239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ინფორმაცია გრიპის გავრცელების შესახებ საქართველოში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2013 წლის 18 თებერვალს 17:00 საათზე გაიმართა ბრიფინგი თემაზე: „ინფორმაცია გრიპის გავრცელების შესახებ საქართველოში“

ქვეყანაში  2012-2013 წლების გრიპის სეზონისთვის დამახასიათებელი შემთხვევების მატება რეგისტრირდება წლის მე-3 კვირიდან. ამჯამად, გრიპი გავრცელებულია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მეტ-ნაკლები ინტენსივობით. უმთავრესად რეგისტრირდება A/H1pdm09-ით გამოწვეული შემთხვევები, თუმცა ზოგიერთ რეგიონში ადგილი აქვს  B ტიპის ვირუსის ცირკულაციასაც. ამასთან, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა, ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე, მთავრდება გამოჯანმრთელებით.
შედარებით დაბალი ამბულატორული მიმართვების ფონზე, სახეზეა მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის ფარდობითი მატება, რაც უმთავრესად უკავშირდება სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვიანობის დაგვიანებას და მასთან ასოცირებულ გრიპის გართულებებს.
გრიპის გართულების მაღალი რისკის ქვეშ კვლავაც რჩება:
•    გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით შეპყრობილნი;
•    სხვა ქრონიკული დაავადების მქონენი;
•    დიაბეტით დაავადებულნი;
•    მცირე და ხანდაზმული ასაკი;
•    ორსულები.
მაღალი რისკის ჯგუფში შემავალთათვის რეკომენდებულია, დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს, გართულებების თავიდან აცილების მიზნით.
რაც შეეხება ფართო პოპულაციას, ვაცნობებთ, რომ გრიპის პროფილაქტიკის სპეციფიკური საშუალება არის გრიპის საწინააღმდეგო სეზონული ვაქცინით აცრა, რომლის ჩატარების შემდგომ, 1-2 კვირის განმავლობაში, ვაქცინირებულთა 75%-ში ხდება იმუნიტეტის ჩამოყალიბება. შესაბამისად , სეზონური გრიპით ვაქცინაცია რეკომენდებული გრიპის სეზონის დაწყებამდე. გრიპის აქტიური გავრცელების ფაზაში (რაც ეხლა აღინიშნება საქართველოში) მნიშვნელოვანია დაცულ იქნას არაპირდაპირი პროფილაქტიკის ზომები. კერძოდ:
•    მოხდეს დაავადებულთა სოციალური დისტანცირება;
•    ჯანმრთელებმაც და დაავადებულებმაც შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანონ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა;
•    რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი;
•    გამოიყენეთ სველი წესით დალაგება;
•    სამედიცინო დაწესებულებებში გამკაცრდეს იზოლაციურ-შემზღუდავი ღონისძიებები.

გრიპის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა კვლავ მიმართულია მოცირკულირე ვირუსის შტამების განსაზღვრიკენ და სინჯები გროვდება საყრდენი ბაზებიდან და მძიმე შემთხვევებიდან, შეგროვილი და ტესტირებული სინჯების 25%-ში დადასტურებულია გრიპის ვირუსის არსებობა. ქვეყანაში დღეისთვის სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 143 შემთხვევა. მ.შ. 133 A/H1pdm09 და 10 B ტიპის.
ლეტალურად დასრულდა 7 შემთხვევა, რომელთაგან ხუთს აღენიშნებოდა გრიპით დაავადებამდე დიაგნოსტირებული ერთი ან რამდენიმე ქრონიკული  დაავადება. ( ქრ. ჰეპატიტი, დიაბეტი, ლეიკემია, გულის იშემიური დაავადება, მე-3 ხარისხის სიმსუქნე), ერთ შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი ასოცირებული იყო ორსულობასთან. თითქმის ყველა სემთხვევაში სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვიენობა იყო დაგვიანებული.

მედიასთან საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი
e-mail: ninomamukashvili@gmail.com
tel: 595956103
www.ncdc.ge

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO