239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ჯანმრთელობის ხელშეწყობა

გრიპის სეზონი იწყება 

გრიპი მწვავე ვირუსული ინფექციაა რომელიც ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. იგი ცირკულირებს მთელს მსოფლიოში და იწვევს ეპიდემიებს. მას აქვს უნარი დააინფიციროს ადამიანები ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. სეზონურ ეპიდემიებთან ერთად, გრიპის ახალი ქვეტიპის აღმოცენებისთანავე შესაძლებელია გრიპის პანდემიის დაწყება. გრიპი ადვილად მოგზაურობს. ჩვეულებრივ, ჰაერის საშუალებით ვრცელდება ვრცლად


 ფსიქიკური ჯანმრთელობა - სად გადის ზღვარი? 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობაა და არა მხოლოდ დაავადებებისა და ფიზიკური დეფექტების არარსებობა. თავის მხრივ, „ფიზიკური ჯანმრთელობა“ ადამიანის ბიოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმის ყველა ორგანო სრულფასოვნად ასრულებს თავის ფუნქციას. ხოლო, ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი  ვრცლად


დეპრესია[i]

რა არის დეპრესია?

დეპრესია დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ემართება და თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. ვრცლად


უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით მსოფლიოში ყოველწლიურად  საშუალოდ 1.24 მილიონი ადამიანი იღუპება. მსხვერპლთა უდიდესი წილი მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის და 15–29 ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს. საგზაო შემთხვევებით დაზარალებულთა 22% ქვეითად მოსიარულეები,  მათ შორის კი, უმეტესად  ბავშვები და მოზარდები არიან. ვრცლად


 რეკომენდაციები საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში  ვაქცინაციით მართვად დაავადებებთან მიმართებაში

გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ასევე ეპიდემიის დაწყების  თავიდან აცილების მიზნით,  საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში. ეს  აუცილებელია  როგორც საკუთარი, ასევე სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე ვრცლად


რეკომენდაციები საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო  აწესებულებებში  სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უხრუნველყოფისათვის

სკოლისა და საბვშვო ბაღის გარემოს სიჯანსაღეს გადამწყვეტი როლი ენიჭება ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის ეფექტურობისათვის. ამ მიზნით სკოლის/ბაღის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, რაც თავის მხრივ სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისაგან პრევენციის ხელშემწყობია ვრცლად


რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს ჯანდაცვის პროფესიონალებისა და მომვლელებისთვის:

სითბური დაავადებების და სიკვდილობის რისკ-ფაქტორი

საზოგადოების ინფორმირებისას მნიშვნელოვანია განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს იმ პოპულაციურ ჯგუფებზე და ასევე მათ მომვლელებზე, რომლებიც სითბური დაავადებებისა და სიკვდილობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: მაგ., ხანდაზმულები ან ადამიანები ქრონიკული დაავადებებით. ვრცლად


რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

  • შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის  08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ვრცლად

ოთახში ტემპერატურის შემცირების გზები ცხელი ამინდის პირობებში

გაზომვები

კომენტარები

თერმომეტრის გამოყენება შიდა ტემპერატურის გასაზომად

გაზომეთ ოთახის ტემპერატურა 8:00-10:00 სთ დროის შუალედში, 13:00 საათზე და ღამე 22:00 საათის შემდეგ.  ოთახის ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს 320C-ს დღის განმავლობაში და  320 C-ს ღამის განმავლობაში

ვრცლად


ცხელ პერიოდებში მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავი რეკომენდაციები:

ბიოსაწვავის (ტყის მასივების) არასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით და გოგირდის დიოქსიდით და ორგანული მინარევებით.

ვრცლად


ძუძუს კიბო

ძუძუს კიბოს სკრინინგი და მისი მნიშვნელობა
მითები ძუძუს კიბოს შესახებ
ძუძუს კიბოს გამოვლენის გზები
რისკ-ფაქტორები
ადრეული დიაგნოსტიკა


სანიტარიისა და ჰიგიენის გადამწყვეტი როლი ჯანმრთელობისათვის

5 წლამდე ასაკის 200 მილიონზე მეტი ბავშვი ვერ აღწევს სრულყოფილ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას სიღარიბის, ჯანმრთელობის პრობლემების, ცუდი კვებისა  და არასწორი მოვლის გამო. /Sally Grantham-McGregor and colleagues, Lancet 369:60 2007/ მთელ მსოფლიოში, ბავშვთა სიკვდილობის გამომწვევი ორი მთავარი მიზეზის, დიარეისა და პნევმონიის თავიდან აცილება ხელების დაბანით არის შესაძლებელი. ვრცლად


ხელის დაბანის გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე: რანდომიზებული კონტროლ კვლევა

ავტორები: Luby SP1Agboatwalla MFeikin DRPainter JBillhimer WAltaf AHoekstra RM.

1 აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ინფექციური დაავადევბების ცენტრების, ბ აქტერიული და სოკოვანი დაავადებების სამმართველო, ატლანტა, აშშ

ჟურნალი:. Lancet. 2005 Jul 16-22;366(9481):225-33. ვრცლად


პირადი ჰიგიენის წესები ბავშვებისათვის

ხელების დაბანა - ინფექციური დაავადებებისაგან თავდაცვის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება!

უკვე ვიცით, რომ ისეთი საშიში დაავადებებით, როგორიცაა: ენტეროვირუსული მენინგიტი, A ვირუსული ჰეპატიტი, სალმონელოზი, დიზინტერია, ამებიაზი, გრიპი, სხვადასხვა პარაზიტული დაავადებები, ჰელმინთები და სხვა, ადამიანი ინფიცირდება: ჭუჭყიანი ხელებით, დაბინძურებული საკვებითა და სასმელი წყლით, გაურეცხავი ბოსტნეულითა და ხილით, უხარისხო საკვები პროდუქტებით, აქედან გამომდინარე ამ ინფექციების გავრცელების რისკის შესამცირებლად ყველაზე მნიშვნელოვანი და უბრალო საშუალება  ხელების  ხშირი და სწორი დაბანა ყოფილა. ვრცლად


იყავი სუფთა და ჯანმრთელი (მასწავლებლის სახელმძღვანელო)

შენი ხელები სუფთაა? (პოსტერი)

როდის, როგორ და რატომ დავიბანოთ ხელები


ინფორმაცია ვირუსული მენინგიტების შესახებ

13.05.2014

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში დაიწყო ვირუსული მენინგიტების რიცხვის მატებაც. ვირუსული მენინგიტების გამომწვევი მრავალია. ამასთან, ამჟამად მატება უპირატესად უკავშირდება ენტეროვირუსულ ინფექციას, რომელსაც 4-5 წლიანი ციკლურობა ახასიათებს და 2006, 2010 წლების  მატებათა შემდგომ მიმდინარე სეზონზე პროგნოზირებული იყო. დღეისთვის რეგისტრირებული შემთხვევების შესწავლით სახეზეა ინფექციის გავრცელება უპირატესად თბილისში, თუმცა გავრცელებას არ აქვს კონცენტრული და ფართო ხასიათი. ვრცლად


ვირუსული მენინგიტი

ვირუსული მენინგიტი ბაქტერიულ მენინგიტზე ნაკლებად მძიმედ მიმდინარეობს და არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას. იგი შესაძლოა დასრულდეს ფატალურად იმის მიხედვით, თუ რომელი ვირუსია გამომწვევი, რა ასაკის არის პაციენტი და დასუსტებულია თუ არა მისი იმუნური სისტემა. ვრცლად


ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება

დაავადება პირველად აღწერილ იქნა 1944 წელს ყირიმში და მას ყირიმის ჰემორაგიული ცხელება უწოდეს. 1969 წელს, შემჩნეულ იქნა, რომ ყირიმის ჰემორაგიული ცხელების გამომწვევი პათოგენი, 1956 წელს კონგოში აღმოჩენილი დაავადების იდენტური იყო. ამ ორი ადგილის კავშირმა მოგვცა დაავადებისა და ვირუსის ამჟამინდელი სახელწოდება. ვრცლად


ადამიანის  ფასციოლოზი 

 ფასციოლოზი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ზოონოზია. მისი ძირითადი გამომწვევებია ღვიძლის ორპირა (Fasciola hepatica) და გიგანტური ორპირაა (Fasciola gigantica).

ღვიძლის ორპირა პარაზიტობს ადამიანის, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, აგრეთვე ღორის, ვირის, ირმის, აქლემის და მღრღნელების ორგანიზმში.  გადაცემა ხდება მტკნარი წყლის მოლუსკის- მცირე ტბორულას (Lumnea trunkatula) მიერ. ვრცლად


ლეიშმანიოზი საქართველოში

ლეიშმანიოზებისსახელწოდების ქვეშ გაერთიანებულია დაავადებათა ჯგუფი, რომელთაგან ზოგი ანთროპონოზურ დაავადებას წარმოადგენს, ზოგიზოონოზურს. ცნობილია ადამიანის ლეიშმანიოზების სამი ფორმა: კანის ლეიშმანიოზი, კან-ლორწოვანების ლეიშმანიოზი და შინაგანი ორგანოების – ვისცერული ლეიშმანიოზი. ლეიშმანიოზების გამომწვევები პარაზიტული თვისების მქონე  უმარტივესებს წარმოდგენენ. ვრცლად


  მალარია და მისი გადაცემის გზები 

მალარია – ინფექციურ დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც იწვევს უმარტივესი სისხლის Plasmodium–ის გვარის პარაზიტები. მათი გადაცემა ბუნებრივ პირობებში  Anopheles–ის გვარის მდედრი კოღოების კბენის შედეგად ხდება.
ადამიანის მალარიით დაავადებას იწვევს Plasmodium-ის  4 სახეობა. მათ შორის მნიშვნელოვანი როლი  ენიჭებათ ტროპიკულსა-Plasmodium falciparum და სამდღიან მალარიას- Plasmodium vivax. ვრცლად


ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ტკიპისმიერი ვირუსით (ნაიროვირუსი) Bunyaviridae ოჯახიდან. CCHF ვირუსი იწვევს მძიმედ მიმდინარე ვირუსული ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქებებს 10-40% სიკვდილიანობით. ის ენდემიურია აფრიკაში, ბალკანეთში, შუა აღმოსავლეთსა და აზიის 50-ე ჩრდილოეთ პარალელის სამხრეთ მდებარე ქვეყნებში. ეს არეალი გამომდინარეობს ძირითადი გადამტანი ტკიპის გავრცელების გეოგრაფიული საზღვრიდან. საქართველოშიც, 2014 წლის იანვარში, ხაშურში დაფიქსირდა ლაბორატორიულად დადასტურებული ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევა. ვრცლად


დენგე - დაავადება, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელია!

დენგე არის ინფექცია, რომლის გადამტანია კოღო.  გვხვდება მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. ბოლო წლებში, ურბანულ და ნახევრად ურბანულ რაიონებში მისმა გავრცელებამ განსაკუთრებით იმატა, რაც საერთაშორისო ჯანდაცვისათვის  უდიდეს შემაშფოთებელ ფაქტორს წარმოადგენს. ბოლო ათწლეულებში, დენგეს ინციდენტობა მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა. ვრცლად


პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ყოვეწლიურად 20 მარტს პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ხელს უწყობს პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ხაზს უსვამს ჯანსაღი კბილების მნიშვნელობას, როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვანი ადამიანებისთვის. ეს არის დღე, რომელიც მხიარულად, „ჯანსაღი ღიმილით“ უნდა გავატაროთ. ვრცლად


პირის ღრუს ჯანმრთელობა და სწავლა

 პირის ღრუს ჯანმრთელობაში ჩადებული ინვესტიცია ჯანმრთელობის საწინდარია!

ფლაერი/სტიკერი პირის ღრუს ჰიგიენისათვის

მოგიწოდებთ, თქვენც მიიღოთ  მონაწილეობა და შეავსოთ კითხვარი


მოგზაურთა ჯანმრთელობა

მალარიის გავრცელება მსოფლიოში და პროფოლაქტიკის რეკომენდაცია მოგზაურთათვის


კანის კიბოს საწინააღმდეგო პანევროპული კამპანია (ევრომელანომა)

 

პოსტერი

ლიფლეტი

ბარათი


ჯანსაღი კვება

ჯანსაღი კვება – ჯანმრთელობის მთავარი გასაღები

ბავშვთა და მოზარდთა ჯანსაღი კვების საფუძვლები

იყავით ფიზიკურად აქტიური

კვება ჯანმრთელი დედობისათვის

კვების რეჯიმი და არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სადისემინაციო ინფორმაციის მოდელირება: კვებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები

საკვების უსაფრთხოების ელემენტები

ჯანსაღი კვების გზამკვლევი

ჯანსაღი კვების ხელშეწყობა პირველად ჯანდაცვაში კონსულტირების გზით

მიაღწიე და შეინარჩუნე სხეულის ნორმალური წონა


რა არის ეშერიხია კოლი

აივ შიდსი 

ცოფი

მენინგოკოკური მენინგიტი

ფრთხილად ბოტულიზმი

რა არის ვირუსული ჰეპატიტები

შემოდგომა-ზამთრის ინფექცია, ჰეპატიტი A 


ყირიმი–კონგოს ჰემორაგიული ცხელება

 ყირიმი–კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა,   რომელსაც იწვევს ვირუსის სახეობა Nairovirus,  ოჯახი Bunyaviridae. ენდემიური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში, აღრიცხულია საქართველოშიც. ვირუსი  გადაეცემა ტკიპის მეშვეობით და იწვევს მძიმე ჰემორაგიულ ცხელებას, როგორც ერთეული შემთხვევების,  ასევე აფეთქებების სახით. ვრცლად


1973 წელს ავსტრალიელმა მეცნიერმა რუტ ბიშოპმა ელექტრონული მიკროსკოპის დახმარებით დიარეით დაავადებული ბავშვების თორმეტგოჯა ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედებში გამოავლინა ვირუსი (1), რომელსაც შემდგომში „როტავირუსი“ („როტა“-ლათ. ბორბალი) ეწოდა (2). მთელ მსოფლიოში როტავირუსები წარმოადგენენ ბავშვთა შორის მწვავე არაბაქტერიული გასტროენტერიტების განვითარების ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორს. პრაქტიკულად 5-წლამდე ასაკის ყველა ბავშვი ერთხელ მაინც ინფიცირდება ამ ვირუსით (3,4). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ 2004 წელს ჩატარებული შეფასების  მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში 5 წლამდე ასაკის 527 000 ბავშვის სიკვდილის მიზეზი ვაქცინით მართვადი როტავირუსული ინფექციაა (5 ). ვრცად

 


C   ჰ ე პ ა ტ ი ტ ი

 

მთავარი:
● C ჰეპატიტი არის C ვირუსით გამოწვეული ღვიძლის დაავადება.
● დაავადების კლინიკა რანჟირებს მწვავე რამდენიმეკვირიანი მსუბუქი მიმდინარეობიდან ქრონიკულ მიმდინარეობამდე მთელი სიცოცხლის მანძილზე და შეიძლება დასრულდეს ციროზის და/ან ღვიძლის კიბოს განვითარებით. ვრცლად


ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე

თითქმის ყველამ იცის, რომ მოწევა იწვევს კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და სხვა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს.  ქალები, რომლებიც ორსულობის დროს ეწევიან საფრთხეს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას და მუცლად მყოფ ნაყოფს. ორსულობის დროს მოწევის საფრთხეებია: : ახალშობილის ნაადრევი დაბადება, გარკვეულ თანდაყოლილი პათოლოგიები და ახალშობილთა სიკვდილი. ასევე აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კვამლის გარემოცვაში ყოფნაც კი (პასიური მოწევა) სერიოზულ საფრთხეებს უქმნის ორსულ ქალს და მის ნაყოფს. ვრცლად


თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობა

მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარება  სიკვდილის ერთ–ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გლობალურად  ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების შედეგად. აქედან 600 000 პასიური მწეველობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლი) მსხვერპლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  საშუალოდ ყოველ 6 წამში 1 ადამიანი კვდება თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით. ვრცლად


რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ

დიარეა (ფაღარათი) დღის განმავლობაში სამჯერ და მეტად  თხელი ან წყლიანი განავლის გამოყოფაა (გახშირებული ფორმირებული განავალის გამოყოფა არ ითვლება დიარეად) და ორგანიზმიდან გამოდევნის სიცოცხლისათვის აუცილებელ წყალსა და მარილებს.  დიარეა ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ბაქტერიებით, ვირუსებითა და პარაზიტებით ინფიცირების სიმპტომად ითვლება. ეს დაავადებები  ჩვეულებრივ დაბინძურებული საკვებითა და სასმელი წყლით, პირადი ჰიგიენის დაუცველობით და არასწორი კვებით ვრცელდება. თუმცა  დიარეა შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე საკვებისა და მედიკამენტის აუტანლობამ, ნაწლავების ქრონიკულმა დაავადებებმა და ფუნქციურმა დარღვევებმაც, სხვა ქრონიკულმა დაავადებებმა მაგ: ტოქსიურმა ჩიყვმა. ზოგჯერ დიარეა ემართებათ ტურისტებს უცხო ქვეყანაში მოგზაურობის დროს მათთვის უჩვეულო საკვების ან წყლის მიღების გამო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (ჯანმო) განვითარებად ქვეყნებში დიარეა  ძირითადად ინფექციური დაავადებების მიზეზითაა გამოწვეული, რადგან დაახლოებით 2,5 მილიარდ ადამიანს აუცილებელი სანიტარული პირობების დაცვის საშუალებები არ გააჩნია და დაახლოებით 1 მილიარდს კი ხელი არ მიუწვდება უსაფრთხო სასმელ წყალზე.

კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ასხვავებენ დიარეის სამ ტიპს: ვრცლად


ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა. იგი ვრცელდება ფილტვის ფორმით დაავადებული ბაცილგამომყოფი პირის მიერ საუბრის, ხველის და ცემინების დროს. ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა 1882  წლის 24 მარტს გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა  აღმოაჩინა. ეს იყო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით პირველი წინგადადგმული ნაბიჯი.

ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირის  სასუნთქ გზებში მოხვედრა დაავადებასა და ინფიცირებას ყოველთვის არ იწვევს. თუ გამომწვევი ჩხირი ფილტვის ქსოვილამდე მაინც მიაღწევს, მას ორგანიზმის დაცვითი ძალები აუვნებლებენ ან ბოჭავენ. ამ დროს ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ არა დაავადებული. ვრცლად


მალარია და მისი გადაცემის გზები

მალარია –ეს ინფექციურ დაავადებათა ჯგუფია, რომელთაც იწვევს უმარტივესი სისხლის Plasmodium –ის გვარის პარაზიტები, რომელთა გადაცემაც ბუნებრივ პირობებში  Anopheles –ის გვარის მდედრი კოღოების კბენის შედეგად ხდება.
ადამიანის მალარია მოიცავს 4 ნოზოლოგიურ ერთეულს. მნიშვნელოვანი როლი რიცხოვნობის მიხედვით ენიჭებათ ტროპიკულსა Plasmodium falciparum და სამდღიურ მალარიას Plasmodium vivax.
მალარია ბუნებრივ-ენდემური დაავადებაა, რამდენადაც მისი გავრცელება შეზღუდულია ბუნებრივი ფაქტორების მიერ და აქედან გამომდინარე იგი გვხვდება მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც არსებობს მისი განვითარებისთვის (გამრავლება_გავრცელება) საჭირო ყველა პირობა. ასეთ რეგიონებს უწოდებენ მალარიოგენურს. ყველა მალარიოგენურ რეგიონში მალარიის განვითარებისათვის საკეთილდღეო პირობების სიხშირე განსხვავებულია და შესაბამისად სხვადასხვაა ტრანსმისიის ხარისხიც. ამა თუ იმ ტერიტორიის მალარიოგენურობის განმსაზრვრელი პირობები შემდეგია: ვრცლად


ჯანსაღი კვების ჯანმრთელობითი  სიკეთეები

არაჯანსაღი კვება მოიაზრება ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტერმინანტად არაგადამდებ დაავადებათა რისკებს შორის. არასათანადო ცოდნით და არაჯანსაღი კვებითი ქცევებით მრავალი ქრონიკული დაავადება შეიძლება განვითარდეს  (დიაბეტი, კარდიოვასკულური დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებები, იოდის, რკინის და სხვა მიკრონუტრიენტების დეფიციტით გამოწვეული დარღვევები, ოსტეოპოროზი, სიმსუქნე, კარიესი და სხვ.), რომელთა ხვედრითი წილი მსოფლიოში საერთო სიკვდილობის დაახლოებით 60%-ს შეადგენს, და რომელთა თავიდან აცილებაც ადვილადაა შესაძლებელი თავად მოსახლეობის და კონკრეტულად თითოეული ინდივიდის მიერ, ჯანსაღი კვების პრინციპების სისტემატური დაცვით (ჯანსაღი კვებითი ქცევებით). უარყოფითი კვების ფაქტორი და დაბალი ფიზიკური აქტივობა განაპირობებს: დიაბეტის შემთხვევების დაახლოებით 60%-ის; ძუძუს, ნაწლავისა და პროსტატის კიბოს შემთხვევების 35%-ის, ართრიტების 25%-ის, გულის კორონარული დაავადებებისა (CHD) და ინსულტის შემთხვევების დაახლოებით 20%-ის განვითარებას. ვრცლად


სგგი: 

მსოფლიოში ყოველწლიურად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) 448 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები წარმოადგენენ საშვილოსნოსგარე ორსულობების, თვითნებური აბორტების, ნაადრევი მშობიარობების, ახალშობილთა პათოლოგიების განვითარების რისკ-ფაქტორებს. ვრცლად


გრიპისა და გაციების შესახებ:

რას ნიშნავს ზემო რესპირატორული ტრაქტის მწვავე ინფექცია და რა არის გაციება?

განმარტება: გაციება - ხშირად ცნობილია, როგორც ზემო რესპირატორული ტრაქტის ვირუსული ინფექცია, საკმაოდ ხშირია და აქვს შებრუნებითი ხასიათი. მთელი წლის განმავლობაში სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებმა შესაძლოა 3-12-ჯერ გადაიტანონ გაციება, მაშინ როდესაც მოზარდებსა და ზრდასრულებში, წლის განმავლობაში, მხოლოდ 2-4-ჯერ გვხვდება. გაციება ყველაზე ხშირი და გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. ვრცლად


მენინგოკოკური მენინგიტი:

მენინგიტი თავის ტვინის გარსების ანთებას წარმოადგენს, ანუ ამ დროს თვით ტვინის უჯრედები არ ზიანდება, ანთება მათ "გარეთაა". მენინგიტის გამომწვევი შეიძლება სხვადასხვა ბაქტერია და ვირუსი იყოს. ბაქტერიულ მენინგიტებს შორის ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეგვხვდეს პნევმოკოკით, მენინგოკოკით, ჰემოფილუსის ან ტუბერკულოზის ჩხირებით ან სხვა ბაქტერიებით გამოწვეული მენინგიტები. ვრცლად


რეკომენდაციები თამბაქოს მოხმარების შესაწყვეტად: 

სიგარეტი სიკვდილობის გამომწვევი ერთერთი უმთავრესი მიზეზია, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია. თამბაქოს ახასიათებს ტოქსიური მოქმედება: ნიკოტინი ზრდის გულის დაავადებების რისკს; კუპრმა და სხვა ტოქსიკურმა ნივთიერებებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ფილტვისა და სხვა ორგანოების სიმსივნური დაავადებები; ფილტვებზე კუპრის ზემოქმედების შედეგად ვითარდება სერიოზული სუნთქვითი პრობლემები. ვრცლად


ფრთხილად  –  ბოტულიზმი!

ბოტულიზმი უმძიმესი დაავადებაა. მისი გამომწვევია გარემოში, კერძოდ კი ნიადაგში, საკმაოდ გავრცელებული მიკროორგანიზმი, რომელსაც გარკვეული ბიოლოგიური თავისებურებები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უძლიერესი ტოქსინის (შხამის) გამომუშავების უნარი. ბოტულოტოქსინის მომშხამავ ძალაზე წარმოდგენის შესქმნელად საკმარისია ვიცოდეთ, რომ ამ შხამის უმცირესი რაოდენობაც კი მილიონობით სასიკვდილო დოზას შეიცავს. ვრცლად


ვირუსული ჰეპატიტები, როგორ და რატომ უნდა დავიცვათ თავი

ვირუსული ჰეპატიტები მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებებია. მისი გამომწვევია ვირუსები: A,B,C,D,E. ამ ინფექციებით ავადდებიან მხოლოდ ადამიანები, (ანთროპონოზული დაავადება). ისინი გავრცელებულია ყველგან და იწვევენ სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 350 მლნ ადამიანია ინფიცირებული B ვირუსით და 170 მლნ C ვირუსით, (ლეტალობის ზოგადი კოეფიციენტი  დაახლოებით 0,5%-ს შეადგენს). ვრცლად


10 ფაქტი სანიტარიის შესახებ

გათვლებით დადგენილია, რომ მსოფლიოში 2.6 მილიარდ ადამიანს არ აქვს ადექვატური ხელმისაწვდომობა სანიტარიაზე. თუ შენარჩუნდა მსგავსი ტენდენცია 2015 წლისთვის 2.7 მილიარდ ადამიანს არ ექნება ხელმისაწვდომობა სანიტარიის ელემენტარული საშუალებებისადმი. 
აფრიკის ტერიტორია საჰარის სამხრეთით (31%), სამხრეთ აზია (36%) და ოკეანია (53%) – ეს ის რეგიონებია, სადაც აღინიშნება სანიტარიის piroბების ყველაზე ნაკლები დონე. ბევრ ქვეყანაში ამ პრობლემას ართულებს აგრეთვე სუსტი ინფრასტრუქტურა, შრომითი რესურსების არაადექვატური ბაზა და მდგომარეობის გამოსასწორებლად არსებული მეტად მწირი რესურსები. ვრცლად


კიბოს პრევენცია - ჯანსაღი ცხოვრების წესი

კიბოს პრევენცია შესაძლებელია, თუკი საკუთარ ჯანმრთელობას სისტემატიურად ვაკონტროლებთ და ჯანსაღ ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. კიბო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ამ დაავადების გამო ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება. მარტო 2008 წელს 7.6 მილიონი ადამიანი (სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილთა 13%) გარდაიცვალა.
ყოველწლიურად კიბოთი სიკვდილობის შემთხვევების დიდი ნაწილი ფილტვის, კუჭის, ღვიძლის, მსხვილი ნაწლავისა და ძუძუს კიბოზე მოდის. სიკვდილობის დაახლოებით 30%, ხუთი ძირითადი რისკ-ფაქტორით არის გამოწვეული: სხეულის მასის მაღალი ინდექსი (სიმსუქნე), ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი ოდენობით მიღება, ფიზიკური ინერტულობა, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება (ჯანმო, 2012).  ვრცლად

 


მითები კიბოს შესახებ

 

კიბოს  მსოფლიო  დღე  კიბოს მსოფლიო დეკლარაციის მე–5 მიზანზე კონცენტრირდება:  დაიმსხვრეს  მითები და მცდარი შეხედულებები კიბოს შესახებ.   2013 წელს კიბოს მსოფლიო დღის ფოკუსირდება კიბოს გარშემო არსებული შეცდომაში შემყვანი 4 ძირითადი მითის გაქარწყლება სლოგანის ქვეშ „კიბო - იცოდით თუ არა?“. ეს დღე იძლევა შესაძლებლობას, ავამაღლოთ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე და გავაქარწყლოთ მცდარი შეხედულება  კიბოს შესახებ.  ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ 4 მითზე, რომელიც წარმოდგენილია ქვემოთ: ვრცლად


კიბო - ძირითადი ფაქტები

  • კიბო მსოფლიოში სიკვდილობის ძირითადი მიზეზია. 2008 წელს  სიკვდილობის 7.6 მილიონი შემთხვევა აღირიცხა (სიკვდილობის  შემთხვევების საერთო რაოდენობის დაახლოებით 13%);
  • კიბოთი სიკვდილობის შემთხვევების უდიდესი წილი ყოველწლიურად  ფილტვის, კუჭის, ღვიძლის, მსხვილი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლის კიბოზე მოდის;
  • კიბოს ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპები ქალებსა და მამაკაცებში განსხვავდება ერთმანეთისგან;
  • კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის დაახლოებით 30% გამოწვეულია ხუთი ძირითადი ქცევითი და კვებითი რისკ ფაქტორით: სხეულის მასის მაღალი ინდექსი, ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი ოდენობით მოხმარება, ფიზიკური ინერტულობა, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება; 
  • თამბაქოს მოხმარება წარმოადგენს კიბოს გამომწვევ ყველაზე მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს, რომელზეც გლობალურად მოდის  სიკვდილობის 22%  და ფილტვის კიბოთი გარდაცვალების 71%;
  • 2008 წელს  კიბოთი საერთო სიკვდილობის მაჩვენებლის დაახლოებით 70%-ზე მეტი  დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებზე მოდის;
  • არსებული პროგნოზის მიხედვით კიბოთი სიკვდილობის მაჩვენებელი მომდევნო წლებში გაიზრდება და 2030 წლისთვის 13.1 მილიონს მიაღწევს.

ვრცლად

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO