Logo

განცხადება - რეკომენდაციები სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებისთვის

title

როგორც მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი (2019-nCoV) გამოაცხადა როგორც , საერთაშორისო მნიშვნელობის მქონდე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. სათანადო მზადყოფნის გაძლიერების მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება,  2020 წლის 28 იანვარი N164 „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევაზე ოპერაციული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული განკარგულების თანახმად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა რიგი მარეგულირებელი და მეთოდური სახის დოკუმენტები, რომელთა გათვალისწინება და განხორციელება რეკომენდებულია სამედიცინო სერვისის მიმწოდებელთა მხრიდან. 

აღნიშნული მასალა დაეხმარება სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებს დაგეგმონ და განახორციელონ ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევაზე მზადყოფნის და რეაგირების ღონისძიებები. 

მუდმივ რეჟიმში ხორციელდება გლობალური ეპიდსიტუაციის მიმოხილვის და  ყველა საჭირო მარეგულირებელი თუ მეთოდური სახის დოკუმენტების მოზადება, განახლება და გაზიარება. აღნიშნული მასალა განთავსებულია, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს  საინფორმაციო პორტალზე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=ddda02c5-a9d9-48ba-bd31-39b00e09fb2f)

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს 116 001 (ორშაბათი-პარასკევი; 10:00 – 17:00)