239 89 46   მოგვწერეთ
 
 
სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოში ცხოვრებისათვის

პროქტი სახელად  სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოში ცხოვრებისათვის დაიწყო  2012 წლის სექტემბერში  “ველფეარ ფაუნდეიშენის”  და თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ ერთობლივად. პოლიტიკის, ადვოკატირების და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა საქართველოში დაფინანსდა აღმოსავლეთ დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის მიერ, USAID.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს: სამოქალაქო საზოგადოების მოტივირება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა ისე, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ  თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-8 მუხლი „თამბაქოს კვამლისაგან დაცვის შესახებ“ ეფექტურ და სრულ შესრულებას, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ადგილების 100%-ით თამბაქოს კვამლისაგან გათავისუფლების მიღწევა.

ეს პროექტი მიზნად ისახავს:

1) საზოგადოებრივი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცნობიერების გაზრდას პასიური მწეველობის მავნე ზემოქმედების შესახებ ჯანმრთელობაზე  და ჩარჩო კონვენციის მე-8 მუხლთან ზუსტ შესაბამისობას.

2) სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდას საქართველოში და თამბაქოს კონტროლის კანონების განხორციელებისათვის საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდას;

3) სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და საზოგადოების დაკავშირება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და პოლიტიკოსებთან ქმედებების დროს, რათა დაიცვან ადამიანები თამბაქოს კვამლის მომაკვდინებელი ზეგავლენისაგან.

ამ პროექტის შედეგად,  სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაწეული ძალისხმევა ინტეგრირებული იქნება და თამბაქოსაგან თავისუფალი ზომები გახდება უფრო შესრულებადი. ყველა ამ ფაქტორმა უნდა გააუმჯობესოს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ინდიკატორები და შეამციროს არაგადამდები დაავადებების გავრცელება.

 

მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ანა მელცერი,

პროექტის მენეჯერი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი

„ველფეარ ფაუნდეიშენი“

თბილისი, საქართველო

მობილური: +(995) 599-09-10-57

ელ-ფოსტა: aach@gwmail.gwu.edu

ან

გიორგი ბახტურიძე, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი

თამბაქოს კონტროლის ალიანსი,

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოში,

საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი

თბილისი, საქართველო

ტელ/ფაქსი: +995 23 2347750

ელ-ფოსტა: ghpef.georgia@gmail.com

ვებ გვერდი: http://www.fctc.org.ge

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO