Logo

მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე - 31 მაისი, 2020

title

31 მაისი - მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე (World No Tobacco Day) 1987 წლიდან აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და წევრი-ქვეყნების მიერ. ამ დღეს ყოველწლიურად ხდება ყურადღების გამახვილება ხდება თამბაქოს გლობალურ ეპიდემიაზე, თამბაქოსთან ასოცირებულ ჯანმრთელობისა და სხვა რისკებზე. ასევე, ხდება თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ მიმართული ეფექტური პოლიტიკის ადვოკატირება.

2020 წელს ძირითადი თემაა: ახალგაზრდების დაცვა თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკებისა და თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებისგან და მიზნად ისახავს:

·         გააქარწყლოს მითები და ამხილოს თამბაქოსა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების ახალგაზრდებზე მიმართული მარკეტინგული ხრიკები, მათ შორის, თამბაქოს ახალი ნაწარმის, არომატების და სხვადასხვა მიმზიდველი პროდუქტების დანერგვის მცდელობები.

·         ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება თამბაქოსა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების აგრესიული მარკეტინგის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი თაობების დაინტერესებას თამბაქოს მოხმარებისადმი.

·         საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ადამიანების (ინფლუენსერების) წახალისება ახალგაზრდების დასაცავად და თამბაქოს წინააღმდეგ გამართულ ომში ახალგაზრდების ჩართვის სტიმულირება.

საქართველო მრავალი წელია უერთდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო) და მის პარტნიორებს და ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე.

თამბაქოს ინდუსტრია მაქსიმალურად იყენებს COVID-19-ის გამო შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას, რომ გაზარდოს საკუთარი ბრენდების წარმატება, აფინანსებენ კვლევებს და ცდილობენ მოწევა და ნიკოტინი წარმოაჩინონ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად.

31 მაისს, 12 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე აღნიშნავს ლაივ-ჩართვით. ცენტრის წარმომადგენლები მიმოიხილავენ თამბაქოსა და მისი პროდუქტების მოხმარების გავლენას COVID-19 პანდემიის პირობებში, თამბაქოს ინდუსტრიის მარკეტინგულ ხრიკებს, თამბაქოს კონტროლის სიტუაციურ მიმოხილვას საქართველოში, უახლესი კვლევების შედეგებს და ა.შ.

ვერ დავუშვებთ, რომ თამბაქოს ინდუსტრიამ, რომელიც აცხადებს, რომ თავისუფლებისა და თავსუფალი არჩევანის გაკეთების უფლებას იძლევა, სინამდვილეში კი, უდიდეს მოგებას ნახულობს ადამიანებისგან, რომლებიც ყოველწლიურად თავიანთი სიცოცხლით იხდიან ამ საფასურს, მოატყუოს კიდევ ერთი თაობა.

მოვუწოდებთ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ადამიანებს, ვისაც კონტაქტი აქვთ ახალგაზრდებთან, გამოაშკარაონ თამბაქოს ინდუსტრიის მანიპულაციები  მიმართული ახალგაზრდების ჩასათრევად.

ვალდებულები ვართ შესალებლობა მივცეთ ახალგაზრდებს წინ აღუდგნენ „დიდ თამბაქოს“, მათი ტყუილების მხილებითა და მათი ნაწარმის გამოყენებაზე უარის თქმით.

 

o   გვინდა გვყავდეს თაობა, რომელიც თავისუფალია თამბაქოს, მისი მეორადი კვამლის და თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებისგან!

 

o   ნუ მოექცევით თამბაქოსა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების გავლენის ქვეშ, თქვენი ინფორმირებულობით მათი ტაქტიკებისა და მათი პროდუქციის დამაზიანებელი ეფექტის შესახებ ინფორმაციის ქონით!

 

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956103

ვებ გვერდი: www.ncdc.ge