239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ვაქცინაცია

ევროპის რეგიონი შორს არის სასურველი მიზნიდან გრიპის ვაქცინაციით მოცვასთან დაკავშირებით 

18.10.2012

ჯანმო-ს ევროპის რეგიონში ქვეყნების 94% რეკომენდაციას უწევს ხანდაზმულთა სეზონური გრიპის ვაქცინით აცრას. გარდაცვალებათა 90% გვხვდება 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში. გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარეობს აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში და უფრო მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ხშირია ეპიდაფეთქებები მოხუცებულთა თავშესაფრებში და უმრავლესობას გამოჯანმრთელებისათვის ხანგრძლივი დრო სჭირდება.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია ვაქცინაციით მოცვის შესახებ, მხოლოდ ერთმა ქვეყანამ შეძლო ჯანმო-ს ევროპის კომისიის მიერ განსაზღვრული მიზნის (75%-ზე უფრო მაღალი მოცვა ხანდაზმულებში 2010 წლისთვის) მიღწევა. რამოდენიმე ქვეყანაში ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი.

სამიზნე ჯგუფები გრიპზე ვაქცინაციისთვის  

ხანდაზმულების გარდა, ჯანმო რეკომენდაციას უწევს ორსულთა, ბავშვების (6-59 თვის), ქრონიკული დაავადების მქონე პირების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებების კონტიგენტის და ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციას სეზონური გრიპის ვაქცინით. რეკომენდაციები დაფუძნებულია დაავადების ტვირთზე, ხარჯთეფექტურობაზე, განხორციელებადობაზე და სხვა საკითხებზე.

აღნიშნული ჯგუფებისთვის ეროვნული რეკომენდაციები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და ვაქცინაციის შესახებ მონაცემები ძირითადად შეზღუდულია.

სამოქმედო გეგმა ვაქცინაციით დაბალი მოცვისა და მონაცემების ნაკლებობის შემთხვევაში

17 ოქტომბერს გამართულ ვაქცინაციის მსოფლიო კონგრესზე, ჯანმო-ს ევროპის რეგიონის გრიპის პროგრამის მენეჯერმა კეროლაინ ბრაუნმა ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა ვაქცინაციით დაბალი მოცვისა და მონაცემების ნაკლებობის შემთხვევაში. მან რეკომენდაცია გაუწია ჯანდაცვის ეროვნულ ხელისუფლებებს, რომ:

  • განსაზღვრონ გრიპისგან გამოწვეული ტვირთი და შეაფასონ ვაქცინაციის პროგრამის ხარჯები და სარგებელი;
  • განსაზღვრონ პრიორიტეტული რისკ ჯგუფები ვაქცინაციის შეზღუდული ხელმისაწვდომობის მქონე გარემოცვაში.
  • დააწესონ ვაქცინაციის მოცვაზე და იმუნიზაციასთან დაკავშირებულ გართულებებზე მონიტორინგი.

დამატებით, ჯანმო-მ და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განაგრძონ მუშაობა გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების გაუმჯობესების მიზნით.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO