239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებთან (ფქოდ) ბრძოლის მსოფლიო დღე

16 ნოემბერი, 2012

ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებთან (ფქოდ) ბრძოლის მსოფლიო დღის მიზანს წარმოადგენს გლობალური ღონისძიებების ჩატარება ფქოდ-ის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად. 2012 წელს ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებთან ბრძოლის  დღის თემაა „არ არის ძალიან გვიან“.  

ფქოდ-ის მსოფლიო დღე დაარსდა ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ინციატივის (GOLD) ძალისხმევით. ამ დღეს ჯანდაცვის სპეციალისტები და პაციენტთა ჯგუფები მთელ მსოფლიოში ატარებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.

2004 წელს ეს დაავადება აღენიშნა 64 მილიონ ადამიანს.  ჯანმო-ს გათვლებით 2030 წელს ფქოდ გახდება მსოფლიოში სიკვდილობის მესამე უმნიშვნელოვანესი მიზეზი. ფქოდ-ის ძირითად მიზეზს წარმოადგენს თამბაქოს მოხმარება, შიდა და გარე ჰაერის დაბინძურება, აგრეთვე სამუშაო ადგილებში მტვრისა და ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენა.

http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_copd_day/en/index.html

http://www.goldcopd.org/wcd-home.html

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები 

რა არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები (ფქოდ)?

ფქოდ დაავადებებია, რომლებიც შეიძლება თავიდან ავიცილოთ და ვუმკურნალოთ. იგი ხასიათდება ჰაერის ნაკადის სიჩქარის შეზღუდვით, რომელიც ნაწილობრივ შექცევადია. ის მოქმედებს არა მარტო ფილტვებზე, არამედ იწვევს მნიშვნელოვან სისტემურ გამოვლინებებს. ცნობილი ტერმინები: ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა გაერთიანებულია ფქოდ-ის სახელწოდების ქვეშ.

ვინ არის რისკის ქვეშ?

ფქოდი ძირითადად მამაკაცებში იყო გავრცელებული; თუმცა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, ქალებში თამბაქოს მოხმარების გაზრდამ და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვია დაავადების ერთნაირი გავრცელება ორივე სქესს შორის. სიკვდილიანობის თითქმის 90%-ს ადგილი აქვს დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში, სადაც პრევენციისა და კონტროლის ეფექტური სტრატეგიები ხელმიუწვდომელია.

რისკ-ფაქტორები 

ფქოდის თავიდან აცილება შესაძლებელია. მისი ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა (მათ შორის პასიური მოხმარება). დანარჩენ რისკ-ფაქტორებს წარმოადგენენ:

  • ოთახის დაბინძურებული ჰაერი (მაგ., გათბობისათვის გამოყენებული საწვავი, სამზარეულოს გამონაბოლქვი და ა.შ.)
  • ქუჩის დაბინძურებული ჰაერი, პროფესიული მტვერი და ქიმიური ნივთიერებები (გამაღიზიანებელი ნივთიერებები, კვამლი და ა.შ.)
  • ბავშვობის ასაკში გადატანილი რესპირატორული ინფექციური დაავადებები.

ჯანმოს პასუხისმგებლობა

ჯანმოს მუშაობა ფქოდზე შემადგენელი ნაწილია იმ ორგანიზაციების ძალისხმევისა, რომლებიც ქრონიკული დაავადებების პრევენციასა და კონტროლს აწარმოებენ.

ჯანმოს მიზნები

  • ქრონიკული დაავადებების შესახებ ინფორმირებულობის დონის ზრდა
  • ღარიბ და სოციალურად დაუცველ ფენისთვის შედარებით ჯანსაღი გარემო პირობების შექმნა
  • ქრონიკული დაავადებების მთავარი რისკ-ფაქტორების შემცირება: თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება; მოსახლეობის ფიზიკური აქტიურობის ზრდის ხელშეწყობა.
  • ნაადრევი სიკვდილობის პრევენცია და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილება (1)

http://www.who.int/respiratory/copd/en/index.html

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO