239 89 46   მოგვწერეთ
 
 
კიბოს მსოფლიო დღე


4 თებერვალი, 2013 წელი

 ონკოლოგიური დაავადებები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით. 2008 წლის მონაცემებით  სიკვდილის მიზეზთა შორის მეორე ადგილზეა ონკოლოგიური დაავადებები – 7,6 მილიონი შემთხვევა (13%).
 ავთვისებიანი სიმსივნეების შესახებ არსებული მონაცემების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) პროგნოზის მიხედვით მსოფლიოში 2030 წლისათვის კიბოთი სიკვდილობის მაჩვენებელი 13,1 მილიონს მიაღწევს. ამასთან, ახალი შემთხვევების განსაკუთრებული მატება მოსალოდნელია განვითარებად ქვეყნებში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ქვეყნებში  მაღალია კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა და დაბალია 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი.
 ყოველი წლის 4 თებერვალს აღინიშნება კიბოს მსოფლიო დღე. ეს დღე აერთიანებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო), ჯანმო-ს, მთავრობების და სხვა მნიშვნელოვანი ჯანდაცვის ორგანიზაციების ძალისხმევას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. კიბოს მსოფლიო დღის აღნიშვნა დაიწყო 1933 წელს ჟენევაში კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების ინიციატივით, რომელიც კიბოსთან ბრძოლის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა და მასში გაერთიანებულია 400 წევრი ორგანიზაცია 120-ზე მეტი ქვეყნიდან. ამ დღის აღნიშვნას მხარი დაუჭირეს მსოფლიოს გამოჩენილმა კიბოს ასოციაციებმა, სამკურნალო ცენტრებმა, კვლევითმა ინსტიტუტებმა და პაციენტთა ჯგუფებმა. კიბოს მსოფლიო დღის დაარსების მიზანია ამ დაავადების შემცირება და კონტროლი.
 2013 წელს კიბოს მსოფლიო დღის ფოკუსირდება კიბოს გარშემო არსებული შეცდომაში შემყვანი 4 ძირითადი მითის გაქარწყლება სლოგანის ქვეშ „კიბო - იცოდით თუ არა?“.
მითი 1: კიბო მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემაა
მითი 2: კიბო  მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებშია გავრცელებული
მითი 3: კიბო არის სასიკვდილო განაჩენი
მითი 4: კიბო  ჩემი ბედისწერაა
კიბოს მსოფლიო დღე არის შანსი ერთობლივად ავიმაღლოთ ხმა ამ დაავადების შესახებ ცოდნის ასამაღლებლად და იმ მცდარი მოსაზრებების გასაქარწყლებლად, რომლებიც კიბოს შესახებ არსებობს.

 კიბოს ეპიდემიოლოგიური სურათი საქართველოში
 უკანასკნელი მონაცემებით (2011), საქართველოში, ავთვიასებიანი სიმსივნეების დიაგნოზით აღრიცხვაზე იმყოფება 25143 ავადმყოფი (პრევალენტობა 560.8). სოცოცხლეში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებულია 4252 ავადმყოფი (ინციდენტობა – 94.8), მათ შორის 49.8% – ქალია, 50.2% – მამაკაცი. 2010 წლის ბოლოსთვის დაფიქსირებული  ავთვისებიანი სიმსივნეების რაოდენობრივ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო და შეადგენდა 31370-ს, 2011 წელს ეს მაჩვენებელი შედარებით შემცირდა. ასევე შემცირდა ახალი შემთხვევების მაჩვენებელიც, რომელიც 2010 წელს 5628-ს უდრიდა და რომლის კლების ტენდენცია 2005-2006 წლიდან შეინიშნება.
2011 წელს 20.4%-ით შემცირდა ავთვისებიანი სიმსივნეების პრევალენტობის, ხოლო 25.0%-ით ინციდენტობის მაჩვენებელი, რაც ნაწილობრივ შეიძლება განპირობებული იყოს აღრიცხვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებებით.
 ჯანმო-ს 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნეების ინციდენტობის მაჩვენებელი 2-ჯერ დაბალია, ვიდრე დსთ-ს ქვეყნებში, ხოლო დსთ-ს ცალკეული ქვეყნების ბოლო ხელმისაწვდომი წლის (2009) მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს მაჩვენებელი ბალტიისპირეთის ქვეყნებში დაახლოებით 4.5-ჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს.


მითები კიბოს შესახებ

კიბო - ძირითადი ფაქტები

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO