Logo

სიმსუქნის მსოფლიო დღე, 4 მარტი, 2020

title

სიმსუქნის მსოფლიო დღე  ყოველწლიურად მსოფლიოში 4 მარტს აღინიშნება.

ჭარბი წონა და სიმსუქნე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემას წარმოადგენს გლობალურად. არაჯანსაღი და  არასრულფასოვანი კვება,  დაბალი ფიზიკური აქტივობა ჭარბი წონის გავრცელების ძირითადი მიზეზებია. იგი შესაძლოა ერთერთი ხელშემშლელი ფაქტორი გახდეს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ქვეყნებისათვის.   არაჯანსაღი კვება, არასრულფასოვანი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა ჭარბი წონის გავრცელების მიზეზებია.

1975 წლიდან სიმსუქნის გავრცელება გასამმაგდა და ხუთმაგად გაიზარდა ბავშვებსა და მოზარდებში მსოფლიოს მასშტაბით. სიმსუქნე ერთერთი რისკის ფაქტორია ისეთი არაგადამდები დაავადებების  განვითარების, როგორებიცაა ტიპი 2 დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები,  ჰიპერტენზია და ინსულტი და სხვადასხვა ტიპის სიმსივნეები.    

ბავშვთა შორის ჭარბი წონის პრევალენტობა მაღალია და იგი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემას წარმოადგენს ევროპის რეგიონშიც. იმის გათვალისწინებით, რომ ჭარბი წონა გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე, სკოლაში მოსწრების ხარისხზე, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე. აუცილებელია, რომ სიმსუქნის თავიდან აცილების მიზნით, მოხდეს სიმსუქნისა და ჭარბწინიანობის ადრეულ გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში მისი მკურნალობა.

სიმსუქნისაგან თავის არიდება ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით არის შესაძლებელი.