239 89 46   მოგვწერეთ
 
 
პნევმონიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე

პნევმონიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე
12 ნოემბერი, 2012

პნევმონიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე ტარდება ყოველი წლის 12 ნოემბერს. ის მიზნად ისახავს პნევმონიის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ამ დღის აღნიშვნით ყურადღება მახვილდება იმ ფაქტზე, რომ შესაძლებელია პნევმონიის მიზეზით მილიონობით ბავშვის გარდაცვალების თავიდან აცილება. ღონისძიების ორგანიზატორია გლობალური კოალიცია ბავშვთა პნევმონიის წინააღმდეგ (საერთაშორისო, სახელმწიფო, არასამთავრობო და ადგილობრივი ორგანიზაციების,  სამეცნიერო–კვლევითი ორგანიზაციების და სასწავლო დაწესებულებების და ფონდების   ქსელი და ცალკეული პირები). პნევმონიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე  ამ დაავადებისადმი დონორების, პოლიტიკის შემქმნელების, ჯანდაცვის სპეციალისტების და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად. 

http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_pneumonia_day/en/index.html 

ძირითადი ფაქტები
•    მსოფლიოში პნევმონია ბავშვთა სიკვდილობის ერთ–ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს
•    ყოველწლიურად პნევმონიით  ხუთ  წლამდე  ასაკის 1.4 მილიონი ბავშვი იღუპება. ეს  მაჩვენებელი უფრო მეტია ვიდრე შიდსი, მალარია და ტუბერკულოზი ერთად აღებული
•    პნევმონიის გამომწვევი შეიძლება იყოს ვირუსი, ბაქტერია და სოკო
•    პნევმონიის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით, ადექვატური კვებით და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფით
•    პნევმონიის მკურნალობა შესაძლებელია ანტიბიოტიკებით, თუმცა პნევმონიით დაავადებულ ბავშვთა მხოლოდ  30% იღებს აუცილებელ ანტიბიოტიკებს
პნევმონია არის მწვავე რესპირატორული ინფექციის ფორმა, რომელიც აზიანებს ფილტვებს.    ყოველწლიურად პნევმონიით  ხუთ  წლამდე  ასაკის 1.4 მილიონი ბავშვი იღუპება, რაც  მსოფლიოში ბავშვთა საერთო სიკვდილობის 18% – ს შეადგენს. პნევმონიით გარდაცვლილ ბავშვთა 99% განვითარებადი ქვეყნებიდანაა. პნევმონიის ფაქტები მსოფლიოს ყველა კუთხეში აღინიშნება, თუმცა ამ დაავადებით განსაკუთრებით ზიანდებიან ბავშვები და მათი ოჯახები  სამხრეთ აზიისა და აფრიკის იმ ქვეყნებში, რომლებიც  საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ბავშვები შეიძლება დავიცვათ პნევმონიისგან,  პნევმონიის პრევენცია შესაძლებელია  მარტივი  ჩარევით და ექვემდებარება მკურნალობას იაფფასიანი პრეპარატებით  შესაბამისი მოვლის პირობებში. 

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs331/en/index.htmle,

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO