Logo

პრესრელიზი – 14.11.2018

title

2018 წლის 14 ნოემბერს 10:00 საათზე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნულ ცენტრის ადმინისტრაციულ კორპუსში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება

გაეროს კონვენციის შესაბამისობის  და გამჭვირვალობის კოლეგიალური სავარჯიშო

ღონისძიებას დაესწრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი პირები და მონაწილეები ქვეყნებიდან:  ავსტრია, აშშ, ბოსნია-ჰერცოგოვინა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ერაყი, უნგრეთი, იტალია, კამერუნი, კოლუმბია, მალაიზია, მალი, მიანმარი, მონტენეგრო, ყაზახეთი, ჩილე, უგანდა. ასევე, დარგის ექსპერტები.

გაეროს კონვენციის შესაბამისობის და გამჭვირვალობის კოლეგიალური სავარჯიშოში მონაწილეობას მიიღებს 23 დელეგატი 17 ქვეყნიდან, ასევე ევროკავშირის,  გაეროს კონვენციის განხორციელების მხარდამჭერი განყოფილების და სამოქალაქო საზოგადოების თითო წარმომადგენელი (მ.შ. უმრავლესობა დარგის ექსპერტი და ნაწილი დიპლომატიური  გამოცდილებით).

საქართველო მიერთებულია გაეროს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციას (BWC) 1996 წლის 22 მაისიდან, და მას შემდეგ მუდმივად მონაწილეობს დიპლომატიურ და ექსპერტთა  ყოველწლიურ შეხვედრებში/კონფერენციებში. როგორც კონვენციის წევრი სახელმწიფო, საქართველო ანგარიშვალდებულია BWC კონვენციის მოთხოვნებისა და ვალდებულებების ფარგლებში წარადგინოს ნდობის განმტკიცების შესაბამისობის ფორმა (CBM), რომელიც ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოების მიერ ბიოლოგიური მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობებისა და  საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას ყოველწლიურად.

2011 წელს, კონვენციის მე-7 კონფერენციაზე შემუშავდა ახალი ინსტრუმენტი - „კოლეგიალური სავარჯიშო“ (Peer Review Exercise) ბიოლოგიური საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ინსტრუმენტი ნებაყოფლობითი ხასიათისაა და ნებისმიერი წევრი-ქვეყანის ინიციატივა ამ ტიპის ღონისძიების ჩატარებაზე, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ქვეყანა კონვენციით აღიარებულ ვალდებულებებს განუხრელად ასრულებს და მისი საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა მსოფლიო თანამეგობრობისათვის.

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ 2016 წელს, და შემდეგ, მაროკოს სამეფომ 2017 წელს, ჩაატარეს გამჭვირვალობის სავარჯიშო. საქართველომ 2018 წლის აგვისტოს  BWC ექსპერტთა შეხვედრაზე ოფიციალურად განაცხადა მზაობა, უმასპინძლოს გაეროს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში.

ვებ გვერდი - www.ncdc.ge  

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

მისამართი:.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103