Logo

ზოგადი ინფორმაცია

title

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი

რა არის პროგრამის მიზანი?

 

დაავადებათა ადრეული გამოვლენის და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული გამოვლენა და გავრცელების შეზღუდვა.  

რას მოიცავს  დაავადებათა ადრეული გამოვლენის და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა?

  პროგრამა მოიცავს:

·      კიბოს სკრინინგს, მათ შორის:

 

ü  ძუძუს კიბოს სკრინინგს:

-         ძუძუს ხელით გასინჯვა;

-         მამოგრაფიული  გამოკვლევა (2 რადიოლოგის მიერ წაკითხვით);

პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში

-          ექოსკოპიური  გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიის კონტროლით ძუძუს წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია;

-         ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური კვლევა.

 

ძუძუს კიბოს სკრინინგის რეკომენდებული პერიოდულობა-2 წელიწადში ერთხელ;

 

ü  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს:

-         გინეკოლოგის კონსულტაცია,

-         პაპ-ნაცხის აღება და მასალის ციტოლოგიური კვლევა (PAP–ტესტი)  ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით;

პათოლოგიის გამოვლენის  შემთხვევაში ტარდება:

-         კოლპოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება;

-         ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის  რეკომენდებული პერიოდულობა - 3 წელიწადში ერთხელ;

 

ü  კოლორექტალური კიბოს სკრინინგს:

 

-         ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ( FOBT   ან უფრო მაღალი სტანდარტის ტესტებით) ტესტის ჩატარება;

       პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში დამატებით ტარდება:

-         კოლონოსკოპიური სკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება;

-         ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა.

 

კოლორექტული კიბოს სკრინინგისრეკომენდებული პერიოდულობა-2 წელიწადში ერთხელ;

ü  პროსტატის კიბოს მართვას:

 

-           სისხლში  პროსტატის სპეციფიური ანტიგენის გამოკვლევას   ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით; ;

 

 პროსტატის კიბოს მართვის რეკომენდებული პერიოდულობა - ყოველწლიურად;

 

·      1-დან 6 -წლამდე  ასაკის ბავშვთა მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების სკრინინგსა  და პრევენციას,  რომელიც მოიცავს:

 

ü  ბენეფიციართა იდენტიფიკაციას/სკრინინგს (ნევროლოგის მიერ მონაცემთა ანალიზი და შეფასება,  გაღრმავებული დიაგნოსტიკის აუცილებლობის განსაზღვრა);

ü  ნევროლოგის კონსულტაციას, ძილის დარღვევების კვლევას;

ü  ბენეფიციართა ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკას - ბენეფიციარის მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველების, კომუნიკაციის, შემეცნებითი უნარების, თვითმომსახურების სფეროების შეფასებას, ბავშვის სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენას, ბავშვის ფსიქიკური განვითარების ასაკობრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენას რისკ-ჯგუფებში, საჭიროების შემთხვევაში ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაციას, ეეგ-კვლევისა და ელექტროფიზიოლოგიური მონაცემების შეფასების აუცილებლობის განსაზღვრას;

ü  ელექტროფიზიოლოგიური კვლევების წარმოებას და მონაცემთა ანალიზს.

 

·      ეპილეფსიის დიაგნოსტიკასა და ზედამხედველობას:

 

ü  პაციენტის  მონაცემთა რეგისტრაცია, მონაცემთა დამუშავება და ეპილეფსიის რეგისტრის ბაზაში განთავსება;  პირველადი სკრინინგი -  ნევროლოგის კონსულტაცია;

ü  მეორადი (ეპილეფტოლოგიური) სკრინინგი;

ü  საჭიროების შემთხვევაში ეეგ-კვლევა;

ü  საჭიროების შემთხვევაში ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება;

ü  ეპილეფტოლოგიურ დასკვნით დიაგნოსტიკა;

 

·      დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტს:

 

ü  დღენაკლული ახალშობილების გამოკვლევას რეტინოპათიის დიაგნოსტირებისათვის, დღენაკლულთა რეტინოპათიის ეროვნული პროტოკოლის მიხედვით და სკრინინგის კრიტერიუმების შესაბამისად;

ü  გესტაციური ასაკით 34 კვირამდე ან გესტაციური წონით 2001 გრამზე ნაკლები ყველა დღენაკლული ახალშობილი გამოკვლეული უნდა იქნას დღენაკლულთა რეტინოპათიის გამოსარიცხად. გამოკვლევა ტარდება დაბადებიდან 2–4 კვირაში;

ü  ნეონატოლოგის გადაწყვეტილებით, გამოკვლეულ უნდა იქნას 34-36 გესტაციური კვირის (მიუხედავად  წონისა) ის დღენაკლული ახალშობილები, რომელთაც აღენიშნებოდათ დამძიმებული ანამნეზი (სეფსისი, ნეკროზული ენტეროკოლიტი და ა.შ.) ან დასჭირდათ დამატებითი ოქსიგენოთერაპია 48 საათზე დიდხანს. გამოკვლევა ტარდება დაბადებიდან 2–4 კვირაში;

ü  გესტაციური ასაკით 27 კვირამდე დაბადებული ყველა დღენაკლული ახალშობილი გამოკვლეული უნდა იქნას  30-31 პოსტკონცეპტუალური კვირის ასაკში;

ü  გესტაციური ასაკით 27–დან 32 კვირამდე დაბადებულ ყველა დღენაკლულ ახალშობილს, რეტინოპათიის გამოსარიცხად, პირველი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს დაბადებიდან მე–4-5 კვირას (28– 35 დღე);

ü  გესტაციური ასაკით 32 კვირაზე ზემოთ და დაბადებისას წონით <1501 გრამზე ნაკლებ ყველა დღენაკლულ ახალშობილს რეტინოპათიაზე პირველი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს დაბადებიდან მე–4–5 კვირას (28 – 35 დღე);

ü  სკრინინგი უნდა განხორციელდეს არანაკლებ კვირაში  ერთხელ, როცა:

-         სისხლძარღვები მთავრდება I ზონაში ან II ზონის უკანა წილში;

-          როდესაც შეინიშნება პლიუს ან პრე-პლიუს დაავადება;

-          როდესაც სახეზეა დაავადების მე–3 სტადია ნებისმიერ ზონაში.

ü  სკრინინგი უნდა განხორციელდეს არანაკლებ ყოველ მეორე კვირას ზემოთ ჩამოთვლილის  გარდა ყველა სხვა ვარიანტის შემთხვევაში, სკრინინგის შეწყვეტის კრიტერიუმებამდე;

ü  გესტაციური   ასაკით 34       კვირამდე        და       გესტაციური   წონით2001 გრამამდე

ü  ყველა დღენაკლული ახალშობილი, სტაციონარიდან გაწერამდე, გამოკვლეული უნდა იქნას ადგილობრივი კრიტერიუმით;

ü  სკრინინგის ჩატარების გადავადების შემთხვევაში, გადავადების გადაწყვეტილების მიზეზი გარკვევით უნდა აღინიშნოს ახალშობილის სამედიცინო ბარათში და დაგეგმილი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ერთი კვირის ვადაში;

ü  ახალშობილებს,         რომელთაც     არ        აღენიშნებათ   დღენაკლულთა რეტინოპათია და     ვასკულარიზაცია ვრცელდება III ზონაში, მხედველობისთვის საშიში რეტინოპათიის განვითარების მინიმალური რისკი აქვთ. ამ დროისთვის (პოსტკონცეპტუალური ასაკით 36 კვირის თავზე) სკრინინგი შეიძლება შეწყდეს.

 

·         „ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგს“

 

ü სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრა გრაფიტული აბსორბციის ატომური სპექტრომეტრული ან/და პლაზმური მასპექტომეტრული მეთოდით;

სისხლში ტყვიის 5 მკგ/დკ ან მეტი შემცველობის შემთხვევაში დამატებითი კვლევები:

ü  სისხლის საერთო ანალიზი;

ü ფერიტინის განსაზღვრა სისხლში;

ü C რეაქტიული ცილის გამოკვლევა;

ü რკინის დონის განსაზღვრა სისხლში;

ü ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის განსაზღვრა;

ü შარდში ჰემატინის რაოდენობის განსაზღვრა;

ü მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია;

ü ექიმი პედიატრის კონსულტაცია;

ტყვიის დონის მატების შემთხვევაში ინიშნება მკურნალობა:

ü რკინის პრეპარატებით;

ü  კალციუმით;

ü  მულტივიტამინებით.

 

ვინ არის დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის მოსარგებლე?

 

პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები .

 

მათ შორის:

 

ü  ძუძუს კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა  40-70 წლის ასაკის ქალები;

ü  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა  25-60 წლის ასაკის ქალები;

ü  პროსტატის კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა  50-70 წლის ასაკის მამაკაცები;

ü  კოლორექტალური კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა 50-70 წლის ორივე სქესი;

ü  ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების სკრინინგისა  და პრევენციის მოსარგებლეა 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი;

ü  გესტაციური ასაკით 34 კვირამდე ან გესტაციური წონით 2001 გრამზე ნაკლები ყველა დღენაკლული ახალშობილი;

ü  ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის მოსარგებლეა სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე ოჯახის ექიმის ან/და პედიატრის რეფერალის საფუძველზე 7 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე მათი ოჯახის წევრები(18 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები)

 

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ?

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ  მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებულ დაწესებულებას:

 

·         ძუძუს კიბოს სკრინინგის მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებათა ნუსხა (დანართი N1);

·         საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებათა ნუსხა (დანართი N2);

·         პროსტატის კიბოს სკრინინგის მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებათა ნუსხა (დანართი N3) :

·         კოლორექტალური კიბოს სკრინინგის მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებათა ნუსხა (დანართი N4):

·         ბავშვთა ასაკის მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების სკრინინგისა  და პრევენციის მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებათა ნუსხა (დანართი N5) :

·       ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებათა ნუსხა (დანართი N6) :

·       დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტის მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებათა ნუსხა (დანართი N7);

·       ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებათა ნუსხა (დანართი N8)

 

 

პროგრამის განმახორციელებელთან მოქალაქემ უნდა წარ­ადგინოს პი­რა­დობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (18 წლამდე ასაკის მო­ქა­ლა­ქე­თა შემთხვევაში დასაშვებია დაბადების მოწმობის ასლი).

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის“ ცხელი ხაზის მეშვეობით ( ტელეფონი –  116 001).