239 89 46   მოგვწერეთ
 
 
დღენაკლულ ბავშვთა მსოფლიო დღე

„ყველა ახალშობილი დაუცველია, მაგრამ დღენაკლული ახალშობილი - განსაკუთრებით“


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
 გენერალური მდივანი

პან გი მუნი

17 ნოემბერი დღენაკლულ ბავშვთა მსოფლიო დღეა. მთელ მსოფლიოში ამ დღეს ტარდება ღონისძიებები, რათა ყურადღება მიპყრობილი იქნას ამ პრობლემისადმი, რადგან იგი წარმოადგენს ნეონატალური  და ბავშვთა სიკვდილობის ძირითად მიზეზს მსოფლიოში.

•    ყოველწლიურად იბადება 15 მილიონი ბავშვი არასრული 37 კვირის ორსულობის შედეგად.

•    ყოველწლიურად  იღუპება 1.1 მილიონი დღენაკლული ახალშობილი.

2012 წელს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მისი პარტნიორების მიერ იქნა გამოქვეყნებული ანგარიში „ადრე დაბადებულნი - გლობალური ღონისძიებები ნაადრევი მშობიარობისას“.

მოხსენება მოიცავს 30 ახალ ვალდებულებას, გაერთიანებულს ინიციატივის ქვეშ - „თითოეული ქალი, ყველა ბავშვი“.  ინიციატივას  პირადად გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ხელმძღვანელობს და იგი მიმართულია ნაადრევი მშობიარობის პრევენციისა და დღენაკლულ ბავშვთა მოვლის უზრუნველყოფისაკენ.

ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს,  იმუშაონ შემდეგი მიმართულებით:
•    ურთიერთთანამშრომლობა, ვადამდელი მშობიარობის შესახებ მონაცემების   ხელმისაწვდომობის და ხარისხის გასაუმჯობესებლად.
•    ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ უზრუნველყოს ვადამდელი მშობიარობის მონაცემთა განახლებული ანალიზი და ტენდენციები.
•    თანამშრომლობის გაღრმავება პარტნიორებთან ნაადრევი მშობიარობის მიზეზების შესწავლისა და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის ტესტირების,  დღენაკლულ ბავშვთა მკურნალობის მიმართულებით.
•    კლინიკური მართვის რეგულარული გაუმჯობესება, იმ დედების და ორსულებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ნაადრევი მშობიარობის რისკის ჯგუფში. დღენაკლულ ბავშვებზე მეთვალყურეობა, კენგურუს მეთოდის გამოყენების, დაბადებისას მცირე მასის მქონე ბავშვთა ძუძუთი კვების, ინფექციური და რესპირატორული დაავადებების მკურნალობის და შემდგომ ბინაზე მოვლის და სხვა მეთოდების ჩათვლით.
•    დღენაკლულ ბავშვთა მოვლის ხარისხის გაუმჯობესება. განსაკუთრებული ძალისხმევა ნადრევი მშობიარობისა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევათა შესამცირებლად.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO