239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ქალთა საერთაშორისო დღე

8 მარტი, 2013

ქალთა საერთაშორისო დღეს აღინიშნება ქალების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევები და იხსნება შესაძლებლობები, მიეცეს ახალი იმპულსი მოწოდებას გენდერული თანასწორობის, ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების შესახებ.  წელს ამ დღის თემაა:  „სოფლად მცხოვრები ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება – დასრულდეს  შიმშილი და სიღარიბე“.
ჯანდაცვასა და განათლებაზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობა და გენდერული უთანასწორობა ზოგადად ქალებს  და  განსაკუთრებით სოფლად  მცხოვრებ ქალებს, უქმნის  სერიოზულ პრობლემებს.  ქალთა საერთაშორისო დღეს ჯანმო აძლიერებს ქმედებებს გენდერული თანასწორობის აღმოფხვრისა და ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების კუთხით და აგრეთვე  ცხოვრების ყველა ეტაპზე   მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით – დაბადებიდან ბავშვობის ასაკში, მოზარდობის პერიოდში, ორსულობისა  და მშობიარობის  შემდგომ პერიოდში, აგრეთვე მოწიფულობისა და ხანდაზმულ ასაკში.

http://www.who.int/mediacentre/events/annual/international_womens_day/en/index.html

ძირითადი ფაქტორები
•    მსოფლიოში ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა  საშუალოდ 6–8 წლით უფრო მეტია  ვიდრე მამაკაცების;
•    2007 წელს ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა  35 ქვეყანაში 80 წელზე მეტი იყო, მხოლოდ ჯანმო–ს აფრიკის რეგიონში ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენდა 54 წელს;
•    გოგონები უფრო მეტად განიცდიან  სექსუალურ  ძალადობას  ვიდრე ბიჭები;
•    მოზარდ გოგონებში საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად მიღებული ტრავმებით  გამოწვეული სიკვდილობა არის  წამყვანი მიზეზი მაღალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში;
•    პრაქტიკულად ყველა შემთხვევა დედათა სიკვდილობის ნახევარი მილიონი შემთხვევიდან (99%) მოდის განვითარებად  ქვეყნებზე; 
•    მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ძუძუს კიბო არის 20–59 ასაკობრივი ჯგუფის ქალთა სიკვდილობის წამყვანი მიზეზი;
•    მსოფლიოში გულსისხლძარღვთა დაავადებები, რაც ითვლება „მამაკაცთა“ პრობლემად, არის ქალთა სიკვდილობის ძირითადი მიზეზი.

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs334/en/index.html

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO