239 89 46   მოგვწერეთ
 
 
შიდსის მსოფლიო დღე

1 დეკემბერი,  2012 წელი

შიდსის მსოფლიო დღე  ყოველი წლის 1 დეკემბერს აღინიშნება. ის  მიზნად  აივ/შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის  ამაღლებას ისახავს და ახდენს შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებას მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე პარტნიორებს სახელმწიფო და კერძო სექტორიდან აძლევს შესაძლებლობას, გაავრცელონ  ინფორმაცია პანდემიის სტატუსის  შესახებ და ხელი შეუწყონ  აივ/შიდსის პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ პროგრესს ამ დაავადების მაღალი პრევალენტობის ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში.

2012  წლის სლოგანია „დავიყვანოთ  ნულამდე“. 2011-2015 წლებში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეების თემაა: „ნულოვანი ნიშნულის მიღწევა: აივ ინფექციების ახალი შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი. ნულოვანი დისკრიმინაცია. შიდსით სიკვდილობის    ნულოვანი მაჩვენებელი“. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო კამპანია ფოკუსირდება თემაზე:   „შიდსით სიკვდილობის ნულოვანი მაჩვენებელი“, რაც გულისხმობს მოქმედებების გააქტიურებას დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით და წარმოადგენს მოწოდებას მთავრობებისადმი,  დაუყოვნებლივ განახორციელონ ქმედებები ამ მიმართულებით და  შეასრულონ აბუჯას დეკლარაციით გათვალისწინებული დაპირებები. 

http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_aids_day/en/index.html

10 ფაქტი აივ/შიდსის შესახებ 

აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვან  პრობლემად, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში  აივ/შიდსით 34 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, აქედან 3.34 მილიონი ბავშვია. 2011 წელს დაინფიცირდა 2.5 მილიონი ადამიანი, აივ/შიდსით გარდაიცვალა 1.7 მილიონი. დღემდე აივ/შიდსით გარდაცვლილთა  რიცხვი შეადგენს 25 მილიონ ადამიანს. საქართველოში 2012 წლის ნოემბრის თვის ბოლო მონაცემებით რეგისტრირებულია აივ–ით ინფიცირების 3600 შემთხვევა.

ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებების შედეგად ანტირეტროვირუსული პრეპარატებით მკურნალობაზე (ART) ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შედეგად, აივ ინფიცირებული ადამიანები უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრობენ.

კომბინირებული ანტირეტროვირუსული თერაპია ადამიანის ორგანიზმს იცავს აივ ვირუსის გამრავლებისგან. 2011 წლის ბოლოს ანტირეტროვირუსული პრეპარატებით მკურნალობა 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა  დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.  დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კი საჭიროების მიუხედავად არ აქვს აღნიშნული მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა.

ჯანმო დახმარებას უწევს წევრ–სახელმწიფოებს, რომ  შემცირდეს დაავადების გავრცელება და აივ ინფიცირებულები უზრუნველყოფილნი იქნან ანტირეტროვირუსული მკურნალობით.

ფაქტი 1 

აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) აინფიცირებს  იმუნური სისტემის უჯრედებს

აივ ინფექცია აზიანებს და იწვევს იმუნური სისტემის ნგრევას, რაც ადამიანის ორგანიზმს უნარს ართმევს წინააღმდეგობა გაუწიოს ინფექციებსა და დაავადებებს. შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) არის აივ ინფექციის ბოლო სტადია. შიდსით ინფიცირებული ადამიანი უფრო მგძნობიარე ხდება 20–ზე მეტი ოპორტუნისტული ინფექციისა და სიმსივნური დაავადებების მიმართ.

ფაქტი 2

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის რამდენიმე გზა

აივ ინფექცია შეიძლება გადაეცეს:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (ვაგინალური ან ანალური) ან დაინფიცირებულ პირთან ორალური სექსით;
  • ინფიცირებული სისხლის გადასხმით;
  • აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის ან სხვა ბასრი ინსტრუმენტის გამოყენებით;
  • ინფიცირებული დედისგან ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

ფაქტი 3
მსოფლიოში ცხოვრობს აივ/შიდსით ინფიცირებული 34 მილიონი ადამიანი

მათგან უმრავლესობა ცხოვრობს საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებში. დადგენილია, რომ 2011 წელს ვირუსით დაავადდა 2.5 მილიონი ადამიანი.

ფაქტი 4

ინფექციურ  დაავადებათა  შორის  აივ/შიდსი არის მსოფლიოში სიკვდილოს ძირითადი მიზეზი

აივ/შიდსით გარდაცვლილთა  რიცხვი შეადგენს 25 მილიონ ადამიანს. გათვლებით დადგენილია, რომ 2011 წელს აივ/შიდსით 1.7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

ფაქტი 5

კომბინირებული ანტირეტროვირუსული თერაპია ადამიანის ორგანიზმს იცავს აივ ვირუსის გამრავლებისგან.

ვირუსის რეპროდუქციის შეჩერების შემთხვევაში ადამიანის იმუნურ უჯრედებს აქვთ უნარი უფრო დიდხანს იცოცხლონ და უზრუნველყონ ორგანიზმის დაცვა ინფექციებისგან.

ფაქტი 6

2011 წელს 8 მილიონმა აივ ინფიცირებულმა ჩაიტარა მკურნალობა ანტირეტროვირუსული პრეპარატებით დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.

დაბალ  და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ანტირეტროვირუსული მკურნალობის მოცვის მაჩვენებელი იზრდება. 2011 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა იმ 15 მილიონი ადამიანის 54% – ს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ სახის მკურნალობის კრიტერიუმებს.

ფაქტი 7

დადგენილია, რომ  3.4 მილიონი ბავშვი დაავადებულია აივ/შიდსით

2011 წლის მონაცემებით ინფიცირებულ ბავშვთა უმრავლესობა ცხოვრობს  აფრიკაში, საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში. ისინი  აივ დადებითი ვირუსით დაავადებული დედებისგან დაინფიცირდნენ ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. ყოველდღიურად თითქმის 900 ბავშვი ინფიცირდება აივ ინფექციით.  

ფაქტი 8

შესაძლებელია აივ ინფექციის დედიდან ბავშვზე გადაცემის პრევენცია

დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში პრევენციული ღონისძიებების ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი კვლად დაბალია. მიუხედავად ამისა, პროგრესი მაინც მიღწეულია. 2011 წელს აივ ინფიცირებულ ორსულთა 57% – მა მიიღო მკურნალობის ზედმიწევნით ეფექტური სქემები (ჯანმო–ს რეკომენდაციების შესაბამისად) დედიდან ბავშვზე ვირუსის გადაცემის პრევენციის მიზნით.

ფაქტი 9

აივ ინფექცია არის აქტიური TB  დაავადების განვითარების ძირითადი რისკ–ფაქტორი

2011 წელს ტუბერკულოზის მიზეზით რეგისტრირებულ იქნა აივ ინფიცირებულთა 430 000 – ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა.  იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც დაინფიცირებულია როგორც აივ ინფექციით, ასევე TB ცხოვრობს აფრიკაში, საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში (საერთო შემთხვევების რაოდენობის 79%).

ფაქტი 10

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის პრევენციის რამდენიმე გზა

აივ ინფექციის გადაცემის პრევენციის ძირითადი საშუალებები:

  • უსაფრთხო სექსის პრაქტიკა პრეზერვატივების გამოყენებით;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ ინფექციის, ტესტირება და მკურნალობა
  • ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისგან თავის შეკავება, მოხმარების შემთხვევაში ახალი და ერთჯერადი ნემსის და შპრიცის გამოყენება;
  • სისხლისა და სისხლის პროდუქტების აივ ინფექციაზე  ტესტირების უზრუნველყოფა. 

http://www.who.int/features/factfiles/hiv/en/index.html ,  http://www.aidscenter.ge/27_11_2012_geo.htm


 

ღონისძიებები

1 დეკემბერი

პრესკონფერენცია - 11:00 – 14.00 საათი, ქორთიარდ მერიოტი;

ეროვნული კამპანია შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით - დავიყვანოთ ნულამდე: გამოწვევები და პრიორიტეტები;

პარალელური ღონისძიება - აივ/შიდსის და სხვა ინფექციების პრევენციისთვის გამოყენებული საშუალებების დემონსტრაცია ფოიეში (safe sex kits, safe injection, test systems);

სტუდენტური თვითმართველობების მიერ საინფორმაციო მასალის გავრცელება:

1. ჰიპერმარკეტი კარფური – 12.00–15.00 საათი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები, ჰიპერმარკეტის ტერიტორია;

2. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 12:00 საათი, უნივერსიტეტი და მისი მიმდებარე ტერიტორია;

3. თბილისის სამედიცინო აკადემია -  12:30 საათი, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია;

4 ჯანდაცვის განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაცია – 13.00 – 15.00 საათი, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია;

5. ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი – დღის განმავლობაში უნივერსიტეტის ათივე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია;

საჯარო ლექცია – 13.00 საათი, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აუდიტორია 304;

წითელი ლენტის აქცია – თავისუფლების მოედანი, 20.00 საათი;

მოსული მონაწილეები განლაგდებიან ლენტის პერიმეტრზე და აანთებენ სანთლებს. გარკვეული დროის შემდეგ ლენტის ბოლოებში მდგარი მონაწილეები გადაადგილდებიან და შეავსებენ წრეს, რითაც გამოხატავენ კამპანიის სლოგანს: დავიყვანოთ ნულამდე;

ევროკავშირის ბუსი – დღის განმვლობაში დარიგდება საინფორმაციო მასალა.

შემოგვიერთდით 

დავიყვანოთ  ნულამდე


 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO