Logo

ინფორმაცია მოსარგეებლებისათვის

title

აივ-ინფექცია/შიდსი

რა არის აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?

აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის მიზანია:

 

Ø აივ-ინფექცია/შიდსის ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენა;

Ø აივ-ინფექცია/შიდსის გავრცელების შეფერხება;

Ø აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

რას მოიცავს  აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამა?

აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტი, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს,  ითვალისწინებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:

Ø აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებას (ტესტის წინა და ტესტის შემდგომი) და ტესტირებას, რომელიც მოიცავს:

 

Ø პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების და მათი სქესობრივი პარტნიორების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø სექსმუშაკების, მათი კლიენტების და მსმ-ების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø B და/ან C ჰეპატიტის მქონე (ანტისხეულ ან/და ანტიგენ დადებითი) პაციენტების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø აივ-ინფექცია/შიდსზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტების და აივ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø მაღალი რისკის ჯგუფის პირთა და მათი კონტაქტების მოძიებით სამუშაოებს, აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებით სამუშაოებს;

Ø ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განხორციელებული, პირველად ჯანდაცვაში C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსზე და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის უზრუნველყოფის პროგრამების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფარგლებში,  პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სოფლის ექიმების მიერ შესაბამის რეგიონში დარეგისტრირებული 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით, ასევე ,,C ჰეპატიტის მართვის” სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ტანდემტესტირებას;

Ø ზემოაღნიშნული და ყველა სხვა ჯგუფების სკრინინგული გამოკვლევით მიღებული დადებითი შედეგების გადამოწმებას (მ.შ. ეროვნული გაიდლაინითა და პროტოკოლით განსაზღვრული დამატებითი სკრინინგი ორი სხვადასხვა განსხვავებული ტესტსისტემით საჭიროების შესაბამისად (ამასთან, პირველადი სკრინინგი და პირველი დამატებითი სკრინინგი უნდა განხორციელდეს განსხვავებული მწარმოებლის ტესტ-სისტემებით). თუ პირველი დამატებითი სკრინინგით მიღებულია დადებითი შედეგი, ამ შემთხვევაში არ ხორციელდება მეორე დამატებითი კვლევა და ნიმუში პირდაპირ იგზავნება კონფირმაციული კვლევისათვის, თუ პირველი დამატებითი სკრინინგით მიღებულია უარყოფითი შედეგი, მაშინ ხორციელდება მეორე დამატებითი სკრინინგი და თუ ამ შემთხვევაშიც მიღებულია უარყოფითი შედეგი კონფირმაციული კვლევა არ ტარდება, თუ მიღებულია დადებითი შედეგი, მაშინ იგზავნება კონფირმაციული კვლევისათვის) კონფირმაციული მეთოდებით;

Ø ზემოაღნიშნული ჯგუფებისათვის აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტ-სისტემების შესყიდვას, მათ შორის გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგის სერვისით მოცული ჯგუფებისათვის აივ-ინფექცია/შიდსის, B ჰეპატიტის და  სიფილისის სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტ-სისტემების  შესყიდვას;

Ø არვ მკურნალობის მონიტორინგის ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა (2020 წლის 1 ივლისამდე) ;

Ø აივ-ინფექცია/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების (სრულად) და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 80 %-ის) შესყიდვა, მიღება და ტრანსპორტირება (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაფორმების და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ხარჯები);

Ø პაციენტებისთვის აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტებისა და აივ- ინფექციის/შიდსის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების (მ.შ. კონდომების, შპრიცების და ა.შ.) ნაწილის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები;

Ø აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, რაც მოიცავს სახელმწიფო და დონორული დაფინანსების წყაროთი შესყიდული პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხორციელდება დონორი ორგანიზაციების მიერ;

Ø სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პილოტური მომსახურება აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირებში და აივ ინფექცია/შიდსის მაღალი რისკის პირებში (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, კომერციული სექს მუშაკი ქალები, მსმ და ტრანსგენდერი პირები); პილოტი - აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში (ნიმ),  მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, 2020 წლის 1 ივლისიდან, რაც მოიცავს:

ა) მაღალი რისკის ჯგუფის პირების მოძიებას და სკრინინგს აივ-ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე, ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირებას;

ბ) აივ-ინფექცია/შიდსზე და C ჰეპატიტებზე სკრინინგით დადებითი პირებისაგან საკვლევი მასალის აღებას და ტრანსპორტირებას კონფირმაციაზე პასუხისმგებელ დაწესებულებაში;

გ) ტუბერკულოზზე საეჭვო პირების რეფერალს ტუბერკულოზის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში.

ვინ არის აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე

Ø  პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები . ამასთან, მკურნალობისათვის საჭირო სპეციფიკური ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მოსარგებლეები ამ მუხლში მითითებულ პირებთან ერთად ცენტრში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება იყვნენ:

ა) საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები , ასევე აღნიშნული სტატუსის მაძიებელი პირები, შესაბამისი სტატუსის მოპოვებამდე საჭირო პროცედურების განხორციელების ეტაპზე;

ბ) არვ თერაპიაზე მყოფი საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პრობაციონერები (სანამ მოეხსნებათ პრობაცია და დატოვებენ ქვეყანას).

გ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ უცხო ქვეყნის დიპლომატიურ მისიებში დასაქმებული პირები; (3.04.2020 N213)

დ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პირები, მოქალაქეობის მიუხედავად. (3.04.2020 N213)

Ø  პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

Ø  მაღალი რისკის ჯგუფები (ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები და მათი სქესობრივი პარტნიორები, მამაკაცები რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ), ტრანსგნდერი პირები, პირები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი რაიმე სახის ანაზღაურების მიღების მიზნით (სექსმუშაკი) და მათი კლიენტები) „აივ-ინფექცია/შიდსის რუტინული ეპიდზედამხედველობის მეთოდური რეკომენდაციების „დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №217/ო ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად (15-ნიშნა დაშიფრული კოდით) იდენტიფიცირებული პირები.

Ø  მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

აივ-ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ დანართში (მიმწოდებელთა ნუსხა) მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებს.

 

როგორ ხდება სახელმწიფო პროგრამა აივ-ინფექცია/შიდსის ანაზღაურება?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრის“ ცხელი ხაზის მეშვეობით ( ტელეფონი –  116 001). 

 

 დანართი-მიმწოდებელთა ნუსხა