239 89 46   მოგვწერეთ
 
 
დიაბეტის მსოფლიო დღე

დიაბეტის  მსოფლიო დღე

14 ნოემბერი, 2012

დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე ხელს უწყობს გლობალური მასშტაბით  დიაბეტის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, კერძოდ, თუ როგორ შეიძლება ამ დაავადების თავიდან აცილება. ეს დღე, რომელიც დაარსდა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმო-ს მიერ, აღინიშნება 14 ნოემბერს. თარიღი უკავშირდება ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღეს, რომელმაც ჩარლზ ბესტთან ერთად  უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა 1922 წელს ინსულინის შექმნის საქმეში, მედიკამენტის, რომელიც დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა გადარჩენის ძირითად საშუალებას წარმოადგენს.

2009-2013 წლების დიაბეტის მსოფლიო დღის თემაა „დიაბეტის შესახებ ინფორმირებულობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დიაბეტის პრევენცია“. ჯანმოს-ს მონაცემებით მსოფლიოში 346 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადებულია დიაბეტით. სავარაუდოდ 2030 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგდება, იმ შემთხვევაში თუ არ განხორციელდება შესაბამისი ინტერვენცია. დიაბეტით სიკვდილობის თითქმის 80%  აღინიშნება დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. 

http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_diabetes_day/en/index.html


10 ფაქტი დიაბეტის შესახებ

ფაქტი 1
მსოფლიოში 346 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადებულია დიაბეტით
მსოფლიოში აღინიშნება  დიაბეტის გლობალური ეპიდემია, რაც გამოწვეულია  მოსახლეობაში ჭარბი წონის, სიმსუქნის და ფიზიკური ინერტულობის ზრდის ტენდენციით. 

ფაქტი 2
2013 წლისთვის დიაბეტი გახდება სიკვდილობის მეშვიდე ძირითადი მიზეზი მსოფლიოში
გათვლებით დადგენილია, რომ შემდგომი 10 წლის მანძილზე   დიაბეტით სიკვდილობის შემთხვევების რიცხვი გაიზრდება 50% – ით.

ფაქტი 3
არსებობს დიაბეტის 2 ძირითადი ტიპი
ტიპი 1 დიაბეტი ხასიათდება იმით, რომ ორგანიზმს არ აქვს ინსულინის გამომუშავების უნარი, ხოლო ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება ორგანიზმის მიერ ინსულინის არაეფექტურად გამოყენების შედეგად.

ფაქტი 4
არსებობს დიაბეტის გესტაციური ტიპი
დიაბეტის ეს ტიპი ხასიათდება ჰიპერგლიკემიით ან სისხლში შაქრის შემცველობის მატებით, რაც პირველად ვლინდება ან დგინდება ორსულობის პერიოდში. 
 
ფაქტი 5
უფრო მეტად გავრცელებულია ტიპი 2 დიაბეტი, ვიდრე ტიპი 1 დიაბეტი
მსოფლიოში დიაბეტის ყველა შემთხვევის 90% ტიპი 2 დიაბეტზე მოდის. ბავშვებში იმატა ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევათა რიცხვმა. ზოგიერთ ქვეყანაში მასზე მოდის ბავშვებსა და მოზარდებში ახლად დარეგისტრირებულ შემთხვევათა თითქმის ნახევარი

ფაქტი 6
დიაბეტით  დაავადებულ პაციენტთა გარდაცვალების მიზეზს 50%-80%-ში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს
ბევრ ქვეყანაში დიაბეტი ავადობის და ნაადრევი სიკვდილობის ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი გახდა, რაც ძირითადად  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკს უკავშირდება.

ფაქტი 7
2004  წელს დიაბეტით 3.4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა

ფაქტი 8
დიაბეტით სიკვდილობის  80% აღინიშნება დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში
განვითარებულ ქვეყნებში დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა საპენსიო ასაკისაა, მაშინ როდესაც განვითარებად ქვეყნებში დიაბეტი გვხვდება 35-64 წწ ასაკობრივ ჯგუფში.

ფაქტი 9
დიაბეტი სიბრმავის, ქვედა კიდურების ამპუტაციისა და თირკმლის უკმარისობის ძირითადი მიზეზია
დიაბეტის შესახებ ინფორმირებულობის არარსებობამ, სამედიცინო მომსახურების და ძირითად სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის არასაკმარისმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა სიბრმავე, ქვედა კიდურების ამპუტაცია და თირკმლის უკმარისობა.

ფაქტი 10
ტიპი 2 დიაბეტის პრევენცია შესაძლებელია.
კვირის გარკვეულ დღეებში 30 წუთი ზომიერი ინტენსივობის რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება მნიშვნელოვნად ამცირებს ტიპი 2 დიაბეტით ავადობის რისკს. ტიპი 1 დიაბეტის პრევენცია შეუძლებელია.

http://www.who.int/features/factfiles/diabetes/facts/en/index9.html


**MEDIA ADVISORY**

კონტაქტი:     სიმონ გაბრიჩიძე, აღმასრულებელი დირექტორი

                      Welfare Foundation

                  თბილისი, საქართველო

                  ტელ:: +995 (32) 247-6717

                  Email: simongabrichidze@welfarefoundation.org.ge

დიაბეტის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა თბილისში  

ვინ: Welfare Foundation, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულის ცენტრის (NCDC) და  საქართველოს დიაბეტით დაავადებულ პირთა გაერთიანების ეგიდით თბილისში ტარდება დიაბეტის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა  

რა: დიაბეტის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა

სად: ღონისძიება ჩატარდება  თბილისში, ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან

როდის: 2012 წლის 14 ნოემბერი, ოთხშაბათი   12:00 სთ.

რატომ: დიაბეტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება:  დიაბეტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებისა და ამ დაავადების პრევენციის ხელშეწყობა, დიაბეტით დაავადებული პირების, მათ ოჯახების და მომვლელთა დახმარება.

დეტალები: Welfare Foundation, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს დიაბეტით დაავადებულ პირთა გაერთიანების მიზანია გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი დიაბეტის პრევენციისა და დიაბეტის მკურნალობის დონის ამაღლების გზით და დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა  მხარდაჭერით.  

ღონისძიების დროს პრესის წარმომადგენლებს ექნებათ ვიდეო და ფოტო გადაღებისა და ინტერვიუების აღების შესაძლებლობა. 

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO