239 89 46   მოგვწერეთ
 
 
სისხლის დონორის მსოფლიო დღე 2012

სისხლის დონორის მსოფლიო დღე 2012
"ყველა დონორი გმირია“

2012 წლის 14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება სისხლის დონორთა მსოფლიო დღე, რომლის მიზანს წარმოადგენს   უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც  ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. 
ყოველწლიურად სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, პაციენტებს ეხმარება სიცოცხლის ხანგრძლივობისა და  ხარისხის   გაუმჯობესებაში და აგრეთვე  რთული სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში.
ბევრ ქვეყანაში სისხლზე მოთხოვნა აღემატება არსებულ მარაგს და სისხლის სამსახურები ხშირად აწყდებიან საჭირო ოდენობით სისხლის მარაგის შექმნის პრობლემას სისხლის ხარისხისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით.
დღესდღეობით 62 ქვეყანაში სისხლის ეროვნული მარაგი 100%–ით (ან 99,9%) ეფუძნება სისხლის ნებაყოფლობით  და უანგარო დონაციას. თუმცა 40 ქვეყანა კვლავ არის დამოკიდებული ოჯახის წევრებზე და ფასიან დონორებზე.  ნებაყოფლობითი და უანგარო დონორები უზრუნველყოფენ ამ ქვეყნების სისხლის მარაგის 25%–ზე ნაკლებს.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიზანია, ყველა ქვეყანაში  2020 წლისთვის  სისხლის მარაგი შეიქმნას მხოლოდ ნებაყოფლობითი და უანგარო დონორების მიერ გაცემული სისხლით.
2012 წლის სისხლის დონორთა მსოფლიო დღის კამპანიის თემად შეირჩა ყველა დონორი გმირია, რომელიც ფოკუსირდება იმ იდეაზე, რომ თითოეული ჩვენგანი შეიძლება გახდეს გმირი, თუ გასცემს  სისხლს.  ეს თემა გამოხატავს პატივისცემას იმ  თავმდაბალი ადამიანების მიმართ, რომლებიც სისხლის დონაციით ყოველდღიურად  ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფენ. ეს თემა  მოუწოდებს მთელ მსოფლიოში უფრო მეტ ადამიანს, რომ ნებაყოფლობით და რეგულარულად გაიღონ სისხლი. 

2012 წლის კამპანიის მიზნებია:

  • მადლიერება გამოხატონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გასცემენ სისხლს და აამაღლონ მათი თვითშეფასება, რომ კვლავ  რეგულარულად გააგრძელონ სისხლის გაცემა;
  • შთააგონონ ის ადამიანები, რომლებიც არ გასცემენ სისხლს და არიან ჯანმრთლნი, რომ გახდნენ დონორები;
  • დაარწმუნონ სისხლის სამსახურების პერსონალი, რომ მათ მუდამ, როდესაც დონორები აბარებენ სისხლს, გამოხატონ მადლიერება მათი „გმირული“ საქციელის მიმართ;
  • დაარწმუნონ ჯანმრთლობის დაცვის სამინისტროები, რომ გამოხატონ მათი მაღალი შეფასება და მადლიერება სისხლის დონორების მიმართ და უზრუნველყონ სათანადო რესურსები, რომ გადავიდნენ სისხლის 100 პროცენტიან  ნებაყოფლობით და უანგარო დონაციაზე;


სისხლის გაცემისთვის არახელსაყრელი  პირობების მიუხედავად  გმირები ყოველდღიურად აკმაყოფილებენ სისხლის გადასხმის გადაუდებელ მოთხოვნას, რომლებიც სხვა ადამიანების მოთხოვნას  აყენებენ თავიანთ პირად მოთხოვნაზე მაღლა.  სისხლის ნებაყოფლობითი დონორები არიან საზოგადოების  სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, ცხოვრობენ სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა პირობებში, არიან სხვადასხვა აღმსარებლობისა და ასაკის. გამოხატავენ რა თავიანთ ნებას, რომ უანგაროდ გასცენ სისხლი, ეს ადამიანები ჩადიან „გმირულ“ საქციელს და გამოხატავენ ადამიანურ სოლიდარობას სხვა ადამიანების მიმართ მათი სიცოცხლის გადასარჩენად. ზოგიერთი მათგანი ამას აკეთებს მრავალჯერ რამდენიმე ათწლეულის მანძილზე.
ყოველ წელს ხდება მასპინძელი ქვეყნის შერჩევა, რომელიც ორგანიზებას  უწევს გლობალური ღონისძიების ჩატარებას. ეს ღონისძიება ექცევა სისხლის დონორთა მსოფლიო დღის საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის ცენტრში. 2012 წელს გლობალური ღონისძიება ჩატარდება სეულში, კორეის რესპუბლიკა. ღონისძიება ორგანიზებული  იქნება კორეის წითელი ჯვრის საზოგადოებისა და კორეის რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ.


ერთობლივი მუშაობა სისხლის დონორთა მსოფლიო დღის ჩასატარებლად

თქვენი მონაწილეობა და მხარდაჭერა დაგვეხმარება, რომ უზრუნველყოფილ იყოს  სისხლის დონორთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება, რაც მთელ მსოფლიოში ხელს შეუწყობს  ღრმად გააზრებას იმისა, რომ სისხლის დონორობა არის სოლიდარობის გმირული აქტი, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. სისხლის დონორთა მსოფლიო დღის წარმატებით ჩასატარებლად მივესალმებით დაინტერესებული პარტნიორების ენთუზიაზმს და მათ მონაწილეობას ყველა დონეზე.  საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია, სისხლის დონორთა ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია, სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოება, დონორთა რეკრუტირების სპეციალისტთა ასოციაცია, AABB და სხვა ორგანიზაციები აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, რომ უზრუნველყოფილ იქნას თავისი წევრების  მხარდაჭერა  ამ საქმიანობის განხორციელების საქმეში.  

კვირეულის ღონისძიებების მხარდამჭერები არიან:

  • თბილისის სისხლის ბანკები;
  • სტუდნეტური თვითმმართველობები - ევროპის მედიკოს სტუდნეტთა ასოციაციის (ემსა) წევრები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს დავით აღმაშენებლის  სახ. უნივერსიტეტი და თბილისის სამედიცინო აკადემია;
  • ჯანდაცვის განვითარების ახალაზრდული ორგანიზაცია (ჯგაო)
  • BloodSource, კალიფორნიის შტატის სისხლის ბანკი
  • გლობალჰილინგი, კალიფორნიის შტატი, აშშ
  • რესტორანთა ქსელი „მაკდონალდსი“ 
  • „ბარამბო“
  • „ქოლგეითი“
  • „აორა“

 

სისხლის დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიეების კვირეული

11-15 ივნისი, 2012 წ.

11 ივნისი, 11 სთ

სტუდენტური აქცია (ევროპის მედიკოს სტუდნეტთა ასოციაციის წევრები) - სისხლის უანგარო დონორები სისხლის
ჩააბარებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
მე-3 კორპუსი, 1 სართული (აქცია იგეგმება სტუდნეტური თვითმმართველობების მიერ ორგანიზებული კონცერტის თანხლებით).
12 ივნისი, 12 სთ

უანგარო რეგულარული  დონორების დაჯილდოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიდი საკონფერენციო დარბაზი, II სართული

12 ივნისი, 13 სთ    კალიფორნიის სისხლის ბანკის „ბლადსორსის“ წარმომადგენლების შეხვედრა სისხლის ბანკების წარმომადგენლებთან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უანგარო დონაციის თემაზე   
13 ივნისი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები სისხლს ჩააბარებენ შ.პ.ს. სისხლის ბანკში

13 ივნისი, 11 სთ

სტუდენტური აქცია - (ევროპის მედიკოს სტუდნეტთა ასოციაციის წევრები) -  საქართველოს დავით აღმაშენებლის  სახ. უნივერსიტეტი (სდასუ) და სამედიცინო აკადემიის სტუდენტები სისხლის ჩააბარებენ  სდასუ-ში.
ჭავჭავაძის 25, I სართული
(აქცია იგეგმება სტუდნეტური თვითმმართველობების მიერ ორგანიზებული კონცერტის თანხლებით).
14 ივნისი თბილისის მერიის თანამშრომლები სისხლს ჩააბარებენ შ.პ.ს. სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურში
14 ივნისი კლინიკა „ავერსის“აქცია - კლინიკის თანამშრომლები სისხლს ჩააბარებენ ადგილზე (კლინიკაში)
14 ივნისი წითელი ჯვრის საზოგადოების ეგიდით ქალაქში გადაადგილდება ღია ტიპის მიკრო-ავტობუსი უანგარო დონორობის მხარდამჭრი მოწოდებებით და გაავრცელებენ საინფორმაციო ფურცლებს.
15 ივნისი, 11 სთ  
სტუდენტური აქცია - (ევროპის მედიკოს სტუდნეტთა ასოციაციის წევრები) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სისხლის ჩააბარებენ თსუ-ში, 1 კორპუსი, 101 აუდიტორია. აქცია იგეგმება სტუდნეტური თვითმმართველობების მიერ ორგანიზებული კონცერტის თანხლებით.
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO