Logo

ზოგადი ინფორმაცია

title

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა

(პროგრამული კოდი 35 03 02 09)

 

პროგრამის მიზანია დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება, ნაადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირება ორსულთა ეფექტიანი პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის გზით.

პროგრამის ფარგლებში ცენტრი ახორციელებს შემდეგ კომპონენტებს:

·         ორსულებში В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისა და დედიდან შვილზე В ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფას:

 

Ø  В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის ტესტებით, სახარჯი მასალებით და HBsAg მტარებელი (დადებითი) დედებისგან დაბადებული ახალშობილების В ჰეპატიტის იმუნოგლობულინით უზრუნველყოფას;

Ø  სკრინინგით გამოვლენილ ორსულებში კონფირმაციული კვლევის ჩატარებას (აივ-ინფექცია/შიდსზე კონფირმაციული კვლევა ხორციელდება აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ მიერ. B და С ჰეპატიტების კონფირმაციული კვლევა ტარდება ცენტრის მიერ, მ.შ. C ჰეპატიტზე Cor-Ag მეთოდით „С ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში მიღებული ტესტებითა და სახარჯი მასალებით), ხოლო სიფილისის კონფირმაციული კვლევა და მკურნალობა ხორციელდება შპს "კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის" და მისი ქვეკონტრაქტორი დაწესებულებების მიერ.

 

·         ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევას, რაც მოიცავს:

 

Ø  პირველადი სკრინინგით გამოვლენილი სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების მეორად სკრინინგს და საჭიროების შემთხვევაში მათ ჩაღრმავებულ კვლევებს (ტიმპანომეტრულ კვლევას და კომპიუტერულ აუდიომეტრიას) გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით (მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სერვისის მიწოდება დასავლეთ საქართველოში (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) მინიმუმ 2 რეგიონში და აღმოსავლეთ საქართველოში მინიმუმ 3 რეგიონში);

Ø  2018 წლის 1 მარტიდან პირველადი სკრინინგით გამოვლენილი სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების მართვას/მიდევნებას:

Ø  პერინატალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში სკრინინგული კვლევების ხარისხის მონიტორინგს;

Ø  ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას (მ.შ. მედპერსონალის რეტრენინგს).

შენიშვნა: „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, 2018 წლის 1 მარტიდან პერინატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება უზრუნველყოფს ახალშობილის სმენის პირველად სკრინინგულ კვლევაზე (ოტოაკუსტიკური ემისიის მეთოდით) ადგილზე ხელმისაწვდომობას (საკუთარი აღჭურვილობით (იმ დაწესებულებების შემთხვევაში, რომლებშიც წინა საანგარიშგებო წლის განმავლობაში მშობიარობათა რაოდენობა იყო 500 და მეტი) ან ხელშეკრულებით (იმ დაწესებულებების შემთხვევაში, რომლებშიც წინა საანგარიშგებო წლის განმავლობაში მშობიარობათა რაოდენობა 500-ზე ნაკლები).