Logo

პრესრელიზი 11.02.2019

title

 2019 წლის 11 თებერვალს,  სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტ“-ში 14:00 საათზე გაიმართება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის პირველი რეგიონული საკონსულტაციო შეხვედრა ვირუსულ ჰეპატიტებზე სახელწოდებით

მიღწევები ელიმინაციის გზაზე

ევროპის რეგიონული ოფისის მიერ აღნიშნული შეხვედრის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება განპირობებულია ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებითა და ამ თვალსაზრისით, საქართველოს  ერთ-ერთ მთავარ სამოდელო ქვეყნად აღიარებით. 

შეხვედრის მიზანია ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების დაძლევის პროცესში ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების მიმოხილვა და მათი გამოცდილების გაზიარება. დაგეგმილია მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების მიმოხილვები ვირუსული ჰეპატიტების მართვის, პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის და სხვა საკითხების შესახებ.

გახსნის ცერემონიალის შემდეგ პირველი სხდომა მიეძღვნება საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვის პროცესში მიღებული შედეგების განხილვას. 

ვებ გვერდი: www.ncdc.ge 

ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

საკონტაქტო პირები: ნინო მამალაძე 599 546 465,  ნინო მამუკაშვილი 595 956 103 

მისამართი: ქ.თბილისი, 4 თავისუფლების მოედანი