239 89 46   მოგვწერეთ
 
 
გრიპი

გრიპის სეზონი იწყება
გრიპი არის მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად აზიანებს ცხვირს, ყელს და ფილტვებს. სეზონური გრიპით ყოველწლიურად ავადდება მოსახლეობის 5-15%. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში გრიპის სეზონი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანები უფრო ხშირად ხდებიან ავად.

გრიპი ადვილად მოგზაურობს. ჩვეულებრივ, ჰაერის საშუალებით ვრცელდება დახველების ან დაცემინებისას, ასევე დაბინძურებული ხელებით. ადამიანებმა შესაძლებელია გაავრცელონ გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გაიგებენ რომ ავად არიან, რომელიმე სიმპტომის გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და შემდგომი 5-7 დღის განმავლობაში.

გრიპის სიმპტომები
სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ცხელებას, შემცივნებას, ხველას, თავის და კუნთების ტკივილს, დაღლილობას. გრიპი ჩვეულებრივ საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, თუმცა ხანდახან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადება და  იშვიათ შემთხვევაში ფატალური გამოსავალი.

როგორ შევაჩეროთ გრიპის გავრცელება
ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა ხელს უწყობს გრიპის გავრცელების შეჩერებას: დახველების ან დაცემინებისას მიიფარეთ ქსოვილი და შემდეგ გადააგდეთ, დაცემინებისას აიფარეთ იდაყვი და არა ხელები, რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით. თუ გაქვთ გრიპისმაგვარი სიმპტომები დარჩით სახლში სანამ არ დაგიწევთ ტემპერატურა, მაქსიმალურად მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს.

გრიპის ვაქცინის შესახებ
გრიპის ვაქცინები უსაფრთხოა და გამოიყენება უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში. დაავადების მიმდინარეობა  შესაძლოა უფრო მძიმე იყოს გარკვეულ ჯგუფებში: სეზონურ გრიპთან დაკავშირებული სიკვდილობის 90% გვხვდება 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში. შესაბამისად, ჯანმო რეკომენდაციას იძლევა, ვაქცინაცია ხემისაწვდომი იყოს შემდეგი ჯგუფებისთვის: ადმიანები, რომლებიც ცხოვრობენ მოხუცებულთა თავშესაფრებში, ხანდაზმულები და/ ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქრონიკული დაავადებით შეპყრობილნი, ორსულები, ჯანდაცვის მუშაკები და ბავშვები (6 თვიდან). ჯანმოს უახლესი რეკომენდაციების თანახმად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისა (ნებისმიერ ტრიმესტრში) და 6-59 თვის ასაკის ბავშვთა აცრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. 

იმის გამო, რომ ყოველ წელს ცირკულირებს სხვადასხვა ვირუსი, ყველაზე გავრცელებული ვირუსების შემცველი სეზონური ვაქცინა მზადდება ყოველწლიურად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ყოველწლიურად ჩატარება.

ჯანმო-ს ზედამხედველობა და გაიდლაინები
მოცირკულირე ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით, ჯანმო/ევროპა აგროვებს მონაცემებს გრიპის ვირუსისა და შემთხვევათა რაოდენობის შესახებ ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან და გრიპის სეზონის განმავლობაში, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, აპრილამდე, ყოველკვირეულად აქვეყნებს ინფორმაციას ვებ გვერდზე www.Euroflu.org.

ჯანმო/ევროპა ასევე გასცემს რეკომენდაციებს საზოგადოებისა და ჯანდაცვის იმ სპეციალისტებისთვის, ვინც შეისწავლისა და თვალყურს ადევნებს გრიპის მიმდინარეობას. გაიდლაინები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ვაქცინაციის რეკომენდაციები, შემთხვევათა მართვა, ინფექციურ დაავადებათა სტანდარტები და გრიპის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

წყარო: http://www.euro.who.int/en/what-we-do/health-topics/communicable-diseases/influenza/news/news/2012/10/influenza-season-begins

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO