239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ლაბორატორიის შესახებ

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორია ინფექციური პათოლოგიების გამომწვევებზე მომუშავე უმთავრესი დაწესებულებაა საქართველოში. მისი საერთაშორისო ავტორიტეტი, უდიდესი სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი და სპეციალისტთა გუნდის მაღალი კვალიფიკაცია განპირობებულია განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილებით, მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებთან მჭიდრო ურთიერთობით და პერსონალის გადამზადების პროცესის უწყვეტობით.
ლაბორატორიაში შეერწყა ერთმანეთს განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან მუშაობის ტრადიციული ქართული გამოცდილება და უახლესი ტექნოლოგიები, აქ გაერთიანდნენ ერთ გუნდად ქართული მიკრობიოლოგიური სკოლის თვალსაჩინო მოღვაწეები და მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიების პროფესიონალები.
ლაბორატორიის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად უნდა ჩაითვალოს ჩვენი ჩართვა ამერიკის მთავრობის მიერ განხორციელებულ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამაში. ამ მიმართულებით ამოქმედდა პროექტები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ახალი შესაძლებლობები შექმნეს ჩვენს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
ლაბორატორიაში 50-მდე კვალიფიციური სპეციალისტი მუშაობს, რომლებიც დაკისრებული ფუნქციებისა და სპეციალიზაციის შესაბამისად სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში არიან განაწილებულნი.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO