239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ალერგიის მსოფლიო დღე

4 დეკემბერი, 2012 წ.

2012 წლის 4 დეკემბერს ალერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია (WAO),  ქრონიკული რესპირატორული დაავადებების გლობალურ ალიანსთან (GARD) ერთად აღნიშნავს ალერგიის მსოფლიო დღეს, მოსახლეობაში სასუნთქი გზების ქრონიკული ალერგიული დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით[i].

ალერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია (WAO), დაფუძნდა 1951 წელს და ამ დროის მანძილზე წარმატებით ჩაატარა 22 მსხვილი კონგრესი. გარდა ამისა სისტემატიურად უწევს სპონსორობას სამეცნიერო სიმპოზიუმებს განვითარებად ქვეყნებში. ორგანიზაცია ცდილობს გააძლიეროს თავისი კომპეტენცია  და თავის რიგებში გააერთიანოს, რაც შეიძლება  მეტი  ალერგოლოგი და კლინიკური იმუნოლოგი, რომლებიც მთელ მსოფლიოში  კვლევებითა და პრაქტიკით არიან დაკავებულნი. 

ალერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია არის მედიცინის მეცნიერებათა საერთაშორისო ორგანიზაციების საბჭოს წევრი (CIOMS) და აქვს სამუშაო ურთიერთობები მსოფლიოს მრავალ ორგანიზაციასთან.[ii]

მსოფლიოში ამჟამად  ალერგიული დაავადებების და მათ შორის ასთმის  შემთხვევების სიმძიმის მატების ტენდენცია აღინიშნება, დაავადების ტვირთის სიმძიმე  განსაკუთრებით  ბავშვებსა და ახალგაზრდებზე მოდის.  ალერგიის გავრცელების მატება სავარაუდოდ შეიძლება დაუკავშირდეს  ურბანულად მჭიდროდ დასახლებული  საზოგადოებების მომრავლებას, ეკოლოგიური რისკ ფაქტორების მომატებას,  შიდა და გარე დაბინძურებების შერწყმას ბიომრავალფეროვნების შემცირებასთან. ზოგჯერ,  ალერგიისა  და განსაკუთრებით ასთმის შემთხვევაში, პაციენტებისათვის კლინიკური დახმარება შეზღუდული, არაეფექტური ან შეუძლებელია.

ალერგიული დაავადებები ხშირად გამოხატულია  სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქსიური შოკით, ასთმის ზოგიერთი მძიმე ფორმით, რინიტით, კონიუქტივიტით, კვინკეს შეშუპებით, ჭინჭრის ცხელებითა და ალერგიული დერმატოზებით, სხვადასხვა ეოზინოფილური დარღვევებით, წამლისა და მწერების ალერგიით. ხშირად  ეს ალერგიული დაავადებები თავმოყრილია ერთ ადამიანში.

ალერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია მოითხოვს, რომ ალერგიული დაავადებები აღიარებულ იქნას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემად, რათა  გაძლიერდეს ძალისხმევა მათ შესამცირებლად და სამკურნალოდ.[iii]

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO