) საერთაშორისო რეკომენდაციების გაცნობას, ტყვიით ექსპოზიციის შესაძლო წყაროების შესახებ; პროტოკოლით გაწერილი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებას), იმ მოსარგებლეებისთვის, რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია შეადგენს ან მეტია 5 მკგ/დლ-ზე, მედიკამენტებით (რკინის პრეპარატებით, კალციუმითა და მულტივიტამინებით) უზრუნველყოფას, ექიმის დანიშნულების შესაბამისად და ოჯახის ექიმების, პედიატრებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების სპეციალისტების შესაბამისი გუნდების გადამზადებას ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის საკითხებში

  • გადაწყდა გარემოს ჯანმრთელობის ლაბორატორიის დაფუძნება; გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა და საქართველოში ესტონეთის საელჩომ ცენტს საჩუქრად გადმოსცა 4 X-Ray Fluorescence Spectroscopy (XRF). დაგეგმილია ადამიანური რესურსების გაძლიერება;

  • გრძელდება შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა და ..

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განაგრძობს მუშაობას ტყვიით ინტოქსიკაციის  წყაროების აღმოსაჩენად. გრძელდება თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან (CDC/Atlanta), იტალიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტთან (ISS), გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტთან (PHE), და ..;