239 89 46   მოგვწერეთ
 
 
მხედველობის მსოფლიო დღე

11 ოქტომბერი, 2012

მხედველობის მოფლიო დღე ყოველწლიურად ოქტომბრის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება. ამ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება  სიბრმავისა და მხედველობადაქვეითებულ პირთა რეაბილიტაციის  საკითხებისადმი არის  მიპყრობილი. მხედველობის მსოფლიო დღის აღნიშვნაში მონაწილეობას იღებს ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც  მხედველობის დარღვევებისა და მისი პრევენციის საკითხებზე მუშაობს. ეს დღე სიბრმავის პრევენციის გლობალური ინიციატივის „ხედვა 2020: მხედველობის  უფლება“ პროპაგანდისტული ღონისძიებაა. ამ ინიციატივის ავტორები არიან  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია  და სიბრმავის პრევენციის საერთაშორისო სააგენტო.  

http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_sight_day/ru/index.html


10 ფაქტი სიბრმავისა  და მხედველობის დარღვევების შესახებ

ფაქტი 1
მსოფლიოში დაახლოებით 285 მილიონ ადამიანს აღენიშნება მხედველობის დაქვეითება, მათგან 39 მილიონი ადამიანი უსინათლოა.
ფაქტი 2
121 მილიონ ადამიანს აღენიშნება მხედველობის დაქვეითება რეფრაქციის არაკორექტირებული ანომალიების  გამო (ახლომხედველობა, შორსმხედველობა ან ასტიგმატიზმი). თითქმის ყველა ამ ადამიანს შეიძლება აღუდგეს ნორმალური მხედველობა სათვალის, კონტაქტური ლინზების გამოყენებით ან რეფრაქციული ქირურგიული ჩარევით.
ფაქტი 3
იმ ადამიანთა 90%, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დარღვევები, ცხოვრობს დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.
ფაქტი 4
სიბრმავის შემთხვევათა 51% განპირობებულია ასაკობრივი კატარაქტით, რაც წარმოადგენს სიბრმავის ძირითად მიზეზს.
ფაქტი 5
კატარაქტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობა და რეფრაქციის ანომალიების კორექცია არის ერთ–ერთი ხარჯთეფექტური ინტერვენცია.
ფაქტი 6
იზრდება ასაკის მატებასთან დაკავშირებული მხედველობის დარღვევების და სიბრმავის შემთხვევების რიცხვი, აგრეთვე სიბრმავის შემთხვევები, რომელიც განვითარდა დიაბეტის არასათანადო   მკურნალობის  გამო.
ფაქტი 7
ზრდასრულ ადამიანებში შეიძლება მოხდეს  სიბრმავის შემთხვევის 80% –ის  პრევენცია და მკურნალობა. ბავშვებში სიბრმავის ძირითადი მიზეზები შეიძლება იყოს კატარაქტა, დღენაკლულთა  რეტინოპატია და A ვიტამინის დეფიციტი.
ფაქტი 8
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალისხმევით ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიბრმავის  შემთხვევათა რიცხვი შემცირდა. ტრახომით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი, რომელიც სიბრმავის გამომწვევი მიზეზია, შემცირდა 360 მილიონიდან (1985წ.) 40 მილიონამდე.
ფაქტი 9
გათვლებით დადგენილია, რომ 15 წლამდე ასაკის დაახლოებით 1.4  მილიონი ბავშვი უსინათლოა. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა სიბრმავის შემთხვევების ნახევარზე მეტი შეიძლება  იქნას აცილებული ბავშვთა ადრეულ ასაკში ადექვატური მკურნალობით  და ისეთი თანდაყოლილი ანომალიების კორექციით, როგორიცაა კატარაქტა და გლაუკომა. 
ფაქტი 10
ათწლეულების მანძილზე ჯანმო თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს სიბრმავის ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად, იმ მიზეზებისა, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია. ამას ჯანმო ახორციელებს სახელმწიფოების დონეზე ტექნიკური დახმარების, მონიტორინგისა და კოორდინაციის საფუძველზე.

http://www.who.int/features/factfiles/blindness/blindness_facts/en/index.html

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO