239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ხშირად დასმული კითხვები

ზოგადი ინფორმაცია

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე

რა არის ანტიბიოტიკები?

ანტიბიოტიკები, ანუ ანტიმიკრობული პრეპარატები, მედიკამენტებია, რომლებიც კლავენ ბაქტერიებს ან ხელს უშლიან მათ გამრავლებას. ისინი ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეულ დაავადებებთან საბრძოლველად გამოიყენება. ანტიბიოტიკების გარეშე, ეს ინფექციები ფატალური გახდება. ანტიბიოტიკები მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა. ისინი უკვე 70 წელზე მეტია გამოიყენება და „სამედიცინო სასწაულადაა“ მიჩნეული. ვრცლად


2014-15  წლების გრიპის აქტიურ სეზონზე  ეპიდზედამხედველობის  მიზნით გასატარებელი ღონისძიებები 

2014-15  წლების გრიპის აქტიური სეზონის (წლის 40 კალენდარული კვირიდან - მომდევნო წლის 20 კალენდარულ კვირის ჩათვლით) დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებისა და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების ურთიერთანამშრომლობით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების ეპიდზედამხედველობის  მიზნით.  ვრცლად


 

CDC ძირითადი გზავნილები, ებოლას ვირუსული დაავდება, დასავლეთ აფრიკა

ძირითადი გზავნილები

ეს არის ებოლას ყველაზე დიდი ეპიდაფეთქება ისტორიაში და პირველი დასავლეთ აფრიკაში;

ეპიდსიტუაცია დასავლეთ აფრიკაში უარესდება, მაგრამ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC/Atlanta), აშშ-ის სამთავრობო სააგენტოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მუშაობს ცვალებადი სიტუაციისთვის საპასუხო აქტიურ ღონისძიებებზე ვრცლად


ხშირად დასმული კითხვები ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შესახებ

1. რა არის ებოლას ვირუსი?

ებოლას ვირუსით (წარსულში ცნობილი იყო, როგორც ებოლას ჰემორაგიული ცხელება)  გამოწვეული დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხშირად ფატალურად; ლეტალობა 90%-ს აღწევს. ავადმყოფობა ვრცელდება ადამიანებსა და პრიმატებში (მაიმუნი, გორილა და შიმპანზე). ვრცლად


 

ხშირად დასმული კითხვები მარილთან დაკავშირებით

კითხვა: ბავშვებსაც შეზღუდული რაოდენობით მარილი უნდა მიეცეთ?

პასუხი: დიახ. რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდება ბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე. ვრცლად


მოძრაობა წესების დარღვევის გარეშე! 

ჯანდაცვის ექსპერტების განმარტებით ისეთი რეგულარული ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ფეხით სიარული, მკვეთრად ამცირებს გულის დაავადებების, კიბოს, დიაბეტის, სიმსუქნის განვითრების ალბათობას. თუმცა, მეორეს მხრივ, მსოფლიოში უამრავი ადამიანის სიკვდილის და ინვალიდობის მიზეზი სწორედ რომ ფეხით სიარული ხდება. ვრცლად


როგორ დავიცვათ თავი  სიცხისა და მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან?

ზედმეტად ცხელ ამინდში შესაძლოა ადამიანის ორგანიზმის დამცავმა სისტემებმა ვერ უზრუნველყოს სხეულის შესაბამისი გაგრილება და განვითარდეს სითბური დაავადებები, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დამთავრდეს. ვრცლად


გაატარეთ ზაფხული უსაფრთხოდ და ჯანმრთელად!

ზაფხული ყოველთვის დასვენებასთან, ძალების აღდგენასთან და თავგადასავლებთან ასოცირდება, თუმცა წლის ამ სეზონზე ბევრი საშიში ინფექციით დაავადების და სხვადასხვა ტრავმების მიღების რისკი განსაკუთრებულად იზრდება.  დასვენებასთან ერთად თუ გაითვალისწინებთ მარტივ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც ძნელი არ არის თავიდან აიცილებთ ისეთ ინფექციებს, როგორიცაა: A ვირუსული ჰეპატიტი, სალმონელოზი ვრცლად


წყლით გადაცემადი დაავადებებისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციების პროფილაქტიკა

ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათარეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია გარემოში მაღალტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან ვრცლად


ფრთხილად ჯილეხი (ციმბირული წყლული)

ჯილეხი (ციმბირის წყლული) ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა. ჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი  ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა. ინფიცირებული ცხოველი გარემოში შარდითა და ფეკალიებით გამოყოფს გამომწვევს, ნიადაგში სპორებად გარდაიქმნება და ათეული წლობით ინარჩუნებს დაავადების გამოწვევის უნარს. ვრცლად


ჰეპატიტი

B  ჰეპატიტი

  • B  ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ღვიძლს და იწვევს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ დაავადებას;
  • ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული ადამიანისაგან სისხლისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების საშუალებით;
  • B  ჰეპატიტის შედეგად ყოველწლიურად კვდება 780 000-ზე მეტი ადამიანი;
  • B  ჰეპატიტი წარმოადგენს  მნიშვნელოვან პროფესიულ საფრთხეს სამედიცინო პერსონალისათვის;
  • 240 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადებულია B  ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციით. ვრცლად

 


ეპიდსიტუაციის პროგნოზი 2104 წლის ზაფხულის თვეებისათვის

პროგნოზი იმუნიზაციით მართვადი ინფექციების მხრივ (რომელთა წინააღმდეგ არსებობს ეფექტური ვაქცინები და ქვეყანაში ტარდება რუტინული იმუნიზაცია) დიფთერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ყივანახველა, ყბაყურა, ჰეპატიტი B ბავშვებში - კეთილსაიმედოა. პოლიომიელიტის ადგილობრივი შემთხვევები არ უნდა აღმოცენდეს, შესაძლებელია დიფთერიის ერთეული შემთხვევების გამოვლენა ვრცლად


ხშირად დასმული კითხვები A(H7N9) გრიპის ვირუსით ადამიანების დაინფიცირების შესახებ, ჩინეთი

2013 წლის 5 აპრილის  განახლებული მონაცემები (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია)

1. რა არის A(H7N9) გრიპის ვირუსი?

A H7 გრიპის ვირუსები მიეკუთვნება გრიპის ვირუსების ისეთ ჯგუფს, რომელიც ჩვეულებრივ ცირკულირებს ფრინველებს შორის.  A(H7N9) გრიპის ვირუსი არის H7 ვურისების ფართო ჯგუფის ერთ-ერთი ქვეჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ H7 ვირუსები (H7N2, H7N3 და H7N7) იშვიათად იწვევდა ადამიანის ინფიცირების შემთხვევებს, ჩინეთიდან შეტყობინების მიღებამდე, H7N9 ვირუსით ადამიანის დაავადების შემთხვევა არასდროს ყოფილა შეტყობინებული. ვრცლად


ხშირად დასმული კითხვები რკინის დეფიციტთან დაკავშირებით: 

რა არის რკინის დეფიციტი და რამდენად საზიანოა იგი ორგანიზმისთვის?

რკინა არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემ ენტი ადამიანის ორგანიზმში. ის წარმოადგენს ასეულობით  ცილოვანი მოლეკულისა და ფერმენტის აუცილებელ კომპონენტს. ჰემოგლობინი და მიოგლობინი არის რკინის შემცველი პროტეინები, რომლებიც ჩართულნი არიან ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და შენახვაში. ჰემოგლობინზე მოდის ორგანიზმში არსებული რკინის მთლიანი რაოდენობის 2/3. ჰემოგლობინის სასიცოცხლო ფუნქცია არის ჟანგბადის ტრანსპორტირება ფილტვებიდან მთელ ორგანიზმში, ხოლო მიოგლობინს აქვს ჟანგბადის კუნთებში შეტანისა და მცირე ხნით შენახვის ფუნქცია, იმისათვის, რომ გამოიყენოს კუნთების მუშაობის დროს. რკინა მონაწილეობს აგრეთვე დნმ-ს სინთეზში და სხვა სასიცოცხლო ფუნქციებში (იმუნური ფუნქცია, ზრდა, რეპროდუქცია და სხვა). ვრცლად


ხშირად დასმული კითხვები ფოლიუმის მჟავასთან დაკავშირებით:

რას წარმოადგენს ფოლიუმის მჟავა და რატომაა ის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისათვის?

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლიუმის მჟავა  პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოება. ვრცლად

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO