15 ოქტომბერი
2008 წლის 15 ოქტომბრიდან აღინიშნება ხელების დაბანის მსოფლიო დღე, ამ დღის აღნიშვნა მოსახლეობაში ხელების საპნით დაბანის კულტურის ხელშეწყობასა და ჩამოყალიბებას ემსახურება, რადგან აშშ-ში ჩატარებული სხვადასხვა კვლევებით დადგინდა, რომ 21-ე საუკუნეში ხელების დაბანის აუცილებლობის შეხსენება კვლავ აქტუალურია საზოგადოების ფართო ფენებისათვის. ყოველწლიურად მსოფლიოში 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 2,2 მილიონი ბავშვი იღუპება ისეთი დაავადებებით, რომელთა თავიდან აცილება ან თუნდაც შემცირება სწორედ ხელების დაბანითაა შესაძლებელი. ამ დღეს აღნიშვნავენ და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებს აწყობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, სტუდენტები, ოჯახები და სხვა დაინტერესებული პირები. წელს აღინიშნება 5 წლისთავი და წლის თემაა: “ხელების დაბანა სიცოცხლის მხსნელია“, რომელსაც საქართველოც უერთდება, კერძოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) პირველი ლედის „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ინიციატივითა და UNICEF- საქართველოს ხელშეწყობით დედაქალაქის რამდენიმე სკოლასა და სკოლამდელ დაწესებულებაში, აგრეთვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრში გეგმავს ხელების დაბანის კვირეულის ფარგლებში თემატურ ღონისძიებებს.
http://www.cdc.gov/Features/GlobalHandwashing/