239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ართრიტის მსოფლიო დღე

12 ოქტომბერი 2012

12 ოქტომბერი ართრიტის მსოფლიო დღეა. ეს დღე 1996 წლიდან აღინიშნება, მისი ძირითადი მიზანი ართრიტებისა და რევმატიული დაავადებების შესახებ ინფორმირებულობის ზრდაა მსოფლიოში. აშშ-ში 50 მილიონ მოზრდილ და 300 000 ბავშვს აქვს ართრიტი ან სხვა რევმატიული დაავადება. ართრიტი ინვალიდობის ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზს წარმოადგენს აშშ-ში. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრები პროგნოზირებს, რომ 2030 წლისთვის ართრიტით  დაავადებული 67 მილიონი ადამიანი იქნებადა მათ შორის 25 მილიონს შეეზღუდება შესაძლებლობები.
2012 წლის ართრიტის მსოფლიო დღის დევიზია „ვიმოძრაოთ, რათა გავიუმჯობესოთ“. ტკივილის შემცირებაში ართრიტის დიაგნოზის მქონე პაციენტებს აერობიკა და კუნთების ვარჯიში ეხმარება, ვარჯიში ასევე ხელს უწყობს მობილურობის, ფუნქციონირების და განწყობის გაუმჯობესებას, ყოველდღიურ საქმიანობაში, დამოუკიდებლად მუშობას და სოციალურ აქტივობებში  ჩართვას. ფიზიკური აქტივობა ართრიტით დაავადებულ პაციენტებს ასევე ეხმარება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების (გულის დაავადება, დიაბეტი, სხვ.) ეფექტურად მართვაში. ძალიან სასარგებლოა ფეხით სიარული, ველოსიპედით მოძრაობა და წყლის ვარჯიშები. თანამედროვე რეგულაციით ართრიტის მქონე პაციენტებისათვის კვირის განმავლობაში  რეკომენდირებულია 150 წუთი (2.5 საათი)  საშუალო ინტენსივობის ფიზიკური ვარჯიში, რაც შეიძლება ნელნელა იქნას მიიღწეული 30 წუთიანი ვარჯიშით მინიმუმ 5 დღის განმავლობაში.
საქართველოში აღინიშნება როგორც მთლიანი ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობების კლასის, ასევე ანთებითი პოლიართროპათიების და ართროზების დაავადების და ავადობის მაჩვენებლების ზრდის ტენდენცია, როგორც მთლიან მოსახლეობაში, ასევე ბავშვებში. 2011 წლის მონაცემებით 100,000 მოსახლეზე დაავადების მაჩვენებელი - 2045.3, ხოლო ბავშვებში 706.5-ია.
დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ლინკზე:

CDC. Prevalence of doctor-diagnosed arthritis and arthritis-attributable activity limitation—United States, 2007–2009. MMWR 2010;59:1261–5.


1. CDC. Prevalence and most common causes of disability among adults—United States, 2005. MMWR 2009;58:421–6.
2.    Hootman JM, Helmick CG. Projections of US prevalence of arthritis and associated activity limitations. Arth Rheum 2006;54:226–9.
3. US Department of Health and Human Services. Physical Activity Guidelines Advisory Committee report, 2008. Washington, DC: US Department of Health and Human Services; 2008. Available at http://www.health.gov/paguidelines/committeereport.aspx . Accessed August 28, 2012.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO