239 89 46   მოგვწერეთ
 
 
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის დღე

18 ნოემბერი, 2012

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, 50 მილიონი ადამიანი კი  სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს და ინვალიდდება. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები 15-29 წლის ახალგაზრდების სიკვდილის ძირითადი მიზეზია.
2005 წლის ოქტომბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს მთავრობებს ყოველწლიურად, ნოემბრის მესამე კვირა დღეს,   საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნოს, რათა პატივი მივაგოთ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნას და გამოვხატოთ თანაგრძნობა მათი ნათესავების მიმართ, რომელნიც იძულებულნი არიან ტრაგიკული შემთხვევების ემოციურ და პრაქტიკულ შედეგებს გაუმკლავდნენ.
ჯანმო და და გაეროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამშრომლობა (UN Road Safety Collaboration) მოუწოდებენ მთავრობებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელ მსოფლიოში აღნიშნონ ეს დღე, რათა საზოგადოების ყურადღება გამახვილდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე, მათ შედეგებსა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, აგრეთვე იმ ზომებზე, რომლებიც უნდა გატარდეს მათი თავიდან აცილების მიზნით.

http://www.who.int/mediacentre/events/annual/road_victims/en/index.html


საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად მიღებული ტრავმები

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ყოველდღე დაახლოებით 3500 ადამიანი იღუპება. ყოველწლიურად ათობით მილიონი ადამიანი იღებს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას და ინვალიდდება. ბავშვები, ფეხით და ველოსიპედით  მოსიარულეები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ყველაზე მეტად ზიანდებიან. ჯანმო პარტნიორებთან ერთად (როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო) მუშაობს საგზაო-სატრანსპორტო ტრავმატიზმის პრევენციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით, რაც ითვალისწინებს ისეთი პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა ჩაფხუტებისა და უსაფრთხოების ღვედების გამოყენება, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოტრანსპორტის მართვისა და სიჩქარის გადაჭარბების პრევენცია და მოძრაობის დროს ხილვადობის უზრუნველყოფა.

http://www.who.int/violence_injury_prevention/road_traffic/en/index.html


ერთი წელი „2011-2020 წწ. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ათწლეულის“  დაწყებიდან
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2010 წლის მარტში მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად 2011-2020 წლები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ათწლეულად გამოცხადდა. გაერომ მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას აქტიურად ჩაებან მის განხორციელებაში.

2011-2020 წწ. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ათწლეულის ძირითადი მიზანია 2020 წლისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების  მკვეთრი შემცირება და  დაახლოებით  5 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. 
ბევრი ქვეყანა ათწლეულის გლობალური გეგმიდან გადავიდა ეროვნული პროექტების განხორციელებაზე. ბევრი ქვეყანა იღებს აქტიურ ზომებს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით; ზოგიერთმა ქვეყანამ შეიმუშავა მოქმედებების ათწლეულის ეროვნული გეგმა (მაგ. ავსტრალია, მექსიკა, ფილიპინები); ზოგიერთმა სახელმწიფომ შეიმუშავა ახალი კანონმდებლობა (მაგ. ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, ჰონდურასი), ხოლო ზოგიერთმა სხვა კონკრეტულ ღონისძიებებთან ერთად გააძლიერა უკვე მოქმედი კანონმდებლობა (მაგ. ბრაზილია, კამბოჯა, რუსეთის ფედერაცია).
გაეროს გენერალური ასამბლეის ბოლო რეზოლუცია საგზაო უსაფრთხოების  შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 80-ზე მეტი ქვეყნის მხარდაჭერით, დამატებით სტიმულს იძლევა უფრო აქტიურად განხორციელდეს საგზაო უსაფრთხოების  უზრუნველყოფის 2011–2020 წლების მოქმედებების ათწლეულის გეგმა.

http://www.who.int/roadsafety/en/index.html

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO