Logo

ზოგადი ინფორმაცია

title

C ჰეპატიტის მართვა

რა არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?

 

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.

 

რას მოიცავს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტი?

 

ცენტრი ახორციელებს პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტს, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

·       სკრინინგისათვის საჭირო C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო სწრაფი-მარტივი ტესტებისა და ლაბორატორიული სახარჯი მასალების, ტრანსპორტირებისთვის საჭირო საწვავისა და სკრინინგების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესყიდვას;

·       შესყიდული ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემას, მოთხოვნის შესაბამისად, იმ სამედიცინო დაწესებულებებზე,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე/სამსახურებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აფთიაქებზე, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ პაციენტებისათვის C ჰეპატიტის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე ცენტრის მიერ გადაცემული ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების გამოყენებით, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტზე;

·      შესყიდული სკრინინგული ტესტებისა და სახარჯი მასალის მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება რეგიონული/მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით გეოგრაფიული პრინციპით, სჯდ ცენტრში წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე;

·      მოსახლეობის ინფორმირებას, C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარების თაობაზე;

·      C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარებას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვით, დკსჯეც-ის, დკსჯეც-ის რეგიონული ლაბორატორიების და გამსვლელი ბრიგადების გამოყენებით, ასევე კომპონენტის მიმწოდებელ არასამთავრობო ორგანიზაციები ;

·      ცენტრი უფლებამოსილია შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში შესყიდული აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევისთვის საჭირო ტესტები გამოიყენოს აივ-ინფექცია/შიდსზე ტანდემ-ტესტირებისათვის, რომელსაც ახორციელებენ ცენტრი, ცენტრის რეგიონული ლაბორატორიები და გამსვლელი ბრიგადები, ასევე, მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები;

·      C ჰეპატიტსა და აივ ინფექცია/შიდსზე სკრინინგით გამოვლენილი დადებითი შემთხვევების რეფერალს დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად;

·      C ჰეპატიტზე სკრინინგის შედეგების აღრიცხვას ელექტრონული ფორმით;

·      სკრინინგული კვლევის კომპონენტის ადმინისტრირების უზრუნველყოფას.

·      ლუგარის ცენტრის მიერ:

Ø  კონფირმაციულ კვლევას „საქართველოსა (წარმოდგენილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით) და გილიად საიენს, ინკ. („გილიადი“) (Gilead Sciences, Inc. („Gilead“)-ს შორის გასაფორმებელი დოკუმენტის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის №2068 განკარგულების, ან ამ პროგრამის ფარგლებში, ან სხვა  დონორი ორგანიზაციის მიერ შესყიდული ტესტსისტემების საშუალებით, ხოლო HCV core antigen მეთოდით მიღებული უარყოფითი შედეგის მქონე ნიმუშების კვლევას – HCV რნმ პჯრ მეთოდით;

Ø  სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში კონფირმაციული კვლევების ხარისხის გარე კონტროლის ღონისძიებების უზრუნველყოფას;

Ø  „უსაფრთხო სისხლისა“ და „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღებული C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი ნიმუშების კონფირმაციულ კვლევას, ამ პუნქტის „ა.ა.ა.გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

Ø  ლუგარის ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კონფირმაციული კვლევის შედეგების აღრიცხვას C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემასა და ელექტრონულ ბაზაში.

Ø  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის  №214  დადგენილებით შევიდა ცვლილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც სტაციონარულ დაწესებულებებს დაევალათ უზრუნველყონ მათთან ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტის კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით (სწრაფი მარტივი ტესტირება ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით კვლევის ჩატარება და ანგარიშგება), მათ შორის  გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა (EMERGENCY) და მიმღებ ერთეულში მოხვედრილი პაციენტების, მიუხედავად მათი სტაციონარში დაყოვნების ხანგრძლივობისა (იმ შემთხვევებშიც, როდესაც პაციენტის დაყოვნება 24 საათზე ნაკლებია). აღნიშნული წესიდან გამონაკლისს წარმოადგენენ ის პაციენტები, რომლებიც:

 

·         რეგისტრირებულნი არიან ან გადიან ანტივირუსული მკურნალობის კურსს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მკურნალობის მთელი პერიოდის   განმავლობაში; დასრულებული აქვთ ანტივირუსული მკურნალობის კურსი (მათ შორის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში), რაც დასტურდება სათანადო დოკუმენტირებული მტკიცებულებით;

·         ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვთ დიაგნოსტიკური კვლევა C ჰეპატიტზე, რაც დასტურდება სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მონაცემებით;

·         ჩატარებული აქვთ დიაგნოსტიკური კვლევა C ჰეპატიტზე და დადგენილი აქვთ დადებითი შედეგი, რაც დასტურდება სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მონაცემებით;

 

·         საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 სექტემბრის N454 დადგენილებით, შევიდა ცვლილება „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის (შემდგომში – იუსტიციის სახლი) ფილიალების ბაზაზე ამოქმედდა სკრინინგის მუდმივმოქმედი კუთხეები;

·         ინტეგრირებული სკრინინგის პილოტურ პროექტში ჩართულია აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის, რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონები.

·         საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო“ პროგრამით გათვალისწინებული „ქალაქ თბილისში პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგი“.

 

 

ვინ არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტის მოსარგებლე?

პროგრამის მოსარგებლეები არიან:

 

·      საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები;

·      პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/ მსჯავრდებულები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად;

·      „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით დამტკიცებული – აივ ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამა) HCV კოინფექციის მქონე ბენეფიციარები;

·      პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;

·      ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით დამტკიცებული – დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის თირკმლის ტერმინალური დაავადების მქონე (ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი) ბენეფიციარები.

 

ვის უნდა მიმართოთ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად?

 

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად უნდა მიმართოთ დანართ 1- ში მითითებულ სკრინინგული კვლევის მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს/ფიზიკურ პირებს, ხოლო მკურნალობის და დიაგნოსტიკის კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მიზნით, დანართი 2-ით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებს.

 

როგორ ხდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის და Core Ag კონფირმაციული კვლევის კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება?

 

·      სკრინინგული კვლევის კომპონენტით გათვალისწინებული სკრინინგული კვლევები და დიაგნოსტიკის კომპონენტით განსაზღვრული   HCV core antigen მეთოდით კონფირმაციული კვლევები არ ითვალისწინებს თანაგადახდას, მოსარგებლე მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით;

 

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრის“ ცხელი ხაზის მეშვეობით ( ტელეფონი –  116 001).