Logo

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე, 2020

title

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება 2005 წლიდან. მისი მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება, არტერიული ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორის ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგულარული მკურნალობის სარგებლის შესახებ.

ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის გლობალური პანდემიის გამო, ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღნიშვნა 2020 წლის 17 ოქტომბრისთვის გადაიდო


COVID-19 სახელმძღვანელო ჰიპერტენზიის მქონე პირთათვის

ახალი კორონავირუსი გავლენას ახდენს სასუნთქ ორგანოებზე, იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და პნევმონიას

დაავადების ძირითადი სიმპტომებია:

  • ცხელება

  • ხველა

  • ქოშინი

  • ტკივილი გულმკერდის არეში

ვირუსი ადამიანებში ვრცელდება როგორც აეროგენული მექანიზმით, ასევე პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის გზით. სადღეისოდ  არ არსებობს ხელმისაწვდომი ანტივირუსული მედიკამენტი  ან ვაქცინა ამ  კონკრეტული დაავადების  წინააღმდეგ საბრძოლველად ან  მისი პრევენციისათვის. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ძირითადი  ღონისძიება, რათა არ მოხდეს კონტაქტი აქტიურ დაავადებულ პირთან ან ვირუსის მტარებელთან, კონტაქტების შეზღუდვაა. ახალგაზრდებსა და ჯანმრთელ პირებშიინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს. 60 წლის ზემოთ  ასაკიდან და თანმხლები დაავადებების  მქონე პირებში დაავადების პროგნოზი  შესაძლოა, სერიოზული იყოს

ჰიპერტენზიის მსოფლიო  ლიგა ასევე მხარს უჭერს აქტივობებს, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ავტორიტეტული ინსტიტუციები მოსახლეობაში ავრცელებენ რეკომენდაციებს, ვირუსისაგან თავის დაცვის მიზნით. ამ მიმართულებით.  


ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები

მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით მესამედს აქვს ჰიპერტენზია ანუ მაღალი წნევა. ჰიპერტენზია წარმოდგენს ინფარქტის, ინსულტის და თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარების რისკს.

ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო მედიკამენტების ექიმის დანიშნულებით რეგულარული მიღება არეგულირებს წნევის ციფრებს და ამცირებს ამ გართულებათა განვითარების რისკს.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ჰიპერტენზიის მქონე პირებს აქვთ COVID-19 ინფექციის უფრო მაღალი რისკი, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ჰიპერტენზია. ამჟამად, ასევე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ტიპები ცვლის  დაავადების  ალბათობას ან მისი სიმძიმეს, ამიტომ არ არის რეკომენდირებული  მედიკამენტების, მათი  დოზირების ან ჯერადობის შეცვლა. 


სპეციალური რეკომენდაციები ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებისთვის

  • გააგრძელეთ დანიშნული წნევის დამწევი წამლების მიღება; იზომეთ არტერიული წნევა სახლში. 

  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ასაკოვანი პირები, არ მოიხმარენ ადეკვატური რაოდენობით სითხეს. შეადგინეთ გრაფიკი, რათა უზრუნველყოთ, მთელი დღის განმავლობაში  სითხის რეგულარული მიღება.

  • ფიზიკური დატვირთვა: იმის გამო, რომ ბევრი ჩვენგანი სახლში მეტ დროს ატარებს ვირუსზე ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად, შსაბამისად, ასევე ამცირებს ფიზიკურ აქტივობას. მნიშვნელოვანის აქტიური ცხოვრება სახლში და გარეთ სეირნობა, იმ პირობით, რომ სოციალური დისტანცია შენარჩუნებულია.


ჰიპერტენზიის მქონე პირები მაღალი რისკით

  • 60 წელზე უფროსი ასკის პირებში მაღალია COVID-19-ით და, ასევე, ჰიპერტენზიით გართულებების რისკი. ნუ დააყოვნებთ სამედიცინო დახმარების მიღებას, თუ შენიშნავთ სიმპტომების განვითარებას.

  • ადამიანებს, ვისაც ანამნეზში აქვთ გულის დაავადებები, ინსულტი ან თირკმლების დაავადებები, განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება მართებთ - უნდა მიჰყვენ ყველა რეკომენდაციას და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

  • ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებს საკმაოდ ხშირად აქვთ დიაბეტი და ქოლესტერინის მაღალი დონე. მნიშვნელოვანია, დანიშნული მედიკამენტების მიღება და რეკომენდაციების დაცვა, სათანადო რაოდენობით სითხის მიღება და ფიზიკური აქტივობა.

  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ასთმის და მწეველობის სტატუსის (ამჟამინდელი ან ყოფილი) მქონე ადამიანებში მაღალია COVID-19 და ჰიპერტენზიის გართულებების რისკი. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო სასუნთქი სისტემის სიმპტომების გაუარესებისას - ქოშინი, ხველა; აუცილებელია ექიმთან სასწრაფო  კონსულტაცია



ლიტერატურა

  1. Fang L, Karakiulakis G, Roth M. Are patients with hypertension and diabetes mellitus at increased risk for COVID-19 infection? Lancet Respir Med 2020; https://doi.org/10.1016/S2213-2600(20)30116-8

  2. Statement by the ESC: https://www.escardio.org/Councils/Council-on-Hypertension-(CHT)/News/position-statement-of-the-esc-council-on-hypertension-on-ace-inhibitors-and-an

  3. Statement by the ESH: https://www.eshonline.org/spotlights/esh-statement-on-covid-19/

  4.  https://www.awarenessdays.com/awareness-days-calendar/world-hypertension-day-2020/

  5. For World Hypertension League Organization Questions/Information Contact:
    Email: whleague17@gmail.com