239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

10 ოქტომბერი, 2012

ყოველი წლის 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთლობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ფსიქიკურ ჯანმრთლობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ფსიქიკური ჯანმრთლობის მსოფლიო დღის აღნიშვნა ხელს უწყობს როგორც ფსიქიკური პრობლემების შესახებ ღია დისკუსიას, ასევე ფსიკიქური დარღვევების პრევენციასა და მკურნალობაში ინვესტიციების სტიმულირებას. წელს ამ დღის თემაა: „დეპრესია: გლობალური კრიზისი“. 
მსოფლიოში დეპრესიით ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის 350 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები, ბევრ ქვეყანაში ფსიქიკური დარღვევების მკურნალობა კვლავ რჩება პრობლემად, ზოგიერთ ქვეყანაში კი პაციენტთა მხოლოდ 10% იღებს ადექვატურ მკურნალობას.
http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_mental_health_day/en/index.html

 

10 ფაქტი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

ფაქტი 1
ფსიქიკური აშლილობის შემთხვევების ნახევარზე მეტი 14 წლის ასაკამდე იწყება. დადგენილია, რომ მსოფლიოში ბავშვთა და მოზარდთა დაახლოებით 20% – ს აღენიშნებათ ფსიქიკური დარღვევები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა კულტურებში შეიმჩნევა მსგავსი ტიპის დარღვევები. დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ყოველ 1–4 მილიონ ადამიანზე მხოლოდ ერთი ბავშვთა ფსიქიატრი მოდის.
ფაქტი 2
დეპრესიას ფსიქოლოგიურ, ქცევით და ფიზიკურ სიმპტომებთან ერთად ახასიათებს მუდმივი მოწყენილობა და ინტერესის დაკარგვა.
ფაქტი 3
ყოველწლიურად საშუალოდ დაახლოებით 800 000 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. ამ შემთხვევათა 86% დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებზე მოდის. ნახევარზე მეტი იმ ადამიანთა საშუალო ასაკი, რომლებიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთარებს, 15–44 წელს შეადგენს. თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დარეგისტრირებულია მამაკაცებში, რომლებიც ცხოვრობენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ფსიქიკური აშლილობა არის თვითმკვლელობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი.
ფაქტი 4
ომები და სტიქიური უბედურებები დიდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მათ ფსიქოსოციალურ კეთილდღეობაზე. ამ დროს, როგორც წესი, ფსიქიკური აშლილობის შემთხვევების რიცხვი ორმაგდება.
ფაქტი 5
ფსიქიკური აშლილობა გადამდები და არაგადამდები დაავადებების ერთ–ერეთ რისკ ფაქტორს წარმოადგენს. ეს დაავადება შეიძლება გახდეს აგრეთვე შემთხვევითი და მიზანმიმართული ტრავმის მიზეზი.
ფაქტი 6
ფსიქიკურ დარღვევებთან დაკავშირებულ სტიგმასა და პაციენტებისა და მათი ოჯახების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის გამო ადამიანები ერიდებიან მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ფსიქიკური აშლილობის მიზეზად ასახელებს სტრესს ან ნებისყოფის არქონას, ვიდრე სამედიცინო ხასიათის დარღვევებს. კვლევამ აჩვენა აგრეთვე, რომ სტიგმის დონე უფრო მაღალია ურბანულ რაიონებში და მაღალი დონის განათლების მქონე ადამიანთა შორის.
ფაქტი 7
უმეტეს ქვეყნებში რეგულარულად რეგისტრირდება ფსიქიატრიული პაციენტების ადამიანური უფლებების დარღვევის ისეთი ფაქტები როგორიცაა თავისუფლების შეზღუდვა, იზოლირება, ძირითადი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა და პირად ცხოვრებაში ჩარევა. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც სათანადოდ იცავს ფსიქიკური დაავადებებით შეპყრობილ ადამიანთა უფლებებს.
ფაქტი 8
მთელ მსოფლიოში აღინიშნება ფსიქიკური ჯამრთელობის სფეროში დასაქმებული კვალიფიციური ადამიანური რესურსების არათანაბარი გადანაწილება. დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ფსიქიატრების, ფსიქიატრიის სფეროში სპეციალიზირებული მედდების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების ნაკლებობა ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ადექვატურ მკურნალობასა და მოვლას. დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ყოველ 100 000 ადამიანზე 0.05 ფსიქიატრი და 0.42 მედდა მოდის. ფსიქიატრთა რაოდენობა მაღალი შემოსავლების ქვეყნებში 170–ჯერ მეტია, ხოლო მედდების რაოდენობა – 70–ჯერ.
ფაქტი 9
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის საჭიროა გადალახულ იქნას შემდეგი 5 ძირითადი ბარიერი:
• ფსიქიკური ჯანმრთელობის არარსებობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დღის წესრიგში; არასათანადო დაფინანსება
• ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურის არსებული ორგანიზაცია
• პირველადი ჯანდაცვის რგოლში მისი ინტეგრაციის არარასებობა
• ადამიანური რესურსების ნაკლებობა
• ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ლიდერობის არარასებობა

ფაქტი 10
მთავრობებმა, დონორებმა და ჯგუფებმა, რომლებიც წარმოადგენენ ფსიქიკური ჯანმრთლობის სფეროში მომუშავეთა ინტერესებს, პაციენტებმა და მათმა ოჯახებმა უნდა იმოქმედონ ერთობლივად ფსიქიკური ჯანმრთლობის სამსახურებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. საჭირო ფინანსური რესურსები შედარებით მცირეა: წელიწადში კაცზე 2 აშშ დოლარი დაბალი შემოსავლების ქვეყნებში და 3–4 აშშ დოლარი – საშუალო შემოსავლების იმ ქვეყნებში, რომლებიც დაბალი შემოსავლების ქვეყნების დონეს უახლოვდება.

http://www.who.int/features/factfiles/mental_health/mental_health_facts/en/index9.html

 

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO