Logo

პრესრელიზი–14/10/2018

title

2018 წლის 15-16 ოქტომბერს, 09:00 საათზე სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდისა და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის დახმარებით პირველად გაიმართება
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონალური კონფერენცია ჯანმრთელობის   მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის   2016-2020 წლების ტუბერკულოზის საქმოქმედო გეგმის განხორციელების    პროგრესთან დაკავშირებით
 კონფერენციას   დაესწრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ტუბერკულოზისა   და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ევროპის რეგიონული ოფისის, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის. ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 30-მდე ქვეყნის 150 დელეგატი და დარგის ექსპერტები.
კონფერენციის მიზანია   აღმოსავლეთ   ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) ქვეყნების ჯანმო-ს ევროპის რეგიონის   2016-2020 წლების ტუბერკულოზის სამოქმედო გეგმის პროგრესისა და დაბრკოლებების   გაზიარება. კონფრენციაზე წარდგენილი იქნება ტუბერკულოზის   პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ მიმდინარე კვლევების უახლესი   შედეგები.
ღონისძიება ასევე კარგ   პლატფორმას წარმოადგენს 26 სექტემბერს, აშშ-ში, ქალაქ ნიუ იორკში დაგეგმილ   ტუბერკულოზის შესახებ მაღალი დონის შეხვედრის 73-ე სესიის შედეგების   განხილვისთვის.
2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულება (60 მლნ-ზე მეტი დაავადებული მსოფლიოში, მათ შორის ყოველწლიურად 1 მილიონი ბავშვი, 0,5 მლნ-ზე მეტი რეზისტენტული ფორმით დაავადებული, 2 მლნ-მდე გარდაცვლილი) მსოფლიო ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების მიზნებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამიზნეს წარმოადგენს. ჯანმო-მ მიზნად დასახა 2035 წლამდე სიკვდილობის 95%-იანი და ტუბერკულოზის ინციდენტობის 90%-იანი შემცირება, რომელიც მიღწეულ უნდა იქნას პაციენტზე ორიენტირებული ზედამხედველობისა და პრევენციის ისეთი ძირითადი სტრატეგიული მიდგომების დანერგვით, როგორიცაა გაბედული პოლიტიკური და მხარდამჭერი სისტემების შემდგომი განვითარება.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ქართველი ფთიზოი-პულმონოლოგების უდიდესი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყანა 2016 წლიდან ამოღებულია მულტირეზისტენტული (წამალგამძლე) ტუბერკულოზის ე.წ. მძიმე ტვირთის მქონე ქვეყნების სიიდან და მოკლე ხანში იქცა საერთაშორისო მაგალითად ტუბერკულოზის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის პროგრესის კუთხით. თუმცა რეზისტენტული ტუბერკულოზის საფრთხე ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება და შემდგომ აქტიურ ქმედებებს მოითხოვს.
მისამართი: 1 ვარდების რევოლუციის მოედანი, თბილისი 0108
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103