239 89 46   მოგვწერეთ
 
 
სკ/სელსპ 2013 წლის საკლასო ჯგუფის შედგენა

დაიწყო განაცხადთა მიღებასამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (სკ/სელსპ) 2013 წლის საკლასო ჯგუფის შესადგენად.  სწავლება დაიწყება 2013 წლის 4 ივნისიდან, სწავლება მიმდინარეობს საქართველოს დაავადებათა კონტორლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებულ სასწავლო ცენტრის შენობაში, თბილისი, საქართველო. შევსებული განაცხადის ფორმა გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tamar.feltp@gmail.com  , არაუგვიანეს  2013 წლის 11 თებერვლისა

გადმოწერეთ განაცხადის ფორმა

სკ/სელსპ პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები

  • პრაქტიკოსი ეპიდემიოლოგები, ლაბორატორიის ხელმძღვანელები და ეპიდემიოლოგები ვეტერინარიის განხრით
  • ამჟამად უნდა მსახურობდეს და ჰქონდეს სულ ცოტა ორწლიანი სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის ან სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ ქვეყანაში (საქართევლო, აზერბაიჯანი ან სასომხეთი)
  • აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა
  • ასაკობრივი შეზღუდვა 46 წლამდე
  • უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც მუშაობენ ეპიდ ზედამხედველობის ბაზებსა და ეპიდ აფეთქებებზე

განცხადების შემოტანის პროცედურები:

  1. შეავსეთ განაცხადის ფორმა, რომელიც განთავსებულია ჩვენი პროგრამის ვებ-გვერდზე  www.sc-feltp.net  და დკ&სჯეც-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თამარ ბოლქვაძეს ტელეფონზე +995-32-24-46-60 და მოითხოვოთ განაცხადის ფორმის თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნა.
  2.  შევსებული განაცხადის ფორმა გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tamar.feltp@gmail.com  , არაუგვიანეს 2013 წლის 11 თებერვლისა
  3. გამოგზავნეთ ორი სარეკომენდაციო წერილი, იმ პირებისაგან რომლებიც კარგად იცნობენ თქვენს პროფესიულ მოღვაწეობას. ერთი წერილი უნდა იყოს თქვენი ამჟამინდელი ხელმძღვანელისაგან ან დეპარტამენტის უფროსისაგან, წერილში გამოხატული უნდა იყოს რომ ეს პიროვნება მხარს უჭერს თქვენს განაცხადს და ორწლიან პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას.
  4. აპლიკანტებს ასევე მოეთხოვებათ ერთგვერდიანი პერსონალური დებულების წარდგენა. რომელშიც განხილული იქნება შემდგომი საკითხები:

a)      თქვენმა განათლებამ და პროფესიულმა გამოცდილებამ როგორ მოგამზადათ სკ/სელსპ-ში მონაწილეობისათვის ?

b)      რას მიაღწევთ სკ/სელსპ-ში მონაწილეობით ?

c)       თქვენი პროფესიული მიზნები

შერჩევის პროცედურა

  1. კანდიდატები მიიღებენ დადასტურებას იმის შესახებ რომ მათი განაცხადი მიღებულ იქნა ელექტრონულ ფოსტაზე
  2. განაცხადის ფორმების განხილვის საფუძველზე მოხდება კანდიდატების შერჩევა პირველ ეტაპად
  3. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება პირადად ან ტელეფონის საშუალებით, 2013 წლის 20 თებერვლიდან - 22 მარტამდე.
  4. გასაუბრების შემდეგ შედგება შერჩევის მეორე ეტაპი
  5. გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან ერთსაათიან წერით გამოცდას ეპიდემიოლოგიასა და ლაბორატორიის საკითხებში, მათი სპეციალობის მიხედვით
  6. კანდიდატების საბოლოო შერჩევა და მათი შეტყობინება 2013 წლის კოჰორტაში მოხვედრის შესახებ მოხდება 2013 წლის 1 აპრილისთვის.

შენიშვნა

თავისუფალი ადგილების საერთო რაოდენობა შეზღუდულია, სულ შესაძლებელია 16 კანდიდატის მიღება. კანდიდატთა შერჩევას ნაწილობრივ განსაზღვრავს ის მიზანი რომ წარმოდგენილი იყოს ჯანდაცვისა და სოფლისმეურნეობის სამინისტორები, ასევე ეპიდემიოლოგები, ეპიდემიოლოგები ვეტერინარიის განხრით და ლაბორატორიის ხელმძღვანელები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნიდან.

გაცნობითი კურსის მოდული დაიწყება 2013 წლის 4 ივნისს და გაგრძელდება 2013 წლის 5 ივლისამდე. სკ/სელსპ-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის, პროგრამის მიზნებისა და 2013 სასწავლო კურსის სავარაუდო განრიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.sc-feltp.net

კურსის სავარაუდო განრიგი 12 თვის განმავლობაში 2013 წლის საკლასო ჯგუფისათვის

კურსები ჩატარდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ბაზაზე, თბილისი, საქართველო.

 

04 ივნისი – 05 ივლისი 2013

გაცნობითი კურსი (ეპოდემიოლოგია, ეპიდ-ზედამხედველობა, ბიოსტატისტიკა და ლაბორატორიული სისტემები)

სექტემბერი 06 – 27, 2013

კომუნიკაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, ეპიდ-ზედამხედველობა

თებერვალი 03 – 14, 2014

გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემები, ვეტრეინარიული ეპიდემიოლოგია, ლაბორატორიული სისტემები

მაისი 05 – 16, 2014

საველე კვლევის მეთოდები, პრევენციის ეფექტურობა

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO