Logo

წითელას ეპიდსიტუაციის მიმოხილვა ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებში

title

`✓  წითელა არის მაღალი გადამდებლობის ბუნების მქონე, ვირუსით გამოწვეული დაავადება. 1963 წლამდე, მანამ სანამ შეიქმნებოდა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა და დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია, წითელას ეპიდაფეთქებები თავს იჩენდა ყოველ 2-3 წელიწადში, რის შედეგადაც ყოველწლიურად იღუპებოდა დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანი.
✓  მიუხედავად უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის ხელმისაწვდომობისა, 2017 წლის მონაცემებით წითელათი გარდაიცვალა  დაახლოებით 110 000 ადამიანი, უმეტესად 5 წლამდე ასაკის ბავშვები.
✓  დაჩქარებულმა იმუნიზაციის    აქტივობებმა მნიშვნელოვანი         გავლენა   მოახდინა   წითელათი გამოწვეული გრდაცვალებების   შემცირებაზე. 2000-2017 წლების განმავლობაში  21.1 მილიონი გარდაცვალების პრევენცია გახდა შესაძლებელი წითელას ვაქცინით. 2000 წელთან შედარებით, 2017 წელს წითელათი გარდაცვალების რაოდენობა შემცირდა 80%. (2000 წელი - 545 000, 2017 წელი - 110 000)
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის   ევროპის რეგიონში წითელაზე აცრილი ბავშვების რაოდენობა სხვა წლებთან  შედარებით  ყველაზე მაღალია .  თუმცა  პროგრესი  ქვეყნებში და  ქვეყნებს შორის  არათანაბარია , რის შედეგადაც დაუცველი  აღმოჩნდა  მოსახლეობის დიდი ჯგუფი და ინდივიდები, რამაც გამოიწვია წითელას  შ ემთ ხვევების მატება 2018 წელს.  2018 წლის წითელას  ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების ფონზე ,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ,   ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს განახორციელონ ინტერვენციები იმ ტერიტორიაზე და  ჯგუფებში , სადაც არსებობს იმუნიზაციის ხარვეზები.

2018 წელს ,  ევროპის რეგიონში წითელათი გარდაიცვალა 72 ბავშვი და ზრდასრული. ქვეყნების ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, 53 ქვეყნიდან 47 ქვეყანაში  წით ელათი ავად გახდა 82 596 ადამიანი, რომელთაგანაც ჰოსპიტალიზირებულ იქნა დაახლოებით 2/3 (61%).  2018 წელს ,   წითელათი ინფიცირებულთა რაოდენობა  ამ დეკადაში ყველაზე მაღალია ,  ის სამჯერ აღემატება 2017 წელს და თხუთმეტჯერ 2016 წელს დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობას.

წითელას შემთხვევების მატება ევროპის რეგიონში  დაიწყო 2018 წელს მას შემდეგ, რაც  ქვეყნებმა მიაღწიეს წითელას  ვაქცინის  მეორე დოზით მოცვის უმაღლეს მაჩვენებელს (90% - 2017 წელი). 2017 წელს არსებული ინფორმაციით ,   რეგიონში  ბავშვების უმეტესობას  დროულად  მიღებული ჰქონდა, ქვეყნის ეროვნული გეგმიური იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით გათვალისწინებული წითელას სრული ორდოზიანი  ვაქცინაცია .  ვაქცინის პირველი დოზით მოცვა გაიზარდა 95% -მდე, რაც   2013 წლი ს შემდგომ იყო უმაღლესი მაჩვენებელი.  თუმცა, რეგიონში არსებულმა პროგრესმა, რომელიც მიღწეულ იქნა ქვეყნის დონეზე არსებული წარმატებებით ,  შესაძლოა დაფარა სუბნაციონალური პრობლემები, რომელთა ამოცნობაც რთულია მანამ სანამ ადგილი არ ექნება ეპიდაფეთქებას.
ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის  მონაცემები :
2017  წელი 
2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით  ევროკავშირის და ევროკავშირის ეკონომიკური არეალის  30  ქვეყ ანაში    წითელას შემთხვევების უმეტესი ნაწილი ფიქსირდებოდა: რუმინეთი (5 560), იტალია (5 004), საბერძნეთი (967) და გერმანია (929). წითელათი გარდაცვალება: რუმინეთი -19, იტალია - 4, საბერძნეთი - 2, ხოლო ბულგარეთში საფრანგეთში, გერმანიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში დაფიქსირდა გარდაცვალების თითო შემთხვევა.

აღნიშნული შემთხვევების 61% დადასტურებულ იქნა ლაბორატორიულად.

წითელათი დაავადებულთა   14 451   შემთხვევ აში, ცნობილი იყო ასაკი.  მათგან , 5 299  (37 %)  შემთხვევა   მოდიოდა  5  წლამდე   ასაკის   ბავშვზე და  6  440  (45 %) 15  ან   უფროს   ასაკზე .  შეტყობინების ყველაზე   მაღალი   მაჩვენებელი   ფიქსირდებოდა  1  წლამდე   ( 367.2  შემთხვევა   მილიონ   მოსახლეზე )  და 1-4  წლამდე  ( 161.7  შემთხვევა   მილიონ   მოსახლეზე )  ასაკის   ბავშვებში . 

2018 წელი

2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით  ევროკავშირის და ევროკავშირის ეკონომიკური არეალის  30 ქვეყანაში , აღირიცხა წითელას 12  352  შემთხვევა, მათ შორის 8  596  (70%) დადასტურდა ლაბორატორიულად. მხოლოდ ერთი ქვეყნიდან მოხდა შეტყობინება შემთხვევების არ არსებობის  შესახებ . წითელას შემთხვევების ყველაზე  დიდი რაოდენობა აღირიცხება საფრანგეთში (2 913), საბერძნეთში (2  293 ), იტალიაში (2 5 17 ), რუმინეთში (1  087) ,  გაერთიანებულ სამეფოში (9 53 ),  სლოვაკეთში  (  572) და გერმანიაში (542)
წითელათი დაავადებულთა  12 351   შემთხვევ აში, ცნობილი იყო ასაკი.  მათგან , 3 615 (29%)  შემთხვევა   მოდიოდა  5  წლამდე   ასაკის   ბავშვზე და  6 501 (53%) 15  ან   უფროს   ასაკზე .  შეტყობინების ყველაზე   მაღალი   მაჩვენებელი   ფიქსირდებოდა  1  წლამდე   (261.2  შემთხვევა   მილიონ   მოსახლეზე )  და 1-4  წლამდე  (108.1   შემთხვევა   მილიონ   მოსახლეზე )  ასაკის   ბავშვებში . 

2019   წელი

2019 წლის 11 იანვრის მონაცემებით, წითელას შემთხვევების შესახებ განახლებული ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა ევროკავშირის და ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის წევრი  20 ქვეყნიდან (ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და შვეიცარია). 2019 წელს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების ერთი შემთხვევა (რუმინეთი). 2019 წელს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან წითელას ყველაზე ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება ფიქსირდება უკრაინაში, 2018 წელს უკრაინის ტერიტორიაზე დაფიქსირდა წითელას 54 481 შემთხვევა, მათ შორის 16 გარდაცვალება, ხოლო 2019 წელის 1 თებერვლის მონაცემებით 15 095-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 1 გარდაცვალება. ეპიდაფეთქებები ასევე ფიქსირდება ისრაელში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ა და პრევენციის  ცენტრების  (CDC)  7 თებერვლის მონაცემებით, კალიფორნი ი ს, კოლორადოს, კონექტიკუტის, ჯორჯიის, ილინოისის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკის, ორეგონის, ტეხასის და ვაშინგტონის შტატებსი დაფიქსირდა წითელას 101 შემთხვევა.  

წყარო:

Https://www.cdc.gov/measles/cases-outbreaks.html

https://ecdc.europa.eu/sites/portal/files/documents/Monthly%20Measles%20and%20Rubella%20monitoring%20report%20%20February%202018.pdf

https://www.ecdc.europa.eu/sites/portal/files/documents/measles-rubella-monthly-monitoring-report-february-2019.pdf

https://ecdc.europa.eu/sites/portal/files/documents/communicable-disease-threats-report-3-february-2019.pdf

http://www.euro.who.int/en/media-centre/sections/press-releases/2019/measles-in-europe-record-number-of-both-sick-and-immunized