239 89 46   მოგვწერეთ
 
 
შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში

2013 წლის 4 მარტს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე „საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორის (CPHR) სტრატეგიული სამეცნიერო გეგმის განხორციელება“. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსთან მეცნიერების განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, რაც ითვალისწინებს საქართველოსთან პარტნიორული სამეცნიერო ურთიერთობების გაძლიერებას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის გაზრდას, სამეცნიერო სემინარებისა და ვორქშოფების  ორგანიზებას  და ა.შ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  ამერიკის მხარე მუშაობას წარმართავს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და საჭიროებების შესაბამისად.
შეხვედრას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, აშშ–ს  თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ერთობლივი ბიოლოგიური პროგრამების განვითარების   სამეცნიერო ხელმძღვანელი პიტერ პესენტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს ბარტოლომეო,  მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრუ პირსონი, აშშ–ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ბლეიქ ფარლი, ამავე ოფისის  პროექტის კოორდინატორი პაატა ენუქიძე, აშშ–ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში  ედმონდ მეისი და სხვ.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO