239 89 46   მოგვწერეთ
 
 
სეზონურ გრიპთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია საქართველოში

2013 წლის  14 თებერვალს, 15:00 საათზე ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა ბრიფინგი თემაზე:

სეზონურ გრიპთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია საქართველოში

საქართველოში, 2012-2013 წლების გრიპის სეზონზე გრიპისმაგვარი დაავადებებისა (ILI) და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI) მატების ტენდენცია აღინიშნება 2013 წლის მე-3 კვირიდან, რაც გრიპის სეზონური მატების მანიშნებელია. გრიპისმაგვარი დაავადებების (ILI) – 300 შემთხვევა – 100 000 მოსახლეზე და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI) – 100 ჰოსპიტალიზაცია ყოველ 1000 ჰოსპიტალიზებულზე, გამოვლენის მაჩვენებელი სეზონური მატებისთვის დამახასიათებელი ზღვარის ფარგლებშია. იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ  მიმდინარე სეზონი, წინასწარი შეფასებით, არ გამოირჩევა განსაკუთრებული ინტენსივობით.
რეგიონებიდან მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ გრიპის ვირუსი A/H1pdm09 გავრცელებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამასთან ზოგიერთ რეგიონში - უპირატესად დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, გურია, სამეგრელო) მატების ტენდენცია არ აღინიშნება გასული კვირიდან.  გრიპით ავადობის მომატებული რაოდენობა შენარჩუნებული იქნება კიდევ რამდენიმე (სავარაუდოდ მაქსიმუმ 4) კვირის განმავლობაში.
დღეისთვის,  ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 75 შემთხვევა, ხოლო გრიპის მიმდინარე სეზონის განმავლობაში - სულ 92, მათ შორის: 5 -B ტიპის და 87 A/H1pdm09 (მათ შორის, სხვადასხვა გართულებებით  - 3 ლეტალური გამოსავლით: 1-1 შემთხვევა დეკემბერში (სამეგრელო), იანვარსა (აჭარა) და მიმდინარე თვეში (თბილისი).
თბილისის სტაციონარებში მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების გამო მკურნალობა ჩაუტარდა: 523 პაციენტს, თებერვლის განვლილ პერიოდში - 350-მდე პაციენტს.
სეზონურად გავრცელებული გრიპის ვირუსით A/H1pdm09 გამოწვეული დაავადების სიმპტომები არაფრით განირჩევა სხვა გრიპის ვირუსით გამოწვეული სიმპტომებისგან და უმთავრესად,  ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მთავრდება გამოჯანმრთელებით.
გრიპის A/H1pdm09 სიმპტომებია:
•    დაავადების მოულოდნელი დაწყება;
•    მაღალი ცხელება (38 გრადუსზე მეტი);
•    საერთო ინტოქსიკაცია (თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი);
•    ხველა;
•    იშვიათად ყელის ტკივილი ან ცხვირის „გაჭედვა“.
გრიპით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია:
დაავადებულებმა დაიცვან წოლითი რეჟიმი და ისეთი სიმპტომების გამოჩენისას, როგორიცაა:
•    სუნთქვის გაძნელება;
•     ქოშინი;
•     ციანოზი;
•     ტკივილი გულმკერდის არეში;
•     სისხლიანი ან მოვარდისფრო ნახველის გაჩენა;
•    გახანგრძლივებული (3 დღეზე მეტი) მაღალი ცხელება (38 გრადუსზე მეტი);
•     ბავშვებში - ღებინება ან ყლაპვის გაძნელება, კრუნჩხვები
სასწრაფოდ მიმართონ ექიმს,  სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით.
გრიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მიწოდება რეკომენდებულია იმ ადამიანიებისთვის, რომელთაც აქვთ:
• გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადები;
• დიაბეტით არიან დაავადებულნი;
• არიან მცირე და ხანდაზმულ ასაკში;
• არიან ორსულად.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO