239 89 46   მოგვწერეთ
 
 
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული

ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის  მე-7 კვირეული

20-26 იანვარი, 2013

თემა: საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული

მოწვეული სტუმრები: ეკატერინე ქავთარაძე - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის    ეროვნული ცენტრი, გენერალური დირექტორი

ლელა ბაქრაძე - გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი, პროგრამის ანალიტიკოსი

თამარ ალიბეგაშვილი - საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრი

საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევის თავიდან აცილებაა შესაძლებელი!

საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პროგრამების მეშვეობით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების დაახლოებით 80%-ის თავიდან აცილება. ამის გარდა ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძალზედ ეფექტურია, როდესაც ის მოზარდებს უტარდება. ვაქცინაცია  ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს მოზრდილ ასაკში ჩატარების დროსაც.

თუ ამ დაავადების თითქმის ყველა შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია, რატომ უვითარდება ის ყოველწლიურად 60,000 ქალს ევროპაში, საიდანაც 30,000 იღუპება? არსებობს ამის ორი ძირითადი მიზეზი:

  1. ბევრ ქვეყანაში კვლავ არ არის ეფექტური საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და ვაქცინაციის პროგრამა, შესაბამისად ასეთ ქვეყნებში მოსახლეობას არ მიუწვდება ხელი ზემოაღნიშნულ სერვისებზე
  2. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ეს პროგრამები არსებობს, ქალებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი მნიშვნელობის შესახებ და ისინი არ სარგებლობენ ამ პროგრამებით

ამ პრობლემებზე ყურადღების გამახვილების მიზნით ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაციის ინიციატივით 2007 წლიდან ევროპის მასშტაბით დაიწყო საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულის აღნიშვნა ყოველი წლის იანვრის ბოლო კვირას.

2013 წელს ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული ევროპაში 20-26 იანვარს აღინიშნება.

ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულთან დაკავშირებული ორგანიზებული ღონისძიებების მეშვეობით ხდება ამ დაავადების და მისი პრევენციის გზების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება საზოგადოების სამ ძირითად სამიზნე ჯგუფში:

მოსახლეობა: მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაღალი განათლება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ, რათა გაიზარდოს მათი ამ პროგრამებში მონაწილეობის მოტივაცია იქ, სადაც ეს პროგრამები ხელმისაწვდომია.

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები: ექიმებს, ექთნებს და სხვა ჯანდაცვის მუშაკებს უნდა ჰქონდეთ ზუსტი და უახლესი ინფორმაცია საშვილოსნოს ყელის სკრინინგისა და ვაქცინაციის შესახებ, რომ მათ შეეძლოთ უპასუხონ პაციენტების შეკითხვებს და მოუწოდონ მათ გამოიყენონ ეს სერვისები.

პოლიტიკოსები: პოლიტიკურ ლიდერები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისა და ვაქცინაციის სარგებელის შესახებ, იმისათვის რომ მათ კარგად ქონდეთ გააზრებული ამ პროგრამებისათვის უპირატესობის მინიჭების მნიშვნელობა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ეფექტური სკრინინგის და ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამების საშუალებით საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუმცა ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ მოსახლეობა გამოიყენებს ამ პროგრამებს , ხოლო მოსახლეობა მხოლოდ მაშინ გამოიყენებს ამ პროგრამებს, როდესაც კარგად ექნება გააზრებული მათი სარგებელი.

დაუჭირეთ მხარი კამპანიას! დაგვეხმარეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაში!

სიბრძნის მარგალიტი

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კამპანიის სიმბოლოდ მიჩნეულია „სიბრძნის მარგალიტი“, რომელსაც კემბრიჯის იდიომების საერთაშორისო ლექსიკონში „მნიშვნელოვანი რჩევის“ განმარტება აქვს და ამდენად ის წარმოადგენს შესაბამის სიმბოლოს ისეთი ღონისძიებისათვის, რომელიც ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგრამებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს.

დღეისათვის, 1 მილიონზე მეტი სიბრძნის მარგალიტის ბროშია გავრცელებული მთელი ევროპის მასშტაბით და ისინი  საშვილოსნოს ყელის კიბოს კვირეულის დროს ჩატარებული ღონისძიებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ (www.PearlofWisdom.eu).

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამა საქართველოში

საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ეროვნული სკრინინგ პროგრამის განხორციელება დაიწყო 2008 წელს, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საბჭოს ინიციატივით, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს პირველი ლედი.

პროგრამა თავდაპირველად ამოქმედდა თბილისში, თბილისის მუნიციპალიტეტის და გაეროს მოსახლეობი ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით, ხოლო 2011 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით მან მთელი საქართველო მოიცვა. პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული გამოკვლევის სამ წელიწადში ერთხელ უფასოდ ჩატარების საშუალება აქვს საქართველოს ქალბატონებს, 25-დან 60 წლამდე. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მოქმედების პერიოდში 4 წლის მანძილზე საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ჩაიტარა დაახლოებით 100 000 ქალბატონმა.

საქართველოს ეროვნულ სკრინინგ პროგრამას მოპოვებული აქვს რამდენიმე ჯილდო:

  • 2009 წელს ბრიუსელში, საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის სამიტზე მიღებული აქვს სიბრძნის მარგალიტის ჯილდო;
  • მინიჭებული აქვს ეროვნული ხარისხის ნიშანი;

2010 წელს კი საშვილოსნოს  ყელის კიბოს ეროვნული სკრინინგ პროგრამის შესახებ გაეროს ტელევიზიის მიერ მომზადდა რეპორტაჟი CNN-ზე.

ინფორმაციის მიღება იმ კლინიკების შესახებ სადაც შესაძლებელია სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება შესაძლებელია ეროვნული სკრინინგ ცენტრის საინფორმაციო სამსახურის ნომერზე - 220 35 35.

შავი ზღვის ქვეყნების კოალიცია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისათვის

2009 წელს გაეროს მოსახლეობის საქართველოს ოფისის და საქართველოს პირველი ლედის ქალბატონ სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით ჩამოყალიბდა შავი ზღვის ქვეყნების კოალიცია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისათვის, რომლის მიზანს წარმოადგებს ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება კოალიციის წევრ ქვეყნებს შორის, პარტნიორული ურთიერთბების ჩამოყალიბება, შესაძლებლობების განვითარება ეროვნულ დონეზე, ადვოკატირება სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობისათვის ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საკითხებში, რაც შავი ზღვის აუზის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. კოალიციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვისი. კოალიციის სამდივნო არსებობს საქართველოში გაეროს მოსახლეობის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით.

საშვილოსნოს ყელის კიბო - ძირითადი ფაქტები და სტატისტიკა

-          მთელ  მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ყველაზე გავრცელებულია ქალებში ძუძუს კიბოს შემდეგ. ყოველწლიურად დაახლოებით 500,000 ქალს უვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო, საიდანაც დაახლოებით 250,000 იღუპება. საშვილოსნოს ყელის კიბოს უმეტესად მსოფლიოს იმ ნაწილშია გავრცელებული, სადაც არ არსებობს სკრინინგის სერვისი ან ის არ არის ეფექტური.

-          ევროპაში ყოველწლიურად დაახლოებით 60,000 ქალს უვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო, საიდანაც 30, 000 იღუპება.

-          საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევის თავიდან აცილებაა შესაძლებელი ორგანიზებული პრევენციული პროგრამებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საშვილოსონს ყელის სკრინინგს მოზრდილი ქალბატონებისთვის და ადამიანის პაპილომა ვირურის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მოზარდი გოგონებისთვის. არ არსებობს სხვა სიმსივნე, რომლზეც ასეთი დიდი გავლენის მოხდენაა შესაძლებელი!

საქართველოს სტატისტიკა

2011 წლის ბოლოს საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოზით აღრიცხვაზე 1991 ავადმყოფი იმყოფება (პრევალნეტობა - 84.8). სიცოცხლეში პირველად დადგენილი დიაგნოზით აღრიცხული იყო 217 ავადმყოფი (ინციდენტობა 9.2), ინციდენტობის მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში 24.8%-ით შემცირდა (სურათი 1). 

2011 წელს საშვილოსნოს ყელის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების სტრუქტურა სტადიების მიხედვით შემდეგნაირი იყო: I სტადია - 13.3%, II სტადია - 22.1%, III სტადია - 31.3%, IV სტადია - 21.7%, უცნობი სტადიის დიაგნოსტირება - 11.5%. ახლად გამოვლენილი შემთხვევებიდან დიაგნოზის დადგენიდან პირველ წელს გარდაიცვალა 21.7%.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO