Logo

სისხლის დონორის მსოფლიო დღე - პრესკონფერენცია 17.06.2019

title

2019 წლის 17 ივნისს „არტ-ჰაუზი - პუბლიკაში“ (სახვითი ხელოვნების მუზეუმი) გაიმართა პრეკონფერენცია სახელწოდებით

სისხლის დონორის მსოფლიო დღე

პრესკონფერენციას გახსნეს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა თამარ გაბუნიამ და ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, უანგარო დონორობის მხარდამჭერი ორგანიზაციები, უანგარო დონორები, უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე და ლიცენზირებული სისხლის ბანკების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

პრესკონფერენციაზე მოხდა სისხლის უანგარო რეგულარული დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების სიმბოლური დაჯილდოება სიგელებით. ასევე, 2019 წლის უანგარო დონაციის საკომუნიკაციო კამპანიისა და უანგარო დონორობის საპოპულარიზაციო ვებ-გვერდის სატესტო რეჟიმში წარდგენა.

სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

წელს კამპანიის თემაა “უსაფრთხო სისხლი ყველასათვის”.