Logo

დაგეგმილი აქტივობები

title

ევროპის  იმუნიზაციის კვირეული
2019 წელი, 24-30  აპრილი
დაგეგმილი აქტივობები 


კამპანიის მიზანია მშობლებისა და მეურვეების, ჯანდაცვის პროფესიონალების, პოლიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღებსა და მედიის წარმომადგენლებში იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.  
კამპანიის სლოგანია - აცერი და დაიცავი! ძირითადი მესიჯია - იმუნიზაცია მნიშვნელოვანია დაავადებების პრევენციისა და სიცოცხლის დაცვისათვის.
განაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წითელას მიმდინარე სიტუაციას  და იმუნიზაციის აპლიკაციას
სამიზნე აუდიტორია:
მშობლები;
ბავშვები;
ჯანდაცვის მუშაკები;
სტუდენტები;
41 წლამდე ასაკის  მოსახლეობა

1. დაგეგმილი ღონისძიებები:

21 აპრილს 13:00 სთ. - აქცია თბილისი მოლში (მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კილომეტრი)
o აქციის  ფაგლებში მოწვეული ანიმატორების მიერ განხორციელდება გასართობი აქტივობები, როგორიცაა თამაშები, ცეკვასა და ხატვაში შეჯიბრი.

o ცენტრის თანამრომლები, თსსუ სტუდენტები და საჯარო სკოლის მოხალისე მოსწავლეები და პედაგოგები დაარიგებენ საინფორმაციო ლიფლეტებს, ბუშტებს და ბავშვებისთვის სასაჩუქრე ნაკრებებს 

22 აპრილს 14:00 სთ. - პრესკონფერენცია  (მისამართი:  კახეთის გზატკეცილი #99 - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობა)

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პარტნიორი ორგანიზაციების და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. 

პრესკონფერენციზე დარიგდება პრესრელიზი:
ანონსი საინფორმაციო სააგენტოებისათვის;
ვრცელი პრესრელიზი ჟურნალისტებისათვის.

ასევე გავრცელდება თვალსაჩინო მასალა: ფლაერი, ბანერი, სარეკლამო სოციალური ვიდეო მიმართვები (5), წინა წლების სარეკლამო რგოლები და ფილმი, მაისური, ჭიქა, საწერი კალამი, ჩანთა,  ცარცი, ბუშტი,ბუკლეტი,   სოციალური ვიდეო რგოლი (5 ერთეული), ფილმი (ძველი), ანიმატორების მომსახურეობა

22-25 აპრილი  -  აქცია ქ. თბილისის იუსტიციის სახლში (მისამართ: სანაპიროს ქ. №2)

 იმუნიზაციის თემაზე შექმნილ მაისურებში გამოწყობილი სტუდენტები დაარიგებენ საგანმანათლებლო მასალებს, იუსტიციის სახლის დარბაზში არსებულ ეკრანებზე იტრიალებს ვიდეორგოლები და სკრინინგის კუთხეებში განთავსდება იმუნიზაციის კვირეულისადმი მიძღვნილი პლაკატები. 

2. მედია გეგმა:
22 აპრილი 14:00 საათი - პრესკონფერენცია (მედია სივრცე - ანონსები, ნიუსი, ინტერვიუ, სიუჟეტი)
22 აპრილი - ტელკომპანია „იმედი“
23 აპრილი - რადიო „იმედი“ 3 სტუმარი
24 აპრილი - „ტვ 1“
25 აპრილი - „ტვ პულსი“
26 აპრილი - რადიო „ფორტუნ“ა
27 აპრილი - „პულსი ტვ“, პედიატრიული ფაკულტეტი
2 მაისი- „პირველი არხი“, მარი მალაზონია ,,პირადი ექიმი“
გადაცემები დაგეგმილია ტელეკომპანიებში:  კავკასია, პალიტრანიუსი, რუსთავი 2, 1 არხი, აჭარა, მაესტრო, საპატრიარქო

ვიდეო მიმართვები:
ნიკა წულუკიძე, ანსამბლი „რუსთავი“, მერაბ სამყურაშვილი, გიორგი ჩიჩუა, ლაშა ტალახაძე

სტატიები (ინტერვიუ) - პრესა/ ინტერნეტ პორტალები
22– 30 აპრილი - „პულსი ტვ“ - სარეკლამო რგოლები (ძველი რგოლები - 4 და ახალი მიმართვები)
ახალი მიმართვები ტელეკომპანიებში განთავსდება კვირეულის საინფორმაციო კამპანიის დასრულების შემდეგ 
ქყვეყნის მასშტაბით რეგიონულ ტელეკომპანიებში დაგეგმილია გადაცემებში სტუმრობა, სიუჟეტი ან ინტერვიუ. ასევე, რეგიონულ პრესაში განთავსდება სტატიები
კვირეულის ფარგლებში მოეწყობა:
ფოტო და ვიდეო გადაღება
მასალების განთავსება ცენტრის ვებ გვერდზე, ცენტრის ფეისბუქზე და იმუნიზაციის ქვეგვერდზე, ტვიტერზე, MYVIDEO, YOUTUBE 
კამპანიის მიმდინარეობა  გადაიცემა სოციალურ გვერდ FB-ის პირდაპირი ჩართვებით. 
ყოველდღიურად მომზადდება მედიამონიტორინგი.