239 89 46   მოგვწერეთ
 
 
გულის მსოფლიო დღე

გულის მსოფლიო დღე

 29 სექტემბერი

"ერთი სამყარო, ერთი ოჯახი, ერთი გული" 

გულის მსოფლიო დღე პირველად 2000 წელს ჩატარდა, რათა მსოფლიო მოსახლეობისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გულის დაავადებები და ინსულტი სიკვდილის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენდა მსოფლიოში. 2008 წელს ამ დაავადებებს 17,3 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აქედან 7.3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა გულის კორონარული დაავადებით, ხოლო 6.2 მილიონი კი ინსულტით. კარდიოვასკულური დაავადებებით სიკვდილის შემთხვევათა 80% დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებზე მოდის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, 2030 წლისათვის, კარდიოვასკულური მიზეზებით გარდაიცვლება 23.6 მილიონი ადამიანი. მსოფლიოს გულის ფედერაცია, თავის წევრებთან ერთად, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნაადრევი სიკვდილის სულ ცოტა 80%ის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ძირითადი რისკ ფაქტორები თამბაქო, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება გაკონტროლდება. გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს აღინიშნება. მსოფლიოს გულის ფედერაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ამ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწყობს რიგ ნაციონალურ ღონისძიებებს, რომლებიცაა საჯარო საუბრები, სკრინინგი, სვლა და სირბილი, სამეცნიერო შეხვედრები, სატელევიზიო შოუები, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები. გულის მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია: · „ერთი სამყარო“ – გაეროს მაღალი დონის შეხვედრა, 2011 წლის სექტემბერს ორიენტირებულია არაგადამდები დაავადებების მართვის საკითხებზე. გულის მსოფლიო დღე შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს მსოფლიო ჯანმრთელობის დღის წესრიგში არაგადამდები დაავადებების განსაკუთრებული როლის შესახებ გზავნილების გავრცელებისთვის. · „ერთი ოჯახი“ – 2011 წელს გულის მსოფლიო დღის ფოკუსი კარდიოვასკულური რისკის შემცირებაა, პერსონალურ და ოჯახის დონეზე ჯანსაღი კვების, ფიზიკური დატვირთვის ოპტიმალური რეჟიმისა დანერგვისა და თამბაქოზე უარის თქმის გზით. · „ერთი გული“ ჯანმრთელი გული ყველა ეროვნების ადამიანისთვის. მსოფლიო ლიდერების მიერ, კარდიოვასკულური დაავადებების პრევენცია და კონტროლი სიმსივნეებთან, ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებთან და დიაბეტთან ერთად, პრიორიტეტადაა აღიარებული. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა კარდიოვასკულური დაავადების წინააღმდეგ გასცდეს პოლიტიკურ დონეს. მსოფლიოს თითოეულ მოსახლეს შეუძლია შეამციროს კარდიოვასკულური დაავადების ტვირთი, მისი რისკ ფაქტორების უკეთ გააზრებით და შესაბამისი ქცევის ცვლილებით. ოჯახი საუკეთესი ადგილია გაჯანსაღების დასაწყებად. ოჯახური აქტივობები, როგორიცაა ჯანსაღად კვება, ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია და თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყობა ოჯახში, კარდიოვასკულური დაავადებების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს გულის ფედერაცია და მისი წევრები, წლევანდელი გულის მსოფლიო დღის ფოკუსირებას ახდენენ ოჯახებში კარდიოვასკულური დაავადებების რისკ ფაქტორების შემცირებაზე. კარდიოვასკულურ დაავადებათა რისკფაქტორები:

· მაღალი არტერიული წნევა

· ჭარბი წონა და სიმსუქნე

· სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის მაღალი დონე

· ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი მიღება

· თამბაქოს მოხმარება

· დაბალი ფიზიკური აქტივობა

· დიაბეტი ანამნეზში

 

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO