239 89 46   მოგვწერეთ
 
 
თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვე - იანვარი, 2013

„თანდაყოლილი ანომალიები არის საერთო, ძვირი და კრიტიკული პრობლემა“

იანვარი თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვეა. თანდაყოლილი ანომალიები  ახალშობილთა გარდაცვალების ერთერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს (დაახლოებით 20% ყოველწლიურად). ბავშვებს, რომლებიც  ანომალიებით იბადებიან, მთელი ცხოვრების მანძილზე აღენიშნებათ ფიზიკური და კოგნიტიური პრობლემები. თითოეული ასეთი ბავშვის მკურნალობა დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, მაგალითად აშშ-ში ყოველ წელიწადს ბავშვებზე თანდაყოლილი ანომალიებით ჰოსპიტალური მომსახურეობის ხარჯები  $2.6 მილიარდს შეადგენს.
თამბაქოს და ალკოჰოლის მომხმარება, არაკონტროლირებადი დიაბეტი, ორსულები, რომლებიც არ ღებულობენ 400მგ ფოლიუმის მჟავას ყოველდღიურად და ასევე ისინი, ვინც ვერ ახერხებს წონის რეგულირებას ორსულობის პერიოდში,  ასოცირდებიან თანდაყოლილ ანომალიებთან.
2013 წლის 6-12 იანვარი, არის გამოცხადებული ფოლიუმის მჟავის მოხმარების ეროვნულ კვირეულად.  CDC აძლევს რეკომენდაციას  ყველა  ქალს, რომლესაც სურს გახდეს დედა,  მიიღონ 400 მკგ  ფოლიუმის მჟავა ყოველდღიურად ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში, რათა შეამცირონ ნერვული ღეროს დეფექტი (თავისა და ზურგის ტვინის ძირითადი თანდაყოლილი დეფექტი). ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა წაახალისონ ქალები ფოლიუმის მჟავით გამდიდრებული საკვები პროდუქტების და დანამატების მიღებაზე.  

ძირითადი ფაქტები მსოფლიო მასშტაბით

• სავარაუდოდ, ყოველწლიურად 270 000 ახალშობილი იღუპება სიცოცხლის პირველი 28 დღის განმავლობაში   თანდაყოლილი ანომალიებით;
• თანდაყოლილ ანომალიებს შეიძლება მოჰყვეს გრძელვადიანი ინვალიდობა, რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს არამარტო თვით პიროვნებაზე, არამედ ოჯახებზე, ჯანდაცვის სისტემასა და საზოგადოებაზე; 
• ყველაზე გავრცელებული სერიოზული თანდაყოლილი დარღვევებია: გულის დეფექტები, ნერვული ღეროს დეფექტები და დაუნის სინდრომი;
• თანდაყოლილი ანომალიები შესაძლოა იყოს გენეტიკური, ინფექციური წარმოშობის ან გარემოს ფაქტორების ზეგავლენით გამოწვეული. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში რთულია მიზეზის დადგენა;
• დაახლოებით 110 000 ჩვილი დაბადებულია თანდაყოლილი წითურას სინდრომით, რომელიც შესაძლოა თავიდან აცილებულ იქნას  დედების დროული ვაქცინაციით ბავშვობაში ან რეპროდუქციულ ასაკში;
• მრავალი თანდაყოლილი ანომალია შესაძლოა თავიდან აცილებულ იქნას ან განიკურნოს. სწორად და დროულად მიღებული ფოლიუმის მჟავა, იოდი, ვაქცინაცია და სწორი ანტენატალური მოვლა არის ამის გარანტია.
თანდაყოლილი ანომალიები და დღენაკლული ბავშვები არის ბავშვთა სიკვდილიანობის, ქრონიკული დაავადებების და ინვალიდობის ძირითადი მიზეზი მრავალ ქვეყანაში. 2010 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო დადგენილება, რომელიც მოუწოდებდა ყველა წევრ–სახელმწიფოს ხელი შეუწყოს თანდაყოლილი ანომალიების პირველად პრევენციას და თანდაყოლილი ანომალიების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობას შემდეგი ღონისძიებებით: 
• სამეთვალყურეო სისტემის განვითარება და გაძლიერება;
• ექსპერტიზის და კადრების პოტენციალის განვითარება და გაძლიერება;
• კვლევების გაძლიერება და ეტიოლოგიის შესწავლა, დროული დიაგნოსტირება და პრევენცია;
• საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

პრევენცია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება პრე და პერი-კონცეპტუალური და პრენატალური ჯანდაცვის სერვისების მეშვეობით, საგრძნობლად ამცირებს თანდაყოლილი ანომალიების სიხშირეს. თანდაყოლილი ანომალიების პირველადი პრევენცია გულისხმობს:
• ქალის კვებითი რაციონის გაუმჯობესება რეპროდუქციული ასაკის პერიოდში. ვიტამინებისა და მინერალების (როგორიცაა ფოლიუმის მჟავა და იოდი) მიღება. ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებაზე უარის თქმა.  გესტაციური დიაბეტის მართვა (კონსულტაციის, წონის მართვის, დიეტის და საჭიროების შემთხვევაში, ინსულინის) მეშვეობით.
• მავნე ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილება ორსულობის პერიოდში.
• ქალებისა და ბავშვების ვაქცინაცია წითურას ვირუსზე.
• სამედიცინო პერსონალის განათლება თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის შესახებ.

წყარო:
Birth Defects [online] Available at: http://www.cdc.gov/ncbddd/birthdefects/index.html [Accessed 22/01/2013]
Congenital anomalies[online] Available at: http://www.who.int/topics/congenital_anomalies/en/ [Accessed 23/01/2013]

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO